x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნადეჟდა ალილუევა-მითი და სიმართლე სტალინის მეორე ცოლის შესახებ
image

120 წლის წინ -1901 წლის 22 სექტემბერს დაიბადა სტალინის მეორე ცოლი-სვეტლანა ალილუევა.

საერთოდ ცნობილ პიროვნებებზე შეთხზული ლეგენდები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ცხოვრებისეული სიმართლე. მოქალაქეებს ასეთ პიროვნებებზე უფრო მეტად უყვართ ისეთი ისტორიის წაკითხვა, როგორც ეს მხატვრული ლიტერატურაშია, იქ ხომ ყოველთვის უფრო ყველაფერი რომანტიზირებულია და საინტერესოა, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.


პერესტროიკის წლებში იოსებ სტალინის მეორე ცოლი ნადეჟდა ალილუევა გადაიქცა შექსპირის ტრაგედიის ან ძველი ბერძნული მითოსის გმირად. მეუღლემ, რომელმაც ამოიცნო ტირანი ქმარში, ღიად დაუპირისპირდა მას, შემდეგ კი სტოვებს სააქაო ცხოვრებას, რომელსაც არ სურდა ყოფილიყო იმ სისტემის ნაწილი, რომელიც შექმნა იმ ადამიანმა, რომელიც ოდესღაც უყვარდა. ეს სახე ასევე აიტაცა დასავლურმა კინომ, სადაც ალილუევა წარმოდგენილა როგორც სტალინური ტერორის პირველი მსხვერპლი.



image


ამ ვერსიის მხარდამჭერები იშველიებენ ნადეჟდას და სოსოს ქალიშვილის - სვეტლანა ალილუეევას ნათქვამს. მაგრამ არსებობს ერთი სერიოზული „მაგრამ“: როდესაც დედა გარდაიცვალა, სვეტა მხოლოდ ექვსი წლის იყო, ამიტომ მას ვერაფრით ვერ ექნებიდა მშობლების ურთიერთობაზე საკუთარი ნათელი წარმოდგენა და მოგონებები, რაც მან გულწრფელად კიდეც აღიარა.



რასაკვირველია, ცოლის გარდაცვალებამ დიდი გავლენა მოახდინა სტალინზე, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას რაიმე კავშირი ჰქონოდა მის პოლიტიკასთან. უფრო სწორი იქნება საუბარი დიდ პირად ტრაგედიაზე. სტალინის პირველი ქორწინება ეკატერინა სვანიძესთან ხანმოკლე გამოდგა: ცოლი გარდაიცვალა, მისი ვაჟი იაკობი, რომელიც მხოლოდ ექვსი თვის იყო, ქმარს დაუტოვა. ბიჭი გაზარდა ცოლის ნათესავმა - იოსები კი თავით იყო გადაშვებული მგზნებარე რევოლუციურ ბრძოლებში.





მე მინდა "მშვენიერი ქართველი"!



1901 წლის სექტემბერში ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილის პირველი სტატია გამოქვეყნდა ბაქოს არალეგალურ გაზეთ "ბრძოლაში". იმავე თვეში, იმავე ადგილზე, ბაქოში, მუშა- რევოლუციურის, სერგეი ალილუევის ოჯახში დაიბადა ქალიშვილი, რომელსაც ნადია დაარქვეს.


ორი წლის ასაკში გოგონა კინაღამ დაიხრჩო ზღვაში. მაგრამ იქვე იყო ახალგაზრდა და მამაცი ბიჭი, რომელიც წყლაში გადახტა და გადაარჩინა გოგონა. მხსნელის სახელი იყო იოსებ ჯუღაშვილი. რამდენიმე წლის შემდეგ ალილუევი პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. ნადია, ისევე როგორც ოჯახის დანარჩენი ბავშვები, მცირე ასაკიდან ჩაერთნენ მშობლების რევოლუციურ საქმიანობაში. ის 16 წლის იყო, როდესაც გადასახლებიდან დაბრუნებული სტალინი გამოჩნდა მათ სახლში. გოგონას უგონოდ შეუყვარდა "მშვენიერი ქართველი". მამის მხრიდან ნადიას ბოშური ფესვები ჰქონდა და როგორც ჩანს, მან წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგო მხურვალე ტემპერამენტი .

image


სერგეი ალილუევი მათმა რომანმა შეაშინდა.. არა მარტო იმიტომ, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 21 წელი იყო, არამედ ნადეჟდას ტემპერამენტმა. მაგრამ თითქმის შეუძლებელი გახდა ჯუტი გოგონას შეკავება.ნადიას ეს ხასიათი შემდგომშიც გამოვლინდება.


