x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვის დაუდგა ბედნიერი პერიოდი, ვინ გაიგებს საიდუმლოს მეუღლეზე, ვინ შეიცვლის სამსახურს ან ოჯახურ სტატუსს - ასტროპროგნოზი მთვარის მიხევით
image


სავსემთვარეობა 21 სექტემბერს გვქონდა თევზების ზოდიაქოში. იმისათვის, რომ გაიგოთ რა სფეროებზე იქონიებს სავსემთვარეობა გავლენას, გაეცანით პროგნოზს პირველ რიგში თქვენი ასცენდენტის, ხოლო შემდეგ მზის ნიშნის მიხედვით, ქალბატონებმა კი წაიკითხეთ მთვარის ნიშანის მიხედვითაც, თუ თქვენი შვილის პროგნოზის წაკითხვაც გსურთ, მისთვისაც მთვარის ნიშნით წაიკითხეთ.


ვერძი


საუკეთესო პერიოდი დაგიდათ, რომ გათავისუფლდეთ იმისგან, რაც აღარ გინდათ, რომ გქონდეთ - თქვენში ან თქვენ გვერდით. შეიძლება მიიღოთ დოკუმენტები, ინფორმაცია შორეული ქვეყნებიდან, მაგალითად, თუ ემიგრაცია გსურდათ. ან მიიღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. გაგიტაცებთ ეზოთერიკა, მისტიკა. გაგიჩნდეაბთ სურვილი, რომ მოინახულოთ წმინდა ადგილები. ან სანატორიუმში განმარტოვდეთ განსაკურნებლად. გაცხადდება ყველა საიდუმლო, რასაც გიმალავდნენ. იპოვით ადამიანებს, ვისაც ეძებდით; დაკარგულ ნივთებსაც. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები. თუ იზოლაციაში იყავით თქვენი მარტოობა დასრულდება. მაქსიმალურად უნდა გაფრთხილდეთ, წყალთან, ვირუსებთან და ქიმიურ პრეპარატებთან. გამოჯანმრთელდებით, თუ აქამდე ავად იყავით.



კურო


მოიმატებს თქვენი პოპულარობა, თუ აქამდე სარეკლამო კამპანიას ეწეოდით. შეიძლება გაიმარჯვოთ კონკურსში, მოგიწიოთ სცენაზე გამოსვლამ. შეიძლება გახდეთ დიდი ორგანიზაციის, ჯგუფის წევრი. ზოგიერთი შეხვდებით დიდი ხნის უნახავ კლასელებს, მეგობრებს. ზოგიერთი დაემშვიდობება ძველ მეგობარს, რაღაც კოლექტივს, გასართობს, ჰობის, რაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. სავსემთვარეობის შემდეგ გაწმინდეთ გაჯეტები არასაჭირო ინფორმაციებისგან. შეგიძლიათ მეგობრების სიასაც გადახედოთ სოციალურ ქსელებში.


image


ტყუპი


მოგინდებათ სტატუსის ამაღლება, იბრძოლებთ კარიერული წინსვლისთვის დაწინაურდებისთვის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ზოგიერთი გაიმარჯვებთ კონკურსში. მიიღებთ საუკეთესო შედეგს, შექებას ადრე შესრულებული საქმისთვის. შეიძლება სამსახური ან კოლექტივი შეგეცვალოთ, ან - უფროსი. ზოგიერთი გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას. სტატუსი შეიძლება შეგეცვალოთ: გახდეთ მშობელი, დაქორწინდეთ, გეყოლოთ შვილიშვილი.


კირჩხიბი


მოგზაურობის, განათლების მიღების სურვილი გაგიჩნდებათ. ან შეიძლება მიიღოთ პასუხი იურიდიულ საკითხზე ან საზღვარგარეთ გამგზავრება გსურდათ და მიიღოთ დასტური, ვიზა; დაგიბეჭდავენ ლიტერატურულ ნაშრომს. ზოგიერთს მოულოდნელი მოგზაურობა გელით. ზოგიერთი დაიწყებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში ან გახსნით სასწავლებელს და სხვებისთვის გახდებით ლექტორი ან გურუ. გამორიცხული არაა, გეყოლოთ შვილიშვილი ან მეორედ დაქორწინეთ.


ლომი


გაგიმძაფრდებათ ინტერესი ყველაფერი მისტიკურისა და საიდუმლოსადმი. დაგაინტერესებთ ეზოტერიკა, მაგია. მიიღებთ ინფორმაციას, რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო. ყურადღებით იყავით ფინანსების მიმართ, განსაკუთრებით, თუ პარტნიორის ფულზე ხართ დამოკიდებული. ფლანგვას არ გირჩევთ. მოერიდეთ ფულის დაბანდებას საეჭვო საქმიანობაში. შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა, სადაზღვევოდან ფული, დაიბრუნოთ ვალი. მოიმატებს ვნებიანობა, სექსუალურობა. ზოგიერთი გაიგებს, რომ შვილი ეყოლება ან გადაწყვეტს შვილის ყოლას.


ქალწული


გაირკვევა სიტუაცია პარტნიორებთან დაკავშირებით. ზოგიერთი შეიძლება შეხვდეს თავის მეწყვილეს. შეყვარებულებმა გადაწყვიტოთ თანაცხოვრება, დაქორწინება. გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთმა დაასრულოთ სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც სიამოვნებას აღარ განიჭებთ, სარგებელი აღარ აქვს. გაიგოთ მეუღლეზე საიდუმლო. ზოგიერთი მიიღებს საბუთებს, გააფორმებს კონტრაქტს, ხელშეკრულებას. შეიძლება დაგიბრუნდნენ ძველი კლიენტები, თუ მომსახურების სფეროში მოღვაწეობთ.


