x
მეტი
  • 07.12.2021
  • სტატია:115446
  • ვიდეო:352850
  • სურათი:489368
ლამაზად ცხოვრებას ვერავის დაუშლი: "ოქროს ახალგაზრდობა" კარანტინის შემდეგ მოგზაურობით ტრაბახობს

image


საკარანტინო ზომების მოხსნის შემდეგ მდიდარი "ბავშვები" სახლში ვეღარ ჩერდებიან. "ოქროს ახალგაზრდობამ" საშოპინგოდ ჯერ მსოფლიოს ცნობილ სავაჭრო ცენტრებს, შემდეგ კი ორთქლის გამოსაშვებად ეგზოტიკურ კუნძულებს მიაშურა, სადაც დროს უქმად არ კარგავს და გართობის პარალელურად საკუთარი თავგადასავლების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას "Rich Kids of Instagram"-ის გვერდზე აქვეყნებს. როგორც კი მთავრობებმა ზომების შემსუბუქების შესახებ განაცხადეს, მილიონერთა ახალგაზრდა მემკვიდრეებმა თავიანთი მდიდრული მანქანებისა და კერძო თვითმფრინავების ძრავები ჩართეს, რათა სახლებში მრავალთვიანი იძულებითი გამოკეტვის შემდეგ შესაფერისად განეტვირთათ. "ოქროს ახალგაზრდობა" მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე დროს სასიამოვნოდ ატარებს, ლაჟვარდოვანი ზღვის ტალღებში ნებივრობს და ძვირადღირებული, დიზაინერული ექსკლუზივებით ტრაბახობს. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში ჯერ კიდევ გრძელდება "მაჟორები" ფუფუნებისთვის და მდიდრულად ცხოვრებისთვის ფულს არ იშურებენ და არც COVID 19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ადარდებთ დიდად. მაშ ასე, ნახეთ როგორ ატარებს დროს "ოქროს ახალგაზრდობა" საკარანტინო ზომების გაუქმების შემდეგ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage







0
662
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
662