x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ახალგაზრდობისა და ცდუნების ლაიფჰაკები: ლამაზი მკერდის საიდუმლოებები მსოფლიო ვარსკვლავებისგან

image


როგორც ჩანს, ასაკი ვარსკვლავურ ლაზმანებს გვერდს უვლის. ჯენიფერ ლოპესი, ჰაიდი კლუმი, ელიზაბეტ ჰარლი და სხვა მოდელები და მსახიობები ახლაც ისევე გამოიყურებიან როგორც 10 წლის წინ. გაინტერსებთ, რა არის ამ ვარსკვლავების მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო? როგორც ირკვევა, იმისთვის რომ ბიუსტი ლამაზად და სექსუალურად გამოიყურებოდეს, პლასტიკური ოპერაციებისა და კოსმეტიკური პროცედურების გარდა, ცნობილი სელებრითები ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომ მარტივ საშუალებებსაც იყენებენ. წებოვანი ლენტით დაწყებული მკერდის მაკიაჟით დასრულებული.


image


ჰაიდი კლუმმა ცოტა ხნის წინ, თვალისმომჭრელი კაბით ერთ - ერთ ამერიკულ სატელევიზიო შოუში მონაწილეობისას თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა. 48 წლის სუპერმოდელი თამამი დეკოლტით მართლაც რომ საოცრად გამოიყურებოდა.ჰაიდი ასაკის მიუხედავად მკერდის იდეალურ ფორმას ინარჩუნებს, და უნდა აღინიშნოს რომ ის არ არის ერთადერთი იმ ცნობილი ლამაზმანებიდან, ვისაც ეს წარმატებით გამოსდის. მოდით, ვნახოთ, ის "ლაიფჰაკები" რომელთა წყალობითაც მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენელთა "ღირსებები" ყოველთვის იდეალურად გამოიყურება.




კიმ კარდაშიანი: წებოვანი ლენტი


image


40 წლის გლამურის ვარსკვლავი მკერდისთვის იდელური ფორმის მისანიჭებლად წებოვან ლენტს სისტემატურად იყენებს. კიმის მტკიცებით, ის ბიუსტის ფორმას შესანიშნავად ინარჩუნებს. ცოტა ხნის წინ, ტელევარსკვლავმა მკერდისთვის საიზოლაციო ლენტის საკუთარი ხაზიც კი გამოუშვა. "ინსტაგრამის" დედოფლის "მიგნება" კანს არ აღიზიანებს და მასზე არც რაიმე შესამჩნევ კვალს ტოვებს.




ლიზ ჰარლი: ღამე ბიუსჰალტერში და წებოვანი ლენტი ჩანთაში


image


56 წლის სუპერმოდელმა თავისი საოცარი ფორმის საიდუმლო გაამჟღავნა: რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ლამაზმანს დისკომფორტის მიუხედავად ღამე ბიუსჰალტერში სძინავს. გარდა ამისა, ლიზი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის საიზოლაციო ლენტს ყოველთვის ჩანთით ატარებს.



სიუზანა კონსტანტინი: ორი ბიუსტჰალტერი


image


58 წლის მოდის გურუმ აღიარა, რომ მისი მკერდი მოზარდისას ჰგავს, ამიტომ ვიზუალურად მის გასადიდებლად ის ერთდროულად ორ ბიუსჰალტერს ატარებს. სიუზანას თქმით, მკერდი ასე არ მხოლოდ სრულყოფილად, არამედ ლამაზადაც გამოიყურება.




კეროლ ვორდერმანი: ვარჯიში და პუშ-აპი


image


60 წლის ბრიტანელი ტელეწამყვანი კვირაში მინიმუმ სამჯერ ვარჯიშობს, მათ შორის კეროლი არც მკერდის ვარჯიშებს ივიწყებს. ერთხელ მან საკუთარ გამომწერებს მხრებისა და ტორსის ვარჯიშის სრული კომპლექსიც კი გაუზირა. ვორდერმანის თქმით, ყოველდღიურად ის 11 კილომეტრს ფეხით დადის.




