x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამოთხე ნარკომანებისთვის – ეპოქა, რომელშიც «მთავარი წამალი» ჰეროინი, ოპიუმი და მორფინი იყო

1912 წლის 23 იანვარს ჰააგში ოპიუმის კონვენცია მიიღეს – პირველი საერთაშორისო ტრაქტატი, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე კონტროლის დაწესების შესახებ. დოკუმენტი იყო პასუხი, საზოგადოების მხრიდა, ნარკოტიკის მოხმარების მზარდ კრიტიკაზე. კონვენცია «ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებდა ყველა შესაძლო ძალისხმევის გამოყენებას, მათ შორის ძალისმიერისაც, იმ პირებზე კონტროლის დასაწესებლად, რომლებიც აღნიშნულ ნივთიერებებს აწარმოებდნენ ან ყიდიდნენ. ასევე უნდა მომხდარიყო იმ შენობა ნაგებობების აღრიცხვა, რომელშიც ეს ნივთიერებები იწარმოებოდა ან იყიდებოდა».
World History–მ გაიხსენა, თუ როგორ და რატომ იყენებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს მედიცინაში.


image


XIX საუკუნეში ქლოროფორმი, კოკაინი, ჰეროინი და მეტამფეტამინი, პრაქტიკულად, ყველა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა და ეს «წამლები» ფართოდ იყო ლეკრამირებული. ხოლო, შეძენა – ფაქტიურად, ყველა აფთიაქში შეიძლებოდა.


ჰეროინი


მეოთხედი საუკუნის მანძილზე, ეს ფხვნილი, გაციების, ხველის, ფილტვების ანთების და ტუბერკულიოზის სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. მისი წარმოება XIX საუკუნის ბოლოს კომპანია Bayer Pharmaceutical Products–მა (გერმანია) დაიწყო და თავისი აღმოჩენით ძალიან ამაყობდა. კომპანიაში თვლიდნენ, რომ ჰეროინს მორფინის და კოდეინის ჩანაცვლება შეეძლო, რომლებსაც სიკეთესთან ერთად, ზიანიც მოჰქონდა. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ადამიანები, მკურნალობის შემდეგ, მასზე დამოკიდებულები ხდებოდნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჰეროინის წარმოება არ შეჩერებულა და Bayer–ის ფარმაცევტული კომპანია, აღნიშნული პრეპარატით, მთელს მსოფლიოს ამარაგებდა. მთავარი შემსყიდველი კი, აშშ იყო.


ქლოროფორმი


დღევანდელი გადასახედიდან, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ადამიანები, იმ ეპოქაში, ერთმანეთს, ორგანიზმის მოწამვლაში ეჯიბრებოდნენ. ისე როგორც ჰეროინი, ქლოროფორმიც ხველის და ბრონქიტის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ამ «წამალს» ასთმით დაავადებულებსაც უნიშნავდნენ და მიუხედავად უამრავი ფატალური შემთხვევისა, ის 1976 წლამდე, მაინც სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა.


მორფინი


«დამამშვიდებელი სიროფი» ბაზარზე 1849 წელს გამოჩნდა. ითვლებოდა, რომ ბავშვების დასაწყნარებლად, ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობდა. ბოთლში მოთავსებული, ნატრიუმის კარბონატის და ამიაკის ნარევი სახიფათო ნამდვილად არ იყო, რომ არა, მასში შერეული, 65 მგ. მორფი. დროთა განმავლობაში, ექიმების ყურადღება, პატარა ბავშვებში, სიკვდილიანობის შემთხვევების გახშირებამ მიიქცია. 1911 წელს, რამდენიმე სასამართლო გარჩევის შემდეგ, მორფინი «ბავშვების მკვლელად» აღიარეს. მაგრამ, ამის მიუხედავად, სიროფი, 1930 წლამდე, თავისუფლად იყიდებოდა.


ოპიუმი


1676 წელს, ოპიუმის შემცველი ალკოჰოლური სასმელი, ისე გამოიყენებოდა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. მაგრამ, 1800 წლისთვის, ამ «სასმელით» უკვე ყველაფერს მკურნალობდნენ. მათ შორის: კრუნჩხვებს, ყვითელ ცხელებას, ჩვილების პრობლემებს და ა. შ.


მეტამფეტამინი


ეს პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ გამოიგონეს, მაგრამ სინამდვილეში, ის დაავადებას უფრო აღრმავებდა და პაციენტი თვითმკვლელობამდც კი მიჰყავდა. გარდა ამისა, უამრავი უკუჩვენებაც ჰქონდა: ანორექსია, პრობლემები გულთან დაკავშირებით, ჰიპერტონია, გულის შეტევები. ამას ისიც ემატებოდა, რომ მეტამფეტამინი, ყველა სხვა ნარკოტიკთან შედარებით, ყველაზე ძლიერ ნარკოდამოკიდებულებას იწვევდა.

imageimageimageimageimageimageimage







0
310
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0