x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ამერიკის ყველაზე "დარტყმული" მოქალაქეები
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



image



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.





მოდა! ძალიან გამომწვევი სიტყვაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს მიყოლას, მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ვინმეს. სამწუხაროდ, მოდის უამრავი მსხევრპლი გვყავს და ვინ არის ამაში დამნაშავე, თუ არა თავად მოდა?







თანამედროვე მოდა არასოდეს წყვეტს ჩვენს გაოცებას! ვცხოვრობთ იმ დროში, როდესაც ერთ უცნაურ ტენდენციას მალევე ანაცვლებს მეორე, განსაკუთრებით კი თუ საქმე ისეთ მეგაპოლისს ეხება, როგორიც ნიუ-იორკია. ეს არის კონტრასტების ქალაქი, მსოფლიოს ცენტრი, სადაც სხვადასხვა კულტურა ერწყმის ერთმანეთს და განსხვავებულ ადამიანებს ვხვდებით. ნიუ-იორკს არასოდეს სძინავს და ყველას შეუძლია იპოვოს მასში რაიმე საინტერესო.



მსოფლიოში უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი Walmart იმდენად განთქმული არ არის თავისი პროდუქციის ხარისხით, რამდენადაც მომხმარებლების ორიგინალურობით. კომპანიას ამის გამო აქვს გამოყოფილი ვებგვერდი peopleofwalmart.com, რომელიც ეძღვნება მათგან ყველაზე ექსტრავაგანტულ მომხმარებლებს. ამ ადამიანებს ნორმალურად მიაჩნიათ მარკეტში შიშველი, საცვლებით ან სპეციფიკური კოსტიუმებით გამოჩენა. აქვე, არა მხოლოდ სუპერმარკეტების ქსელი Walmart, ასევე ნიუ-იორკის ქუჩები ამოირჩევა ასე ჩაცმული ხალხით.




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




იხილეთ აგრეთვე:




უცნაურად ჩაცმული ხალხი ნიუ-იორკის ქუჩებიდანimage





"სასწაული" ხალხი აშშ-დან, რომლებიც გასწავლიან როგორ ჩაიცვათ მოდურად!image

0
399
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0