x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134341
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
იბნ ბატუტა — პირველი მოგზაური და «ბლოგერი» კაცობრიობის ისტორიაში

იბნ ბატუტა 1304 წელს ტანჟერში (მაროკო) დაიბადა. ხოლო, როდესაც 21 წელი შეუსრულდა, ახლო აღმოსავლეთის შესასწავლად გაემგზავრა. მას მხოლოდ ჰაჯის შესრულება კი არა, ცნობილ სწავლულებთან, ისლამის, როგორც მეცნიერების შესწავლა უნდოდა. თავდაპირველად, ის სახედრით მარტო მოგზაურობდა, ხოლო შემდეგ, სავაჭრო ქარავანს შეხვდა და მათ შეუერთდა. მან მთელი ჩრდ. აფრიკა მოიარა და ეგვიპტეში გაემართა. იბნ ბატუტა მოიხიბლა ალექსანდრიის და კაიროს სილამაზით, იქიდან მან იერუსალიმისკენ აიღო გეზი, ხოლო შემდეგ, – დამასკოში, ბარსასა და ბაღდადშიც იმოგზაურა.


image


იბნ ბატუტა მექაში ჩავიდა და ფაკიჰი (ისლამის სამართლისმცოდნე) გახდა. თუმცა, მოგზაურობით გატაცება, თავს არ ანებებდა და სომალში და სუაჰილში (აღმ. და ცენტრალური აფრიკის ისტორიული რეგიონი) გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი ჩვეულებებით და იქ მცხოვრები ადამიანების გარეგნობით მოიხიბლა. მისი შემდგომი დანიშნულების პუნქტი – მცირე აზია იყო. მან ანატოლიაში და კაპადოკიაში იმოგზაურა. ამის შემდეგ კი, გეზი ოქროს ურდოს ქალაქებისკენ აიღო – იყო კავკასიაში და ხანი პირადად გაიცნო.

იბნ ბატუტმა მოიარა მთელი ჩრდ. აზია, ხოლო შემდეგ, ინდოეთი, ჩინეთი, მალაიზია, შრი–ლანკა და ბენგალია (ისტორიული რეგიონი სამხ. აზიაში). ამის შემდეგ, ის ჯერ სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო შემდეგ – ევროპაში გაემგზავრა. იმოგზაურა მუსულმანურ ანდალუსიაში, იქიდან კი – მალიში ჩავიდა.

მთელი მოგზაურობის მანძილზე, იბნ ბატუტა დღიურებს აწარმოებდა, ისე როგორც ახლა ამას ბლოგერები აკეთებენ. მოგვიანებით, მან საკუთარი მოგონებები გრანადელ შეიხს იბნ ჯუზაის გაუზიარა, რომელმაც ყველაფერი ჩაიწერა და სწორედ ამ წიგნმა მოაღწია ჩვენამდე. ის პირველად, 1874 წელს, ფრანგულ და არაბულ ენებზე გამოიცა.

თავისი მოგზაურობის მანძილზე, იბნ ბატუტამ, თითქმის 118 ათასი კილომეტრი გაიარა და ეს იმ ფონზე, რომ მაშინ არც თვითმფრინავი, არც მატარებელი და არც ავტომობილი არსებობდა. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ტომებს შორის გამუდმებით დაპირისპირება და ბრძოლები მიმდინარეობდა და მოგზაური შეიძლება, უბედური შემთხვევის მსხვერპლი გამხდარიყო. გარდა ამისა, მოგზაურებს თავს ყაჩაღებიც ესხმოდნენ და კიდევ ერთი სირთულე – ენობრივი ბარიერი იყო.

და რა თქმა უნდა, გამოჩენილი მოგზაური და პირველი ბლოგერი, თავდასხმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, ხოლო ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე, გაიტაცეს კიდეც. თუმცა, მას იღბალი არასდროს ღალატობდა და ყველა სირთულიდან გამოსავალს პოულობდა.

აფრიკულ–აზიური მოგზაურობიდან, სამშობლოში იბნ ბატუტა 1349 წელს დაბრუნდა. 24 წელი მან უცხო ქვეყნებში გაატარა – მოგაზურობის გარდა, ის სწავლობდა და მუშაობდა. მაგ., ინდოეთში 8 წელი დაჰყო, რადგან სულთანმა მის გაშვებაზე უარი განაცხადა. ამიტომ, მას მოსამართლის თანამდებობაზე მოუწია მუშაობა.

შვილის დაბრუნებას ვერ მოესწრო მამა, ხოლო დედა – მის დაბრუნებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. თავად მოგზაური, სასწაულებრივად გადაურჩა შავ ჭირს, რომელმაც იმ დროს, არაერთი ქალაქი, სრულად ამოწყვიტა. ეპიდემიის მიუხედავად, 1350 წელს იბნ ბატუტა ჯერ ესპანეთში გაემგზავრა. ხოლო, იქიდან აფრიკაში დაბრუნდა.

საერთო ჯამში, მან მოგზაურობაში 29 წელი გაატარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მოსამართლედ დაიწყო მუშაობა.

მსოფლიოში პირველი მოგზაური და ბლოგერი 1377 წელს, 73 წლის ასაკში გარდაიცბალა.


image


არხის სხვა სიახლეები:


10 სულელური მითი, რომლისაც ფილმების გამო გვჯერა


ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის


წარსულის 11 ახდენილი და 1 აუხდენელი წინასწარმეტყველება


ბავშვის აღზრდაში დაშვებული 7 შეცდომა, რომელიც მომავალში, წარმატების მიღწევაში მას ხელს შეუშლის


ვარიკოზის განვითარების 7 მიზეზი


15 საინტერესო და საოცარი ფაქტი ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ


«მთვარის შეთქმულება» და უცხოპლანეტელების თემის დისკრედიტაციის მიზეზი

0
383
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0