x
image
თუთიკო ბერძენა
ქუთაისელი მხატვარი გოგონა, რომელსაც უცხოეთში იცნობენ, საქართველოში კი - არა. გოგონა, რომელიც არასდროს იღიმის.

ალბათ, შეგინიშნავთ, რა სახეებით დადიან საქართველოში ადამიანები. გატანჯული, გასაცოდავებული, დაბეჩავებული, დაღონებული. ახალგაზრდებიც, მათ შორის. უამრავ პრობლემას ისიც ემატება, რომ საქართველოში არავის აინტერესებ, თუნდაც უნიჭიერესი იყო. არარეალიზებულობიოს განცდა გაქვს, თითქოს საკუთარ ქვეყანას არაფერში სჭირდები. ვერ მკვიდრდები, არადა გასვლაც არ არის მარტივი. კონკურსებში მონაწილეობის მიღება უაზრობაა, რადგან ყველა პროზი წინასწარაა დარიგებული.
ასე საფლავდება საქართველოში ბევრი ნიჭი.

image

აი, რას შემზარავ წასაკითხ პოსტს აქვეყნებს 21 წლის მხატვარზე - თათო ლევიძეზე დედა სოციალურ ქსელში:

"სახლიდან გასვლა აღარ უყვარს. ზის და ხატავს და ხატავს. არასდროს იღიმის ან ძალიან იშვიათად.
ახლახან ინგლისელებისგან წიგნისთვის ილუსტრაციების შეკვეთა მიიღო. უნდა გამიკვირდეს, რომ საქართველოში არც კი აინტერესებთ ის, რაც ინგლისელებს, გერმანელებს, ამერიკელებს, ესპანელებს და იაპონელებს აინტერესებთ?..
ჰოდა, ქართულად ვეღარც მეტყველებს, ვინც სცნო, იმათთან ხშირი კონტაქტის გამო - ხან ინგლისურად უხსნის ვიღაცას, როგორ დახატავს მის შეკვეთას, ხან ფრანგულად, ხან იაპონურად, ხან გერმანულად, ხან ესპანურად. ვკითხავ რაიმეს და უკვე ვატყობ, რომ ჯერ რომელიღაც უცხო ენაზე გაიაზრებს, მერე თარგმნის ქართულად და მერე მპასუხობს. ცუდია ეს, მაგრამ ვისი ბრალია, ნეტა?
წელს ილიაუნის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეოთხეკურსელია. არადა, 21 წლის ახლახან გახდა.
ხანდახან ვფიქრობ, სადმე ნორმალურ ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, როგორ გაიკვლევდა გზას! საქართველოში კი არც არავის აინტერესებს. ერთხელ დათო ტურაშვილმა გადაცემაში ჟურნალისტებს უთხრა, "ვიღაც 20 წლის გოგოა, ლევიძეა მგონი გვარად, კი, ლევიძე, იცით? არ იცით? სადღაც ვნახე მისი ნახატები და იცით, რა მაგრად ხატავს? ასეთ ახალგაზრდები მოიძიეთ!"
ის არ იყო მოასკდნენ?
ნიჭიერ, მაგრამ "დაუკრიშავ" ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ საქართველოში თვითრეალიზება.
ალბათ, ესაა თათოს გაუღიმრობის მთავარი მიზეზიც."

არ ვიცი, ვინმე საკუტტარი ბიზნესის იქით, საკუტარი ეზოს და საძმაკაცო-სანათესაოს იქით სხვებისკენ თუ გაიხედავს ამ ქვეყანაში!



0
472
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0