x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კორონავირუსმა იმსხვერპლა კოტე მგალობლიშვილი "უდიპლომო სასიძოდან"
81 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიტიკოსი და მსახიობი მსახიობი კოტე მგალობლიშვილი. მისი გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-ინფექციის გადატანის შემდეგ დარჩენილი გართულებები სახელდება.


კოტე მგალობლიშვილი დაიბადა 1940 წლის 7 ივნისს.1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით - პურცხობის, მაკარონისა და საკონდირტო წარმოების ტექნოლოგია, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით - მრეწველობის დაგეგმვა.


1958 წელს იყო გეოლოგიური სამმართველოს ბარიტის საძიებო პარტიის მუშა; 1958-1960წწ. სამგორის სატყეო მეურნების, 1961-1963წწ. საქალაქო ტრანსპორტის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მუშა; 1963-1965წწ. სარეკლამო კომბინატ "ზაკკოპრეკლამის" კონსტრუქტორი; 1965-1972წწ. თბილისის საკონდიტრო კომბინატის განყოფილების უფროსი; 1972-1973წწ. მხატვრულ ნაკეთობათა კომბინატის მთავარი ინჟინერი; 1973 წელს დირექტორი; 1973-1985წწ. ფოტოპოლიგრაფიული სტუდიის დირექტორი; 1985 წელს ქაღალდისა და საკანცელარიო ნაკეთობათა ფაბრიკის მთავარი ინჟინერი; 1985-1995წწ. გამომცემლობათა, პოლიგრაფიის და წიგნის ვაჭრობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის წარმოების დირექტორი, შპს "პოლიექსპრესის" წარმოების დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2001-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

image


კოტე მგალობიშვილი ახალგაზრდობაში გადაღებულია ფილმებში: "ჩვენი ეზო" (გოჩა, 1956), "უდიპლომო სასიძო" (ბიჭიკო, 1961). ყველაზე წარმატებული სწორედ ამ ფილმიდან აღმოჩნდა მისთვის "ბიჭიკოს" როლი.

image

0
397
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0