x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მოითხოვდა, რომ გავშიშვლებულიყავი და იწყებდა ცემას"-34 წლის ხატიას აღსარება
image


ხატია (34 წლის): მიკვირს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს რომ ვბედავ – მსხვერპლი კი არ ვიყავი, ახლაც ვარ. დიდი ხანია ამ მდგომარეობაში ვიმყოფები და სრულად გავაცნობიერე, რატომ ვერ ვცვლი რეალობას. ყოფილი ქმარი ციხიდან ხშირად მირეკავს და მეუბნება, რომ მალე გათავისუფლდება. ის იქ ჩემზე ძალადობის გამო აღმოჩნდა. ახლა უკვე მარტო ვცხოვრობ, ვმუშაობ. დამოუკიდებლად არსებობას ვახერხებ. პედაგოგი ვარ და ჩემი ცხოვრება მაქვს, მაგრამ მოძალადე ქმარი ჩემი ცნობიერებიდან ვერ გაქრა, ანუ, ჩემი ფსიქიკა ახლაც არ არის კარგად.


– დიდი ხანი იცხოვრეთ მის გვერდით?


– ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ჩემი ქმარი (იმდენად ვერ გავიდა იგი ჩემი ცნობიერებიდან, ყოფილ ქმარს ვერც ვეძახი) საუკეთესო მოსწავლე იყო, ზრდილობიანი, ულამაზესი… უნდა ვაღიარო, მაშინ უკვე ვგრძნობდი, რომ მასში რაღაც დოზით სადიზმი იყო. სადაც უნდა წავსულიყავი, სრულიად მოულოდნელად იქ ჩნდებოდა, მაკონტროლებდა. შიში ამეკიდა, ჩემს ოჯახს ამის შესახებ ვუთხარი, მაგრამ არავის უნდოდა ჩემი მოსმენა. ამბობდნენ, კარგი ოჯახის შვილია, შეძლებულები არიან. ბიჭი ლამაზია, ჭკვიანი, მეტი რა გინდაო. სასწავლებელი როცა დავასრულე და მუშაობა სკოლაში დავიწყე, მომიტაცა. 21 წლის ვიყავი, ის – ოცდასამის. ჩემს მამამთილს მართლა ჰქონდა სერიოზული კავშირები, ამიტომ ჩემს ქმარს ყველაფრის უფლებას აძლევდნენ. რა თქმა უნდა, დამტოვეს. შემეძლო და ალბათ, უკეთესიც იქნებოდა მაშინვე წამოვსულიყავი, მაგრამ შენ გარშემო ვიღაც ხომ უნდა გამოხატავდეს მხარდაჭერის სურვილს? მინდოდა გამოქცევა, თუმცა ვერ გავბედე, ვერ შევძელი.



– პრობლემები მალევე დაგეწყოთ?


– პრობლემები რბილად ნათქვამია. უმოწყალოდ მცემდა, ყველამ იცოდა და ყველა დუმდა. ქორწილიდან რამდენიმე დღეში მცემა პირველად. არც მაშინ და არც შემდეგ არასდროს უთქვამს, რისთვის მცემდა. როცა სხვები დაიძინებდნენ, მოითხოვდა, რომ გავშიშვლებულიყავი და იწყებდა ცემას.


– გაშიშვლება რატომ?


– გაშიშვლება იმიტომ, რომ არ გავქცეულიყავი. მცემდა უმოწყალოდ, ვიდრე სისხლს არ დაინახავდა. მირტყამდა ხელს, ფეხს, ნივთებს მესროდა.ახლა ვხუმრობ, რომ რაც არ უნდა მესროლონ, ვერ მომარტყამენ, ხელის მოძრაობას თვალდახუჭული ვგრძნობ-მეთქი. ჩერდებოდა, როცა წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ მქონდა. მეფერებოდა და ამტკიცებდა, რომ უზომოდ ვუყვარდი. რომ ჩემ გარეშე არ შეეძლო. სხვათა შორის, ახლაც იგივეს იმეორებს, როცა ციხიდან რეკავს. ჩემი ქმარი ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი იყო, მაგრამ, რომ იცოდეთ, ფხიზელი უფრო საშიში იყო.(გააგრძელეთ კითხვა)



image

ასევე დაგაინტერესებთ

სოციალურ ქსელში პროექტი ჯერ მკითხე" ახალგაზრდა ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის მცდელობის ისტორიას ავრცელებს, რომელსაც თავად დაზარალებული მოგვითხრობს: მეოთხე წელია, ქმარს გავშორდი. დეითებზე სიარულით თავს არ ვიკლავ, სულ სამჯერ თუ ვიქნები ოფიციალურ პაემანზე ნამყოფი და ისიც ალბათ იქვე დასრულებულა ან ვერ გა...

ახლახან ბლოგერმა ავრი ოვარდმა(Avrey Ovard) გააზიარა ვიდეო თავის TikTok ანგარიშზე, რომელიც "ესპანური სირცხვილის" განცდას სტოვებს. გოგონა ვარჯიშის დროს თან ვიდეოს იწერდა სწორედ ამ დროს მას მიუახლოვდა სპორტული დარბაზში მყოფი სხვა სტუმარი მამაკაცი, რომელიც დაახლოებიტ 40 წელს გადაცილებ...

მიუხედავად იმისა, ვიცოდი ჩემი ოჯახის რეაქცია ბიჭზე, რომელიც შემიყვარდა, მაინც გავრისკე და ცოლად გავყევი. არ მივაქციე იმას ყურადღება, რომ დილიდან დაღამებამდე ბირჟაზე იდგა, ნაციხარი იყო და არც სამსახურზე ფიქრობდა. მშობლები არჩენდნენ და მეც მათ ჩამოვეკიდე კისერზე. რაც დრო გად...

ყოფილი მოჭიდავე რამაზ ნოზაძე თბილისელებთან მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ ინტიმურ კითხვას, "არის თუ არა მართლაც მამაკაცებისთვის გასატეხი, როდესაც მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ მიდის და ქალებთან გართობაზე მხოლოდ ის ამბობს უარს", გულწრფელად პასუხობს: "ალბათ, ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, თუ კ...

0
1053
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1053
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0