x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
არა, ქალზე ძალადობას! - "ნაცემი ცნობილები"...
#Stopviolenceagainstwomen (შეაჩერე ქალთა მიმართ ძალადობა) - ეს არის ჰეშთეგი, რომლის მეშვეობითაც მხატვარსა და აქტივისტს, ალექსანდ პალომბოს სურს გააერთიანოს ათასობით ქალი, რომლებზეც ძალადობენ ოჯახებში, არიან ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი და ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. სწორედ ამ მიზნით, მხატვარმა პროგრამა Photoshop– ის გამოყენებით ჩვენს ცნობილ ვარსკვლავ ქალბატონებს დაუხატა სახესა და კისრის თუ მხრების მიდამოზე ცემის კვალი - სისხლჩაქცევები, სილურჯეები და ნაკაწრები. ამ გზით მას სურს აჩვენოს, რომ ყველა ქალი შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის ცნობილი ადამიანები. პალომბო ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოუწოდებს, რომ დაარღვიონ სიჩუმე და გამოვიდნენ ჩრდილიდან, გაუზიარონ თავიანთი ისტორია საზოგადოებას. ალექსანდერის თქმით, ჩვენ მხოლოდ ამ გზით შევძლებთ შევაჩეროთ ეს საშინელება.



image


ჰეშთეგი (ინგლ. hashtag) — ნიშანი, რომელიც სოციალურ ქსელებში და ბლოგებში შეტყობინების თემებად დასაყოფად და გასავრცელებლად გამოიყენება.

ჰეშთეგი არის დათაგული სიტყვა, რომელსაც წინ უძღვის სიმბოლო #. ჰეშთეგით სიტყვა იქცევა აქტიურ ინტერნეტ-ბმულად და შესაძლებელს ხდის მოიძებნოს ამ ჰეშთეგის ქვეშ დათაგული სხვა პოსტები მთელი სოციალური ქსელის მასშტაბით.


მარკირების ეს მეთოდი პირველად ტვიტერში გაჩნდა და სწრაფადვე გავრცელდა სხვა სოციალურ ქსელებში. )




შეგახსენებთ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. თუმცა, დღევანდელ სტატიაში ცნობილებმა მისცეს საშუალება მხატვარს, რომ მათი ფოტოების გამოყენებით მიეწვდინა ხმა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.




"შენი ცხოვრება შეიცვლება თუ დუმილს დაარღვევ. არცერთი ქალი არ არის დაზღვეული ოჯახური ძალადობისგან ” - ამბობს ალექსანდერი.




imageimageimageimageimageimageimageimage




იხილეთ აგრეთვე:



თუ ქალს დაუნახავთ მსგავს შავ წერტილს, სასწრაფოდ დარეკეთ პოლიციაშიimage


0
201
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0