როდესაც დაიწყო სამოქალაქო ომი და სტალინი წავიდა ფრონტზე, ნადია თან გაჰყვა. 1919 წელს, გახურებული ბრძოლების დროს, ისინი დაქორწინდნენ.




ვნება და ყოფა



მოწმეები ერთხმად აღიარებენ, რომ მათ შორის მართლაც იყო ვნება და ნადეჟდას ემოციები განსაკუთრებული იყო. ამავდროულად, მეუღლეები თავიანთი ოჯახის მომავალს სხვაგვარად ხედავდნენ. იოსებმა, რომელმაც პირველი ცოლის დაკარგვა გადაიტანა, მრავალი წელი გაატარა გადასახლებაში და არალეგალურ ბინებში, ოცნებობდა ოჯახურ სიმყუდროვეზე. ნადია მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა თავისი საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ ის მაინცდამაინც არ აპირებდა ყოფილიყო დიასახლისი.ნადია მუშაობდა სახალხო კომისარიატში, ლენინის სამდივნოში, ნაციონალური საკითხების განყოფილებაში, თანამშრომლობდა ჟურნალ "რევოლუციისა და კულტურის" და გაზეთ "პრავდას"რედაქციასთან.

image

ნადეჟდას და იოსების ერთობლივი ცხოვრების პირველი წლებში კონფლიქტებს საერთო არაფერი ჰქონდა პოლიტიკასთან. უფრო სწორად, ასაკობრივმა სხვაობამ იმოქმედა. სამსახურით დაღლილ სტალინს სახლში მყუდრო დასვენება ეწადა.ენერგიული ნადია კი ხშირად სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებით ხელახლა უბურღავდა ტვინს.


ზოგჯერ ჩხუბი ზოგადად კომიკურ ხასიათს ატარებდა. ერთ დღეს იოსები უბრალოდ ცოლს აღარ ელაპარაკებოდა . ნადია ხედავდა, რომ ქმარი ნაწყენი იყო, მაგრამ ვერ მიხვდა რის გამო. შემდეგ გაირკვა, რომ მან, უკვე დაჩვეულმა სამსახურში, განაგრძო მასთან"თქვენობით" საუბარი და სტალინს სურდა, რომ მის საყვარელ ქალს მიემართა "შენობით".





დიდი ოჯახი



1921 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი ვასილი, შემდეგ გასაზრდელად აიყვანეს პატარა არტიომ სერგეევი, გარდაცვლილი რევოლუციონერის ვაჟი. მალევე ნათესავებმა მოსკოვში სტალინის უფროსი ვაჟი, იაკობი მამასთან მიიყვანეს. მოსამსახურეები ეხმარებოდნენ ნადეჟდას საოჯახო საქმეებში, მაგრამ ვინც მას კარგა იცნობდა, იხსენებენ, რომ ის თავად იყო კარგი დიასახლისი, მიუხედავად მისი ემოციურობისა.

image

სტალინს სიამოვნებდა ის ფაქტი, რომ მას ჰქონდა საკუთარი სახლი და გარშემო ჰყავდა ის ადამიანები, ვინც უყვარდა. მაგრამ როგორ უნდა მოქცეულიყო ოჯახურ წრეში, მას ხშირად არ ესმოდა. რევოლუციური ბრძოლის წლებში ჩამოყალიბებული უხეშობა და სიმკაცრე ხანდახან მჟღავნდებოდა მეუღლესა და შვილებთან ურთიერთობაში. როდესაც 1926 წელს ქალიშვილი დაიბადა, რომელსაც სვეტლანა დაარქვეს, სტალინი დადნა. ის გახდა მამის რჩეული, რომელიც მზად იყო მისი ნებისმიერი ახირება შეესრულებინა. ოჯახში სიტუაცია გამწვავდა მაშინ, როდესაც სვეტა სამი წლის გახდა. ნადეჟდამ უთხრა ქმარს, რომ ის საკუთარი კარიერის გაგრძელებას აპირებდა. იოსები წინააღმდეგი იყო, მაგრამ, როგორც უკვე ვიცით, ნადეჟდას შეკავება ძნელი იყო, მას თუ ნამდვილად სურდა რაღაც. იგი გახდა ინდუსტრიული აკადემიაში ტექსტილის მრეწველობის ფაკულტეტის სტუდენტი.



