x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
საშიში ხრიკი, რის გამოც ქალი დაიწვა - არ გაიმეოროთ!
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. დღეს კი, გვაქვს ეპოქა, სადაც ფართოდ არის განვითარებული ტექნოლოგიური სიახლეები და ნტერნეტის საშუალებით შეგვიძლია დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან მოვიძიოთ ინფორმაცია, მოვიკითხოთ ადამიანი, გამოვიძახოთ პიცა თუ ხინკალი, ვუყუროთ ფილმს, წავიკითხოთ სიახლე, წიგნი და მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, აურაცხელია სია იმისა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ინტერნეტის წყალობით.



image


თუ 80-90-იან წლებში თქვენი დედიკოები სამზარეულოში გემრიელ სურნელს აყენებდნენ და ვახშმად ოჯახს გთავაზობდნენ გემრიელ ცივ თუ ცხელ კერძებს, ეს მხოლოდ ბებიების რეცეპტების კი არა, თამარ ლომიძის წიგნის დამსახურება იყო, დღეს კი, ვისაც ეხალისება და არ ზარდება, ყველა გვიზიარებს მისეულა რეცეპტებს ინტერნეტის საშუალებით.


დამეთანხმებით, რომ გემრიელობებს ბევრი თქვენგანი ინტერნეტში მოძიებული რეცეპტებით ამზადებს, რაც ძალიან აადვილებს მომზადების პროცესს. თუმცა, არავინ გვაფრთხილებს, რომ გამოუსწორებელმა შეცდომამ შეიძლება ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ასეთი ცუდი შემთხვევა ჰქონდა 55 წლის დიასახლისს დიანა კობს, რომელმაც გადაწყვიტა ინტერნეტში გამოქვეყნებული რეცეპტით მოემზადებინა კვერცხი.



imageimage


ვინმეს გსმენიათ მიკროტალღურ ღუმელში კვერცხის მოთავსება, რომელიც იდეაში 1 წუთის შემდეგ უკვე მოხარშული უნდა ყოფილიყო? თუ -კი, მაშინ გთხოვთ, რომ ეს რეცეპტი არასოდეს არ გაიმეოროთ! რადგან, ქალბატონმა დიანამ დაუჯერა ინტერნეტ-რეცეპტს და ერთი წუთის განმავლობაში კვერცხი მიკროტალღურ ღუმელში მოათავსა, ხოლო როდესაც გამოხსნა ღუმელი მომზადებული საუზმის მოლოდინში, ის სწორედ მის პირდაპირ აფეთქდა და ქალმა სერიოზული დამწვრობა მიიღო, რის გამოც მოუწია ორი კვირა საავადმყოფოში გაეტარებინა.



image

image


"მძიმე დამწვრობა, აი რა მივიღე შედეგად, როდესაც ნაჭუჭიანი კვერცის მოხარშვა მოვინდომე მიკროტალღურ ღუმელში. რეცეპტი ინტერნეტში ვნახე და გამიხარდა, რომ ერთ წუთში შევძლებდი კვერცხის მოხარშვას, თუმცა... მსგავსს, აღარასოდეს გავიმეორებ და არც თქვენ გირჩევთ! ახლა, მხოლოდ ნაჭუჭგაცლილ კვერცხს ვამზადებ მიკროტალღურ ღუმელში. მკურნალობის პერიოდში კი ვიღებდი ფოტოებს, რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო თქვენთვის ჩემი სიმწარე" - წერს ქალბატონი დიანა.


imageimage


0
401
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0