x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ქუთაისში კოვიდინფიცირებული ტყუპები გარდაიცვალნენ
imageსამწუხაროდ კორონავირუსით ინფიცირებული ტყუპები, რომლებიც ქუთაისში კლინიკა "ბომონდში ერთი თვის წინ დაიბადნენ და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ.


ორივე ტყუპებს კოვიდით გამოწვეული პნევმონია განუვითარდათ. მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისათვის, თუმცა უშედეგოდ.


"ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა, " - აცხადებს კლინიკა "ბომონდის" ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ბავშების დედა, 47 წლის ნატო ფხაკაძე ორიოდე კვირის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა.


ქალი, რომელიც 10 წელი შვილს ელოდა, 20 აგვისტოს ერთბაშად ტყუპების, -ქალ-ვაჟის დედა გახდა, თუმცა კორონავირუსის გამო მალევე ნატო ფხაკაძეს მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის ჰოს­პიტ­ალში გადაიყვანეს, სადაც ის 2 სექტემბერს გარდაიცვალა.


„ათი წელი შვილს ნატ­რობ­და და ვერ ნახა, ვერ ჩა­ი­ხუ­ტა ტყუ­პე­ბი ისე წა­ვი­და, შენ ეს არ და­გიმ­სა­ხუ­რე­ბია, ნატო. რო­გორ მე­გო­ნა, რომ გა­ვი­მარ­ჯვებ­დით ამ ვე­რაგ კო­ვიდ­ზე… იქ, სა­დაც გაფ­რინ­დი, ძა­ლი­ან შორს, შენი შვი­ლე­ბი და­ი­ფა­რე, მა­მი­დუ. ათი წლის ოც­ნე­ბას ფრთა შე­ას­ხი და არც კი დაგ­ცალ­და ამ ოც­ნე­ბის ნახ­ვა… გპირ­დე­ბი მა­რი­ამს და გი­ორ­გის ყო­ველ­თვის ემახ­სოვ­რე­ბი…“ – წერდა გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ახ­ლო­ბე­ლი, თუმცა მარიამის და გიორგის სულიც ახლა დედასთან ერთად არის ზეცაში...


0
101
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0