ეჭვიანობა და ავადმყოფობა



თითქმის მთელი ერთად ცხოვრების განმავლობაში, ეჭვიანობა იყო სტალინსა და ალილუევას შორის ურთიერთობაში. უფრო მეტიც, ის საერთოდ არ მოდიოდა იოსებისგან - ჯერ ერთი, სტალინი დარწმუნებული იყო ნადეჟდაში, ბოლობოლო მის მეუღლეს ამის მიზეზი არც არასოდეს მიუცია. მაგრამ სამაგიეროდ თავად ნადეჟდა იყო ეჭვებით შეპყრობილი, რაც ზოგჯერ მის მიმოწერაში გამოიხატებოდა:


”რაღაც შენგან, არავითარი სიახლე არ ისმის ... ალბათ, მოგზაურობისას მწყერებმა (გულისხმობს ქალებს-ავტორი) გაგიტაცა ან უბრალოდ გეზარება წერა.... მე გავიგე შენს შესახებ საინტერესო ახალგაზრდა ქალისგან, რომ მშვენივრად გამოიყურები. ” - წერდა ნადეჟდა ქმარს, როდესაც ის სოჭში ისვენებდა.



სტალინი, როგორც შეეძლო, ცდილობდა ყველა ეჭვების გაფანტვას, მაგრამ მაინცდამაინც არც ისე კარგად გამოსდიოდა. სინამდვილეში, მას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, დღეს არ არსებობს არაპირდაპირი მტკიცებულება მსგავსი რამის შესახებ. მაგრამ ნადეჟდა განაგრძობდა ეჭვიანობას. შესაძლებელია, რომ მიზეზი არა მხოლოდ ტემპერამენტი იყო, არამედ დაავადების პირველი გამოვლინებებიც, რომელიც ქალს აწამებდა სიცოცხლის ბოლო წლებში.

image

სტალინის ნაშვილმა ბიჭმა არტიომმა " როსიისკაია გაზეტას" განუცხადა: ”მე 11 წლის ვიყავი, როდესაც ის გარდაიცვალა. მას საშინელი თავის ტკივილები ჰქონდა. 7 ნოემბერს მან მე და ვასილი აღლუმზე მიგვიყვანა. ოცი წუთის შემდეგ ის წავიდა - ვერ გაუძლო. როგორც ჩანს, მას თავის ტვინის ძვლები არანორმალურად ჰქონდა განვითარებული და ასეთ შემთხვევებში თვითმკვლელობა არ არის იშვიათი."



იგივე ამბობს ნადეჟდას ძმისშვილი ვლადიმერ ალილუევი ​​: ” როდესაც ალილუევა მხოლოდ 24 წლის იყო, მან დედაჩემს წერილები მისწერა: "მე მაქვს საშინელი თავის ტკივილები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის გაქრება." სინამდვილეში, ტკივილი არ გაქრა. სტალინმა ცოლი გერმანიაში გაგზავნა საუკეთესო პროფესორებთან სამკურნალოდ. უშედეგოდ. მე კი მაქვს ბავშვობიდან ასეთი მოგონება: თუ ნადეჟდა სერგეევნას ოთახის კარი დაკეტილია, ეს ნიშნავდა, რომ მას თავი სტკივა და ისვენებს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვერსია: მას აღარ შეეძლო გამკლავდებოდა ველურ, მტანჯველ ტკივილს ".




”ჩემი აზრით, ალილუევა იმ დროს ცოტა ფსიქოპათი იყო”




მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ კონფლიქტს? ეს საერთოდ არ არის დადასტურებული დოკუმენტებით. უფრო მეტიც, ბოლო წლების მეუღლეთა მიმოწერიდან ირკვევა, რომ ისინი ერთმანეთის პოლიტიკურ თემებს მშვიდად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე განიხილავდნენ. "მე გამოგიგზავნით დიმიტრიევსკის წიგნს" სტალინისა და ლენინის შესახებ " ... მე მის შესახებ წავიკითხე თეთრ პრესაში, სადაც წერენ, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო მასალა შენზე. გაინტერესებს? ამიტომაც ვითხოვე მისი შოვნა ", - წერს ნადეჟდა სტალინს.


რბილად რომ ვთქვათ, ეს არ არის კომპლიმენტური მასალა სტალინზე, მაგრამ ქმარი პასუხობს საკმაოდ მშვიდად, ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე და ცხადი ხდება, რომ მათ ოჯახში მიღებული იყო "მტრის" ლიტერატურის გაცნობა და მისი განხილვა. ეს არანაირად არ ჰგავს ურთიერთობას იმ ადამიანებს შორის, რომელთა შორის არსებობს დაუძლეველი კონფლიქტი.



