x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
"ჩემი ხმა"-ბესიკ ხარანაულის ლექსმა სოციალური ქსელი დაიპყრო
image ბესიკ ხარანაულის ლექსს, "ჩემი ხმა, გაიღიძე საქართველო", რომელიც გუშინ გამოაქვეყნა პოეტმა სოციალურ ქსელში, უამრავი მოწონება და გაზიარება მოჰყვა და არცა გასაკვირი, როდესაც ლექსს გაეცნობით:



ჩემი ხმა
გაიღვიძე, საქართველო,
ადექ, ტანი დაძარი!
ქოსატყუილები რომ გყავს
ბრძენკაცებად დამსხდარი,
ეშმაკებით რომ გაქვს სავსე
ცარიელი ტაძარი,
ცეცხლი გამონელებული,
დარჩენილი ნაცარი,
იმის კვალიც რომ იშლება,
აბა, ქარი სად არი,
მიწა მუჭით შეიჭმება,
ეს ანდაზაც მზად არი,
სახლი, კარი, ცა, ხმელეთი,
კაცის სახე რაც არი,
ტყეები გაგეჩეხება,
დაგემხობა ცა-მყარი,
სუყველა მტრად გაგიხდება,
მშიერი და მაძღარი,
არაფერი დაგირჩება
იყოს დაუტაცარი,
სინდისი დაგეკარგება,
ძაფი შუა გამწყდარი.
გაიღვიძე, საქართველო,
ადექ, ტანი დაძარი!
ყველას შენზე უფრო ღვიძავს,
ყველა უფრო მზად არი,
რომ გადაკერ-გადმოკეროს
შენი მიწა მთა-ბარი,
შენ წვრილმანებზე დარბიხარ,
რაც კაცისა არც არი,
კიბეებზე აკინძულან
გიენა თუ აფთარი,
კიბის ძირში შენა დგახარ,
შიშისაგან დამდნარი.
გაიღვიძე საქართველო,
ადექ, ტანი დაძარი!
ჭკუით გაისიგრძეგანე
სინამდვილე რაც არი,
ამდენ თავისმოტყუებით,
რაც სიზმარი არც არი,
ამდენი თვალის დახუჭვით,
მერამდენე ზამთარი,
მერამდენ ათას ტყუილზე
უნდა მიხვდე მართალი,
ქალი სხვაგან მხევალია,
კაცი სხვაგან ყმად არი...
გაიღვიძე საქართველო,
მიწას კვერთხი დაკარი,
ამოხეთქოს იქნებ სულმა
ვინც მიწაში დაფალი,
ამოვარდეს ნიავღვარი,
გადარეცხოს მთა-ბარი,
ამონათდნენ ვარსკვლავები
ჯოჯოხეთში გამქრალი.
გაიღვიძე, საქართველო,
ადექ, ტანი დაძარი!

პოეტ ბესიკ ხარანაულის ლიტერატურული მოღვაწეობა იწყება 1954 წელს, როდესაც ჯერ კიდევ 15 წლის იყო. ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს.მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც.2010 წლის ოქტომბერში იგი წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.ბესიკ ხარნაული არის, რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აგრეთვე ლიტერატურული პრემია "საბას " და "გალას" გამარჯვებული.


image

ასევე იხილეთ


წუხელ ძილი გამიკრთა.ოცნებამ გამიტაცა.რა დაგიმალოთ და მიყვარს ოცნება, წევხარ რბილად ლოგინში და ოცნებობ, ხან ოქროს ტახტზე ზიხარ და ხელთ კვერთხი გიპყრია, ხან მათხოვრის ჯოხი, ხან უბადლო მეომარი ხარ, ხანაც დიდად სწავლული.თქვენ თუ გნებავთ ნუ დაიჯერებთ, მე მაინც ჩემსას გეტყვით:ოცნება სასწაულებრივი და იოლად საშოვნი წამალია.ოცნება რომ არ შეეძლოს კაცს, გული გაუსკდებოდა...


გალაკტიონს გოგლა ლეონიძე ძალიან უყვარდა. ამ კაცს, გოგლას ერთხელ არ უთქვამს, გალაკტიონი ლოთიაო. გალაკტიონი იძახდა, გოგლა ვაჟკაცია, რამდენჯერ მთვრალი ვუნახივარ და საყვედური არ დასცდენია. ერთხელ მწერალთა კავშირში ჩემი ლოთობის საკითხი განიხილეს, ზოგი ჩემს გარიცხვას ითხოვდა კიდეც, თუ სმას არ და...


დღეს.14 ივლისს უდიდესი ქართველი კლასიკოსის.პოეტის და მწერლის, ვაჟა-ფშაველას(ლუკა რაზიკაშვილის) იუბილეა.მთის მგოსანს დაბადებიდან 160 წელი შეუსრულდა. ჩვენს ძვირფას მკითხველს ვთავაზობთ ვაჟას პუბლიკაციებიდან ორ საყურადღებო წერილის ნაწყვეტებს ერთ თემაზე "რა არის თავისუფლება?" და "რას ჰქვიან თავისუფლება? რომელსაც ვფიქრობ აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. *** ...


გერმანიაში ჰიტლერის ოდიოზური ოპუსი "ჩემი ბრძოლა" (Mein Kampf) 1945 წლის შემდეგ აიკრძალა, თუმცა ცოტა ხნის წინ წიგნი კვლავ დაიბეჭდა, რომელსაც მოულოდნელი კომერციული წარმატება ხვდა წილად. პირველად 1925 წლის 18 ივლისს, გამოქვეყნდა ადოლფ ჰიტლერის "ჩემი ბრძოლის"პირველი ტომი. აღსანიშნავია არა წიგნი, არამედ მისი ბედი. მოუნელებე...

1
732
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
732
  
2021, 27 სექტემბერი, 13:11
ბრაო ბრაო და ბრაო
0 1 1