ჯენიფერ ლოპესი: ულტრაიისფერის ყოველდღიური დოზა


image


52 წლის მსახიობი და მომღერალი მზის აბაზანების მიღებაზე გიჟდება, თუმცა მზისგან დამცავ საცხებსა და დამატენიანებლებს ყოველთვის იყენებს, რათა კანი ასაკობრივი ლაქებისა და ნაოჭებისგან დაიცვას. პუერტორიკოელი ლამაზმანი რუჯის მიღებას ყოველდღე ცდილობს, თუმცა ულტრაიისფერი სხივების ქვეშ დიდ დროს არ ატარებს.





ლორეინ კელი: ბიუსჰალტერი 24/7


image


61 წლის ცნობილი შვედი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ქალების უმეტესობისგან განსხვავებით, ძილის წინ ბიუსჰალტერს არასდროს იხდის, ვინაიდან დარწმუნებულია რომ ის მკერდს იდეალური ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.




ჯოდი მარში: კვერცხის ცილა და პროტეინის კოქტეილები


image


42 წლის ფიტნეს - მოდელმა ბოდიბილდინგით გატაცების შემდეგ სხეული რადიკალურად შეიცვალა. "ფლეიბოის" მოდელი გარკვეული პერიოდი მკაცრ დიეტას იცავდა, გოგონა დღის განმავლობაში მხოლოდ 15 კვერცხის ცილას მიირთმევდა, რასაც პროტეინის კოქტეილებს აყოლებდა. ჯოდი ირწმუნება, რომ შედეგად მას მკერდი ორი ზომით გაეზარდა და შესანიშნავი ფორმაც შეიძინა.




ეშლი გრემი: კოსმეტიკური პროცედურები მკერდისთვის


image


33 წლის პლუს - ზომის ამერიკელი მოდელი მკერდისთვის ჟანგბადის კოსმეტიკას იყენებს. ეშლის მტკიცებით, პროცედურის შემდეგ მისი დეკოლტე ყოველთვის სრულყოფილად და უნაკლოდ გამოიყურება.





ვიკი პატისონი: პატჩები ბიუსტისთვის


image


33 წლის ბრიტანელი ტელევარსკვლავი თავისი სრულყოფილი დეკოლტით წითელ ხალიჩაზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მისი საიდუმლო - მკერდის სპეციალურ პლასტირშია. "Perky Pairs"- ის ბიუსტის სამაგრები სხვა ცნობილ ლამაზმანებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.




ქლოი კარდაშიანი: მკერდის კონტურინგი


image


37 წლის ლამაზმანს, ისევე როგორც მის ცნობილ დებს, სხეულის ღირსებებზე ხაზგასმა განსაკუთრებით უყვართ. ქლოი ბიუსტისთვის მეტი ექსპრესიულობის მისანიჭებლად მკერდის ძვალზე ჰაილაითერს, ხოლო შიგნითა მხარეებზე ავტორუჯს იყენებს, მისი თქმით, ასე საკუთარი "ღირსებები" კიდევ უფრო მოცულობითად და მიმზიდველად გამოიყურება.





კელი ბრუკი: წინდები


image


41 წლის მსახიობი ხუმრობს, რომ წინდების საშუალებით ის მკერდს სასურველ მოცულობას ანიჭებს. ვარსკვლავის თქმით, მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის თამამი და გულახდილი კაბების არჩევისას, ბიუსჰალტერში ის ყოველთვის წინდებს იწყობს.




სიუზან სარანდონი: მჭიდრო ტოპები


image


74 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი რამდენიმე ზომით პატარა ტოპებს ატარებს, რათა მისი მკერდი კიდევ უფრო მოცულობითი და მიმზიდველი ჩანდეს.






0
449
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
449