1932 წლის 7 ნოემბერს საბჭოთა ლიდერები ოჯახებთან ერთად დღესასწაულს ვოროშილოვის ბინაში აღნიშნავდა. სწორედ იქ მოხდა ბოლო ჩხუბი სტალინსა და ალილუევას შორის. ეს სცენა არაერთხელ არის აღწერილი და, როგორც წესი, ავტორები უბრალოდ სპეკულირებენ გარემოებებზე.


ტირანიის გამოვლინების კვალიც კი არსად ჩანს. ყველაზე სარწმუნოა ვიაჩესლავ მოლოტოვის მონათხრობი, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ზეიმს: ”ჩვენ გვქონდა დიდი კომპანია 1932 წლის 7 ნოემბრის აღლუმის შემდეგ ვოროშილოვის ბინაში. სტალინმა პურის პატარა ნაჭერი დააგორგოლავა და ყველას თვალწინ, ეს ბურთი ეგოროვის ცოლს ესროლა. ვნახე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. თითქოს ამან ითამაშა როლი. ჩემი აზრით, ალილუევა იმ დროს ცოტა ფსიქოპათიური იყო. ამ ყველაფერმა მასზე იმდენად იმოქმედა, რომ საკუთარ თავს ნამდვილად ვეღარ აკონტროლებდა. იმ საღამოს იგი გავიდა ჩემს მეუღლესთან, პოლინა სემიონოვასთან ერთად. ისინი დასეირნობდნენ კრემლის გარშემო. გვიანი ღამე იყო და მან შესჩივლა ჩემს მეუღლეს, რომ მას რაც არ მოსწონს... არ მოსწონს. იმ პარიკმახერთან ... რატომ ფლირტაობდა მასთან იმ საღამოს ... მაგრამ იქ უბრალოდ არაფერი ყოფილა . ცოტა დალია, იხუმრა. მაგრამ მასზე იმოქმედა. ის ძალიან ეჭვიანობდა მასზე. ბოშური სისხლი ".

image

ანუ, ფაქტობრივად, იყო კიდევ ერთი ყოველდღიური კონფლიქტი ეჭვიანობის საფუძველზე. რაც, ცხადია, გაამძაფრა ნადეჟდას მტანჯველმა თავის ტკივილმა.



სტალინს არ ესმოდა რამდენად სერიოზული იყო ყველაფერი. როგორც ზემოთ აღინიშნა, კონფლიქტების დროს ის ხშირად ამჯობინებდა დუმილს. და ამჯერადაც ვერ ხვდებოდა, რომ მისი ცოლი გადაიქცა დაჭიმულ სიმად, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამწყდარიყო.



"სათამაშო პისტოლეტი"



1932 წლის 9 ნოემბრის ღამეს სტალინის ბინაში გასროლის ხმა გაისმა. ნადეჟდას ცხედრის გვერდით მათ იპოვეს ვალტერის პისტოლეტი, რომელიც მისმა ძმამ, პაველ ალილუევმა, საბჭოთა სამხედრო ლიდერმა, წითელი არმიის ჯავშანტექნიკის მთავარი დირექტორატის ერთ -ერთმა დამფუძნებელმა აჩუქა მას.


”ეს იყო სათამაშო პისტოლეტი, ეს წელიწადში ერთხელ თუ ისროდა”, - თქვა სტალინმა ტრაგედიის შემდეგ.


ყველა ის ისტორია, რომ ქმარს შეეძლო ნადეჟდასთვის ესროლა, არც კი შეიძლება ჩაითვალოს შეთქმულების თეორიად, არამედ მხოლოდ ზღაპარია აუდიტორიისთვის, რომელიც მზად არის ყველაფრის მიღებისთვის.


სტალინის მტრებმაც კი თქვეს, რომ მისთვის ცოლის სიკვდილი იყო უდიდესი შოკი. ის არ იყო მიჩვეული თავისი გრძნობების დემონსტრირებას, მაგრამ სამი წლის შემდეგ ერთ -ერთ საუბარში გამოტყდა:

" ბავშვები რა, მათ დაივიწყეს იგი რამდენიმე დღეში, მე კი დამისახიჩრა ცხოვრება მთელი სიცოცხლის განმავლობაში ".


image

სიკვდილამდე სტალინი ხანდახან წყვეტდა დაგეგმილ საქმიანობას და მოკლე ბრძანებას იძლეოდა: "წავიდეთ ნოვოდევიჩიეში!" მივიდოდა ცოლის საფლავთან და დიდხანს ჩუმად იდგა. რას ფიქრობდა ის იმ მომენტში, ან რას იხსენებდა, ახლა არც არავინ იცის.

0
545
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0