x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვითხოვ აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას ან ბოდიშს" - რა სკანდალში გაეხვა მაკა რაზმაძე 

image


ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი სკანდალური ფაილების საქმეში ნანა კაკაბაძესთან ერთად მისი გვარის გაჟღერებას სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტით ეხმაურება და გაურკვეველი წარმოშობის, არაავთენტურად მოხსენიებულ სუსის კრებსებში მისი პიროვნების ასე ხელაღებით ხსენებას უნამუსო ტყუილებს უწოდებს: "ხომ მშვიდობა გაქვთ თქვენ? როდის იყო შეკვეთებს ვიღებდი და მით უმეტეს ვიღაცის მითითებებით ვგეგმავდი გადაცემებს?!! "იბერიაში" იმხელა გუნდი ვმუშაობდით ციანიდის საქმეზე -მეც და გიორგი გასვიანსაც რამდენი გადაცემა გვაქვს გაკეთებული ამ თემაზე, ყველა მოქმედი პირი გვყავდა მოწვეული თან რამდენჯერ. დამფუძნებლებიც კი არ გვერეოდნენ გადაცემების დაგეგმვაში (თქვან თუ ასე არ იყო ამდენი ხანი გავიდა და არ დაიმალებოდა ასე რომ ყოფილიყო) არათუ გარე პირები. ყველასგან მოვითხოვ ნუ გვახსენებენ ჟურნალისტებს ასე ხელაღებით, ნუ ცდილობენ ჩვენი სახელის გატეხვას იმ საქმეში რასაც ყველაფერი შევწირეთ ცხოვრებაში და უანგაროდ ვემსახურებით დღემდე! რას ნიშნავს
"სანდო პირები მედიაში"? მე სანდო პირი ვარ ყველა რესპონდენტისთვის და ისინი დაადასტურებენ ამას!
ვამაყობ რომ ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ არანაირი ფარული დავალებების შემსრულებელი.ეს რომ მდომოდა ან შემძლებოდა დღეს ბევრად მეტი და უკეთესი პირობები მექნებოდა ვიდრე მაქვს და ეს ძალიან კარგად იცის ყველამ. თუ რამეს ვაკეთებ ან ვამბობ ყველაფერი ღია და საჯაროა.
ყველას ნუ გაგვსვრით და ნუ
გვიგონებთ ტყუილებს!
ნანა კაკაბაძეს რაც შეეხება არასდროს ცხოვრებაში არათუ რესპონდენტად მოწვევა უთხოვია ჩემთვის, თავისი ბრიფინგის ან რაიმე ამბის გასაშუქებლადაც კი არ მივუწვევივარ არასდროს . ჩვენ თვითონ ვიწვევდით ხოლმე გადაცემებში თემატურად. და საპატრიარქოსთან საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს გარდა იმისა რომ გადაცემაში ვიწვევ ხოლმე რესპონდენტად კონკრეტულ მღვდლებს როცა რაიმე ხდება. ჩემი ასე ხელაღებით ხსენება და რაღაც გაურკვეველი წარმოშობის, დაუდასტურებელი ავთენტირობის ნაბეჭდ ფურცლებზე ფრიალი არის უნამუსო ტყუილები. ვითხოვ აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას ან ბოდიშს იმის გამო რომ თუნდაც ერთ ადამიანს შეიძლება ეჭვი შეეპაროს ჩემს წესიერებაში!!" - წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ "cnews.ge"- ზე ნანა კაკაბაძისა და გიორგი ანდრიაძის შოკისმომგვრელი სატელეფონო საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერი სახელწოდებით "ოპერაცია ზენონი" გავრცელდა, სადაც ჟურნალისტის გვარი შემდეგ კონტექსტში ფიგურირებს: "ნ.კ. - შევუკვეთოთ მერე, რა უნდა. ნინო რატიშვილს ვეტყვი, მაკა რაზმაძეს ვეტყვი "იბერია"-ზე. ყველა ვინც იყო, სიტყვა ეთქმით ზედა ეშელონებიდან ქვედა ეშელონებამდე, მერე საზოგადოებაშიც. ყოველ შემთხვევაში, იმ საცოდავებისთვის მაგარი პაძეშკა იყო, შორენასთვის, ვერ ნახე მერე გიორგი ოთხმეზური რას იძახოდა? ყაჩაღი და ბანდიტიაო, ხვალიდან, რო აღარ იტყვის ამას, ეგ ცოტას ნიშნავს?" - ვკითხულობთ "CNews"-ის მიერ გასაჯაროებულ სუს-ის საიდუმლო კრებსებიდან. ცნობისთვის, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უფლებადამცველ, ნანა კაკაბაძესა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ანდრიაძის აღნიშნული სატელეფონო საუბრის სტენოგრამა, 2017 წლის 18 თებერვლით თარიღდება.






0
610
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
610