x
მეტი
  • 22.10.2021
  • სტატია:115140
  • ვიდეო:354170
  • სურათი:488994
ამას არავინ ელოდა: ქალმა 1 ბავშვი გააჩინა... 26 დღის შემდეგ კი — კიდევ 2

ექიმები გაოცებულები იყვენენ, როდესაც ექოსკოპიის შედეგები ნახეს...
ცხოვრებაში, ხან ისეთი რაღაცეებიც ხდება, რომელსაც არ ელით. ასე, მაგ, . ბანგლადეშში, 20 წლის არიფა სულთანამ ჯერ სრულიად ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა და თითქმის, ერთი თვის შემდეგ, მას ტყუპები — ქალ-ვაჟი შეეძინა.


image


პირველი შვილი ქალს ბუნებრივი მშობიარობის შედეგად გაუჩნდა, ხოლო ტყუპები, საკეისრო კვეთით დაიბადნენ. საბედნიეროდ, სამივე ბავშვი სრულიად ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს არიფაც. მაგრამ, ასეთი რამ როგორ უნდა მომხდარიყო?

როგორც ადგილობრივმა კორესპონდენტმა გაარკვია, არიფა და მისი მეუღლე ღარიბი ოჯახებიდან არიან. ამიტომ, ფეხმძიმობის მთელი პერიოდის მანძილზე, მათ ექოსკოპიის გაკეთების საშუალება არ გააჩნდათ. «მან არ იცოდა, რომ ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ... და არც ექიმებმა იცოდნენ ამის შესახებ» — განაცხადა ქ. კუხულნის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა შეილა პადარმა, რომელიც ტყუპების შეძენის შემდეგ, არიფას მკურნალობდა.

როგორც გაირკვა, პირველი მშობიარობის შემდეგ, ქალს მუცლის არეში ტკივილები აწუხებდა და მხოლოდ 26 დღის შემდეგ გაირკვა, რომ ტყუბები მეორე საშვილოსნოში «იმალებოდნენ». ამიტომ, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ისინი ვერ შენიშნეს. «პირადად მე, მსგავსი რამ არასდროს მინახავს» — აღნიშნა არიფას მკურნალმა ექიმმა.

imageimageimageimageimageimageimage







0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0