x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
ნონა გაფრინდაშვილი საქართველოში დაიბადა, ის ქართველია და ამაყობს ამით-ანატოლი კარპოვი
image

დიდოსტატი და მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ანატოლი კარპოვი გამოეხმაურა ნონა გაფრინდაშვილის სარჩელს Netflix ვიდეოსერვისის წინააღმდეგ, რომელმაც მისი ბიოგრაფიიდან ზოგიერთი ფაქტი დაამახინჯა სერიალში "ლაზიერის გამბიტი". სცენარისტების კონსულტანტი იყო მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი.


"უბრალოდ, არ ვიცი, როგორ გამოეპარა ასეთი შეცდომა გარი კასპაროვს, რომელიც ფილმის კონსულტანტი იყო. შესაძლოა, ფილმი ბოლომდე არც უნახავს, ან ყველაფერს არ ეუბნებოდნენ, რადგან მან შესანიშნავად იცის, რომ გაფრინდაშვილი ისტორიაში პირველი დიდოსტატი იყო – როგორც ქალებში, ისე კაცებშიც. მამაკაცთა დიდოსტატის წოდების მიღება კი მხოლოდ კაცების ტურნირებზე თამაშით შეძლო. ასე რომ, ამ მხრივ ის აბსოლუტურად მართალია."-აღნიშნა მსოფლიო ჩემპიონმა და იქვე დასძინა:



"რა თქმა უნდა, რომ იყოს ნათქვამი უბრალოდ "საბჭოთა მოჭადრაკე", მაშინ საკამათო არც არაფერი იქნებოდა. მაგრამ "რუსი მოჭადრაკედ" გამოცხადება ეს უკვე ეროვნული წარმოშობისადმი დამოკიდებულებაა და სრულიად ნათელია, რომ ნონა გაფრინდაშვილი დაიბადა საქართველოში, ის არის ქართველი და ამაყობს ამით. და საერთოდ, თქვენ არ შეგიძლიათ მას რუსი მოჭადრაკე უწოდოთ და არც არასდროს მოუხსენიებიათ ასე. მას უწოდებდნენ "საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი", "საბჭოთა მოჭადრაკე" ან, უფრო ხშირად, "საქართველოს წარმომადგენელი", "ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი", - ციტირებს კარპოვის ნათქვამს რადიო "კომსომოლსკაია პრავდა".



როცა ლაპარაკია კონკრეტულ ისტორიულ პერსონაჟებზე, ინფორმაცია უფრო მკაფიო და კონკრეტული უნდა იყოს.


შეგახსენებთ, სერიალში ნათქვამია, რომ გამოგონილი გმირისგან განსხვავებით, გაფრინდაშვილი არასოდეს შეხვედრია მამაკაცებს.


აღსანიშნავია, რომ Netflix -მა უპასუხა გაფრინდაშვილს საკმაოდ თავხედურად, რომ არ აპირებს ამ მონაკვეთის ამოჭრას სერიალიდან, ბრალდებას "უსაფუძვლოს" უწოდებს და მზადაა სასამართლოში თავი დაიცვას.

0
538
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0