x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"ახლა ვართ 3 მილიონი, ყველასგან მივიწყებული, ოკუპირებული, უღარიბესი, გაუნათლებელი, გონებაარეული ხალხი - ნახეთ ბექა მინდიაშვილის ექსპრესიული პოსტი


თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მწვავე პოსტს აქვეყნებს, რომელიც ეხება ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, თუ რელიგიურ მდგომარეობას.

image


"ახლა ვართ სამი მილიონი, ყველასგან მივიწყებული, ნახევრად ოკუპირებული, უღარიბესი, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გაუნათლებელი, გონებაარეული, ერთმანეთისადმი უკიდურესი უნდობლობით გამსჭვალული, უკიდურესად ყეყეჩი და ამპარტავანი, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ამავდროულად ყველას მოძულე, ყველასადმი შეუწყნარებელი, მოძალადე, ტოტალურად ფარისეველი და ფლიდი ხალხი, რომლის მთავარი ინსიტიტუტი, მთავარი სიამაყე არა ქრისტიანობა, არამედ ეს საპატრიარქო და მისი კაგებეშნიკი კერპია, რომლის პუტინისტური, გახრწნილი მთავრობა (უფრო სწორად, ივანიშვილი და მისი ბოროტი მონები) ძალაუფლების შესანარჩუნებლად ავტორიტარიზმის დამყარებასა და დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს, უსმენს და უთვალთვალებს ყველას, ყველგან, ყველაფერს და ბოლოს მთელი ეს სიბინძურე თავზე გვემხობა - ეს არის ის წერტილი, რომლის შემდეგ არარსებობაა. ამას ვწერ არა უიმედობისთვის, არამედ იმის გამო, რომ ვიბრძოლოთ გადასარჩენად", - ამბობს ის თავის პოსტში.




0
116
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0