x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ალკოჰოლიზმი, დეპრესია, პანიკური შეტევები... რაზე არ საუბრობენ ცნობილი ვარსკვლავები?

თუ ფიქრობთ, რომ სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებები და მავნე ჩვევები მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანბს აქვთ? არა, ცნობიი ვარსკვლავები, რომლებსაც საბანკო ანგარიშზე მილიონობით დოლარი აქვთ და გულშემატკივრების მთელი არმა ჰყავთ, ასევე იტანჯებიან მათ გამო.

1. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

ეს მდგომარეობა ასოცირდება აკვიატებულ აზრებთან. ბევრს არც უფიქრია მათ გამო ექიმთან წასვლაზე. მაგალითად, ამერიკელი მსახიობი შარლიზ ტერონი განიცდის ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას. ის ცდილობს ყოველთვის იყოს მოწესრიგებული და მოწესრიგებული. თაროზე ან კარადაზე ნებისმიერმა არეულობამ შეიძლება მას ძილი წაართვას. მისი კოლეგა კამერონ დიასი უბრალოდ შეპყრობილია სტერილობით, ის იდაყვებით ხსნის კარებს და გამუდმებით იბანს ხელებს. მომღერალი ქეთი პერი ყოველთვის თან ატარებს კბილის ჯაგრისს და შესაძლებლობას არ ტოვებს, რომ კბილები გაიხეხოს.image

2. ალკოჰოლიზმი

დაძაბულობას ბევრი იხსნის ალკოჰოლით, ცნობილი ადამიანებიც რა თქმა უნდა არ არიან გამონაკლისები, პირიქით, მათ შეიძლება უფრტო ღრმად შეტოპონ კიდეც. ჯერ მხოლოდ ბრიტნი სპირსის, ლინდსი ლოჰანის და პერის ჰილტონის სკანდალები რად ღირს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ალკოჰოლიზმს ებრძოდნენ და შეიძლება ახლაც ებრძვიან დრიუ ბერიმორი, ბენ აფლეკი, კრისტინა დევისი, ჯონი დეპი, რობერტ დაუნი უმცროსი, დემი მური, დენიელ რედკლიფი, მელ გიბსონი, შაია ლაბაფი და სხვები.image



3. დეპრესია

ეს დიაგნოზი ძალიან გავრცელებულია ვარსკვლავებს შორის. გახანგრძლივებული დეპრესიის ფონზე მომღერალი და მსახიობი დემი ლოვატო განიცდიდა ნერვულ ბულიმიას. ჰოლივუდის მსახიობი შაია ლაბაფი მიდრეკილია პარანოიისკენ, ანჯელინა ჯოლის კიბოს განვითარების მუდმივი შიში განუვითარდა დაავადების მაღალი რისკის გამო, რაც ექიმებმა დაადასტურეს. ეს იყო კარცინოოფობია, რამაც აიძულა მსახიობი მკერდი ამოეჭრა. ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულინგმა აღიარა, რომ მას თვითმკვლელობის აკვიატებული აზრები ჰქონდა. ჰარი პოტერის წიგნების ავტორი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა ქმართან დაშორების გამო. ფსიქოთერაპევტი დაეხმარა როულინგს დეპრესიის დაძლევაში და მის ცხოვრებაში ყველაზე რთულ რთულ პერიოდში. სწორედ იმ დროს დაწერა ჰარი პოტერის წიგნის პირველი ნაწილი.image

4. პანიკური შეტევები

პანიკური შეტევებით და მუდმივი შფოთვით იტანჯებიან მსახიობები ემა სტოუნი, ამანდა საიფერდი და კარა დელევინი. კარამ 16 წლის ასაკში გადატანილი პანიკური შეტევის შემდეგ მიმართა სპეციალისტებს, თუმცა გაურკვეველი შფოთვით დღესაც იტანჯება.

პანიკური შეტევებით პერიოდულად იტანჯებიან ბრიუს უილისი, კეტრინ დენევი, მეგან ფოკსი, ლეონარდო დიკაპრიო და ჰიუ გრანტი.image

0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0