x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"შენ ხომ მაინც განათხოვარი ხარ, ნახე, რა კარგი საწოლი მაქვსო"-ნელი აგირბა
imageნელი აგირბამ, რომელიც ტელემაყურებელმა, წლების წინ გაიცნო, როგორც "რუსთავი–2" -ის დიქტორი, ახალ გადაცემა "The Talk შოუში", რომელიც რუსთავი-2-ზე გადის, მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევწროვებაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა:


"„ერთი ფაქტი მახსენდება და ახლა ჭუჭყის შეგრძნება მაქვს, რადგან არც ამაზე ისაუბრია. ბავშვებთან ერთად ვიყავი კახეთში, რთველში. ვენახში მომუშავე ადამიანმა მითხრა, წამოდი, გაჩვენო სად ვცხოვრობო და იქვე მდგარ კონტეინერზე მიმითითა. შენ ხომ მაინც განათხოვარი ხარ, ნახე, რა კარგი საწოლი მაქვსო. ბავშვებთან ერთად ვიყავი და თავი გამოვიშტერე, ვითომ ვერ გავიგე რა უნდოდა. მერე კარგა ხანი ვტიროდი და მაკანკალებდა სახლში“, – ღნიშნა ნელი აგირბამ.

image

შეგახსენებთ, ნელი აგირ­ბას პირ­ვე­ლი ქმა­რი, ცნობილი ტელესახე და სე­რი­ალ „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბში“, შავ­ლე­გო მად­ლი­ა­ნის როლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ილო ბე­როშ­ვი­ლი იყო, წყვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი, სე­სი­ლია და ევა ჰყავს.



მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში ნელი ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვილ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც ორი წლის წინ, ან­ტა­ლი­ა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.


ჟურ­ნა­ლის­ტის ახა­ლი რჩე­უ­ლი „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ხმის ოპე­რა­ტო­რი ეშ­ტონ ლა­ღი­ძეა. წყვილ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად 2019 წლის 17 დე­კემ­ბერს გა­ა­სა­ჯა­რო­ვა და მე­გობ­რე­ბის­გან მი­ლოც­ვე­ბიც მი­ი­ღო.


ეშ­ტო­ნი წლე­ბის მან­ძილ­ზე ჯგუფ „გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის“ ერთ-ერთი წევ­რი გახ­ლდათ და სე­რი­ალ­შიც თა­მა­შობ­და. ეშ­ტონ ლა­ღი­ძე პა­რა­ლე­ლუ­რად სე­რი­ალ „ჩცდ“-ს ხმის ოპე­რა­ტო­რია.სწორედ მისგან ეყოლა მესამე შვილი გასული წლის სექტემბერში, რომელსაც ნელიმ ნოა დაარქვა.

image

0
427
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0