x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შვედეთში გეი-მღვდელი დემოსტრაციულად უარს აცხადებს ჯვარი დაწეროს ქალ-ვაჟს
image

მოკლედ რა აღარ ხდება ლგბტ პირების სამყაროში, უბრალოდ რამდენად დისკრიმინირებულნი არიან მთელს მსოფლიოში?ლიბერალურ შვედეთშიც კი, თურმე, არატრადიციული სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანთა წარმომადგენლები იმდენად მძიმედ ცხოვრობენ, რომ ადგილობრივ მღვდლებს ჰეტეროსექსუალების დისკრიმინაციაც კი უწევთ ჰომოსექსუალების სასარგებლოდ.


გაზეთ Goteborgs-Posten– ის თანახმად, საუბარია 56 წლის ლარს გარდფელდტზე გეტებორგის კარლ იოჰანის მრევლიდან. თან იგი არ არის ჩვეულებრივი მღვდელი, არამედ ძალიან ცნობილი ლგბტ აქტივისტი შვედეთში. ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებამდე, ის 2006 წელს წავიდა კანადაში, რათა დაარეგისტრირებინა ურთიერთობა თავის პარტნიორთან. ამის შემდეგ ის დაბრუნდა სამშობლოში და დაბომბა ადგილობრივი სასამართლოები საჩივრებით, რათა მათი ქორწინეა კანონიერად აღიარებინათ.


შედეგად, 2009 წლიდან შვედეთის ლუთერანულმა ეკლესიამ ოფიციალურად დაუშვა ერთნაირქესიანთა ქორწინება. მართალია, არა გარდფელდტის მოთხოვნების გამო.



- ბევრი წყვილს დავწერე ჯვარი, მაშინაც კი, როცა ეს ჯერ კიდევ აკრძალული იყო. როდესაც ხელისუფლებამ ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვა, მე იმდენად დავიღალე წლების განმავლობაში ამ უფლებისთვის ბრძოლით, რომ უკვე ნამდვილად ვეღარ ვგრძნობდი იმ სიხარულს, რაც უნდა განმეცადა. მხოლოდ მაშინ, როდესაც 2017 წელს დავაქორწინე ჩემი მეგობრები, ნამდვილად ვიგრძენი შვება. ვაუ, ეს დღეს ნამდვილად შესაძლებელია, - თქვა პასტორმა.



თუმცა, შვედურ საზოგადოებაში ყველა არ მოსწონს ერთსქესიანთა ქორწინება ეკლესიაში. ახლა სასულიერო პირებს აქვთ ეგრეთ წოდებული უარის უფლება, რომლის წყალობითაც ცალკეულ მღვდლებს შეუძლიათ ჯვარი არ დაწერონ წყვილს, თუ თვლიან, რომ ეს ეწინააღმდეგება მათ რწმენას.



ამ "უფლებების გამოყენებამ " ისე გააბრაზა გარდფელდტი, რომ მან ვეღარ მოითმინა და შედეგად, პასტორმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ის აპირებს გამოიყენოს სინდისის თავისუფლება და ამიერიდან დააქორწინებს მხოლოდ ერთსქესიან წყვილებს. ის ამას აკეთებს პროტესტის ნიშნად, იმის გამო, რომ ზოგიერთი შვედი მღვდელი ჯერ კიდევ არ ცნობს ერთსქესიანთა ქორწინებას.

image

-აბსურდულად მიმაჩნია, რომ შვედეთის ეკლესია მხარს უჭერს მღვდლებს, რომლებიც უარს ამბობენ გეი წყვილების რეგისტრაციაზე. ვგრძნობ, რომ მე ასეთ გადაწყვეტილებმადე მისვლა თავადვე მიბიძგეს (არ დაარეგისტრიროს ჰეტეროსექსუალური წყვილები), რადგან არქიეპისკოპოსი და სხვა იერარქები თვლიან, რომ მათთის ძალზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ანტი გეი მღვდლების მოზიდვა, - თქვა გარდფელდტმა. - ჩვენ არ უნდა მივაწოდოთ ახალ მღვდლებს იდეა, რომ გეები არიან არასრულფასოვანი ადამიანები. მე არ ვაღიარებ ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობას. მე ვეუბნები ჰეტეროსექსუალ წყვილებს არას!-ამბობს მღვდელი.

0
280
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0