x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რამდენს იწონის თევზი სულ? - სახალისო მათემატიკური ამოცანა ბავშვებისათვის

image



პირობა:

თევზის თავი იწონის იმდენს, რამდენსაც იწონის მისი კუდი და ნახევარი სხეული (ტანი);

სხეული (ტანი) იწონის იმდენს, რამდენსაც ერთად აღებული თავი და კუდი.

ცნობილია, რომ კუდი იწონის 1 კილოგრამს.

კითხვა: რამდენს იწონის მთლიანი თევზი?

ამოხსნა:

თევზის თავი = კუდი + ნახევარი ტანი

თევზის ტანი = თავი + კუდი, აქედან გამომდინარეობს, რომ

თევზის ტანი = კუდი + ნახევარი ტანი + კუდი (თავის მნიშვნელობა ჩავსვით აქ);

თევზის ტანი = 2 კუდი + ნახევარი ტანი; გამოდის, რომ 2 კუდი ნახევარი ტანია;

2 კუდი = 2X1= 2კგ; ე.ი. ნახევარი ტანი ყოფილა 2 კგ;

თევზის ტანი=2X2, ანუ 4.

თევზის თავი = 1 +2=3;

მაშ, ასე, კუდი + თავი + ტანი = 1+3+4=8 კგ.

პასუხი:

თევზი ჯამში იწონის 8 კილოგრამს (1 კილოგრამი კუდი, 3 კილოგრამი თავი და 4 კილოგრამი - ტანი).


0
157
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0