x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილ ფილმებში დამალული დეტალები, რომლებიც სიუჟეტის განვითარებაზე საჭიროზე მეტს გვიყვება.

image
ფილმის ყურებისას მაყურებელი ყურადღებას აქცევს სიუჟეტს და მსახიობების თამაშს, რეჟისორები კი ხშირად ისეთ ფარულ დეტალებს გვაჩვენებენ, რომ მათი შემჩნევა ერთი ნახვით ფაქტობრივად შეუძლებელია.

1. “ლა ლა ლენდი"- მიას ფეხსაცმელები

ბევრმა მაყურებელმა შენიშნა, რომ მთავარმა გმირმა მიამ, მის მომავალ შეყვარებულთან პირველი ცეკვის წინ, ქუსლიანი ფეხსაცმელი შეცვალა კომფორტული სტეპის ცეკვის ფეხსაცმლით. ის თავისთვის ჩვეულებრივ ფეხსაცმელს ატარებს მხოლოდ ფილმის ბოლოს. ამ დეტალს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ახსნა. პირველი: მია იცვლის იმიჯს სებასტიანთან სასიყვარულო ურთიერთობის გამო. რომანის დასრულების შემდეგ კი უბრუნდება თავის ძველ ჩვევებს. მეორე: როდესაც მია მეორე ნახევარს შეხვდა, ის თავისუფლდება ჰოლივუდის ბრწყინვის ბორკილებისგან, აღარ იცავს მოდის მკაცრ წესებს და ხდება უფრო თავისუფალი.
image

2. “პრესტიჟი"- გალიის ხრიკი

ფილმში გალიის ტრიუკი რამდენჯერმე აჩვენეს. ეს გამოხატავს არა მხოლოდ ილუზიონისტების ოსტატობას, არამედ იმასაც, რომ ისინი მზად არიან მსხვერპლად შესწირონ უდანაშაულო სიცოცხლე თავიანთ ამბიციებს.image

3. “რომეო+ჯულიეტა"- წყალი

წყლის ელემენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფილმში "რომეო + ჯულიეტა": ის სიმბოლოა სიწმინდესა და სინამდვილის და სწორედ წყლის დახმარებით გვაცნობს რეჟისორი მთავარ გმირებს. როგორც გვახსოვს, რომეო და ჯულიეტა ხვდებიან ოთახში, რომელიც გაყოფილია აკვარიუმით. ამავე დროს, ისინი აშკარად ხედავენ ერთმანეთს და საკუთარ ანარეკლს, წყალი არ აწუხებს მათ. ეს ნიშნავს, რომ მათი გრძნობები ჭეშმარიტია და მათ არა მხოლოდ ესმით, არამედ აღიარებენ მათ.image

4. “ფართოდ დახუჭული თვალებით"- ნიღბები

ნიღბები მნიშვნელოვან როლს თამაშობს კუბრიკის ფილმში. ისინი გვიჩვენებენ ადამიანების ცვალებად ბუნებას, რომელსაც ნიღბების ქვეშ მალავენ. მთავარი გმირები გამუდმებით თამაშობენ და თავიანთ რეალურ სახეს არ აჩვენებენ.image

5. “სოპრანოს კლანი"- იხვები

ფრინველები ხშირად გამოიყენება ფილმებში როგორც თავისუფლების ან რაიმე მისტიკურის სიმბოლო. სოპრანოს კლანში კი იხვები გვამცნობენ, რომ ტონი რთული ურთიერთობა აქვს ოჯახთან და დიდი შანსია იმისა, რომ ახლობლები დაკარგოს.image

6. “მწვანე მილი"-თაგვი

ფილმში თაგვს მრავალი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ერთის მხრივ, ეს სიმბოლოა, სიკეთისა და სინათლის სხივი ამ პირქუშ ადგილას და ეწინააღმდეგება ყველა ბოროტებას, რომელიც მეფობს აქ. იმავე დროს, ეს პატარა ცხოველი განასახიერებს სიწმინდეს და სისუფთავეს, მაგრამ ზოგჯერ ეს თვისებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ პრობლემები.image

7. “ლეონი"- ვიოლინოს ჩასადები

ვიოლინოს ჩასადები, რომელშიც ლეონი იარაღებს ატარებს, განასახიერებს მატილდას დაკარგულ ბავშვობას. ერთის მხრივ, გოგონა თავს აჩვენებს, რომ ვიოლინოზე დაკვრას ცდილობს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ბავშვისთვის, მაგრამ ჩასადებში სულ სხვა რამ იმალება. ასეთივეა შეცვლილი მატილდაც. ის პატარა, მიამიტ გოგოას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში უკვე გაზრდილი, ცინიკური ადამიანია, რომელსაც სისასტიკის ჩადენაც შეუძლია.image

8. “ამერიკული სილამაზე"- წითელი ვარდები

მთელი ფილმი გაჯერებულია მდიდარი წითელი ტონებით. და როგორც ჩანს, ალისფერი ტონები აქ წარმოაჩენს გმირის ვნებას და მგრძნობიარე გატაცებას. მაგრამ მათ ასევე აქვთ სხვა მნიშვნელობა. ინტენსიური ფერი ქმნის შემაშფოთებელ და დამთრგუნველ ატმოსფეროს, რომელიც ამზადებს მაყურებელს ბნელი და გარდაუვალი ტრაგიკული დასასრულისთვის. წითელი აჩვენებს, რომ გმირმა უიმედოდ დაკარგა კონტროლი მის ცხოვრებაზე.

კეროლაინის ვარდებისადმი გატაცება სიმბოლოა სურვილის დაიმალოს უსიამოვნო რეალობა ლამაზი ფასადის მიღმა. ის უვლის ყვავილებს, ჭრის მათ და აწყობს თაიგულებს სახლის გარშემო. მაგრამ ილუზია სწრაფად ქრება და ყვავილებიც ჭკნობას იწყებენ.image











2
279
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
279
  
27 სექტემბერი, 16:57
ბრავო
23 სექტემბერი, 10:56
მშვენიერი სტატია!
0 1 2