სასწორი


თქვენთვის გააქტიურდება შემდეგი თემები: ჯანმრთელობა და ყოველდღიური ვალდებულებები, სამსახური. იყავით ყურადღებით შეგრძნებებისადმი. გაფრთხილდით, რომ არ გაგირთულდეთ ფიზიკური მდგომარეობა, მოერიდეთ ინფექციებს. დააკვირდით შეგრძნებებს, სიზმრებს, მიიღებთ პასუხებს. თუ ავად იყავით, განიკურნებით. მთვარია, პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ. შეიძლება მიაგნოთ კარგ სპეციალისტს, მკურნალობის თქვენზე მორგებულ მეთოდს. შეიძლება თქვენგან წავიდეს თქვენი თანამშრომელი ან შეიძლება თქვენ შეგეცვალოთ მუშაობის განრიგი, ხელშეკრულების პირობები. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. თუ გსურდათ, შეიძლება შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ.


image


მორიელი


ბედნიერებისთვის მოემზადეთ. ზოგიერთმა შეიძლება გაიმარჯვოთ კონკურსში, დაფასდეს თქვენი შემოქმედება, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწიოთ. ზოგი კი გადაწყვეტს, რომ ჰობი ბევრ დროს ართმევს, სიამოვნებას აღარ ანიჭებს და შეიძლება დაემშვიდობოს მას. გამორიცხული არაა, ფული მოიგოთ ლატარიაში. გაგიმართლებთ პირად ცხოვრებაშიც. შეხვდებით ახალ სიყვარულს, მოიმატებს პაემნების, რომანტიკული შეხვედრების ალბათობა. ან სულაც შვებულება გაატაროთ საყვარელ ადამიანთან ერთად. გაგახარებენ ბავშვები თავიანთი წარმატებით. ან სულაც მშობელი გახდეთ, ან გაიგებთ, რომ გახდებით.


მშვილდოსანი


მეტი დრო უნდა დაუთმოთ ოჯახს, ნათესავებს. შეიძლება გადაიფორმოთ უძრავი ქონება, მიიღოთ მემკვიდრეობა, დაასრულოთ რემონტი, სახლის მშენებლობა. გააქტიურდება სახლური თემები: საყვარელ ადამიანთან გადახვალთ საცხოვრებლად ან შვილი გეყოლათ და ოთახი უნდა მოუწყოთ. ზოგიერთი დაასრულებს შინ მუშაობას, ოფისში გადახვალთ. ინფორმაციას მიიღებთ მშობლიური კუთხიდან, ნათესავებისგან.

თხის რქა

მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დოკუმენტებს. გადაწყვეტთ, სასწავლო კურსებზე ჩაწერას. შეიძლება გეყოლოთ დედმამამიშვილი. მოზრდილები შეხვდეთ ერთმანეთს. მოსალოდნელია მივლინება, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გამგზავრება. გადაწყვეტთ ავტომობილის შეძენას ან გაყიდვას, მაგრამ რეტროგრადული მერკურის დროს, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყება, ავტომობილისა და ელექტროტექნიკის შეძენას არ გირჩევთ. გაყიდვას კი.


მერწყული


გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის. სამსახურში მოგიმატებენ ხელფასს. ან შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ თქვენი მომსახურება ან ცოდნა უფრო მეტი ღირს. შეიძლება შეიძინოთ ის ნივთი, რაზეც დიდხანს ოცნებობდით, ეძებდით, მაგრამ ელექტროტექნიკის შეძენას არ გირჩევთ 27 სექტემბერიდან.


თევზები


თქვენთვის მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. შედეგების შეჯამების, წარსულის გააზრების დროა. მიიღებთ შედეგებს, პასუხებს. რაღაც ეტაპის დასრულების, რაღაცისგან გათავისუფლების. დაფიქრდით, მიიღეთ ის, რაც გსურდათ, ისე გამოიყურებით (სარკეში, საზოგადოებაში), როგორც გსურდათ? გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას, მოგინდებათ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, ზედმეტი წონისგან, ყველაფერი იმისგან, რაც აღარ გაკმაყოფილებთ საკუთარ თავში, თუნდაც კომპლექსებისგან და გარშემო მყოფებში. გამორიცხული არაა, შეყვარებულებმა გადაწყვიტოთ თანაცხოვრება, საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ სამსახურიდან. ზოგი შეიძლება მშობელი გახდეს ან გაიგოს, რომ გახდება.



ასევე ნახეთ:




რატომ არის 2021 წელი ასეთი მძიმე, რისთვის ემზადება სამყარო და როდისთვის გვპირდებიან პლანეტები ვითარების გაუმჯობესებას - ასტროლოგის პროგნოზი

როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან




"კიბო არ არის მომაკვდინებელი, ის ბოლო გაფრთხილებაა, რომ..." - ამერიკელი ფსიქოლოგის საოცარი დასკვნა დაავადების მიზეზებსა და მკურნალობაზე

ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი


სიღარიბის მშობელი მენტალიტეტია და არა ყოფა - 4 ნიშანი იმის, რომ მისი ფესვები ფსიქიკაშია



მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი

0
1754
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
1754
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0