x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
Victoria's Secret-ის ანგელოზს,საკუთარი შვილის პორნოგრაფიის გავრცელებაში დასდეს ბრალი
image
შოკირებულმა გოგონამ დეტალურად უპასუხა ბრალდებებს და კომენტარის ავტორებს ავადმყოფები უწოდა.



32 წლის შვედმა ტოპ მოდელმა, "ვიქტორია სეკრეტის ანგელოზმა", ელზა ჰოსკმა ინსტაგრამზე გააზიარა სურათები, სადაც ის შვიდი თვის ქალიშვილთან ერთად პოზირებს ნიუ იორკში, ფანჯარასთან, საიდანაც ქალაქის პანორამული ხედი იშლება. ქერა ლამაზმანმა აღნიშნა, რომ ამ ქალაქში მას შეუყვარდა გოგონას მამა, ბიზნესმენი ტომ დეილი. ამავდროულად, მოდელი და ბავშვი სურათებში სრულიად შიშვლები არიან აღბეჭდილები.

image

თუმცა, ელზას მალე მოუწია კრიტიკოსების მოგერიება, რომლებიც კადრებს ადარებდნენ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებიც მცდელობას.





მოდელმა დაწერა, რომ ეს არის დედა -შვილის ჩვეულებრივი ფოტო და ის არ აპირებს "ავადმყოფი ადამიანების" აზრების გაზიარება. მიუხედავად ამისა, მალავე სურათები მისი გვერდიდან გაქრა.




"თუ ინტერნეტში რომელიმე ავადმყოფი ფიქრობს, რომ ეს პორნოა, მაშინ იმ ადამიანის პრობლემაა და არა ჩემი. მე უარს ვამბობ ასეთ ავადმყოფ ადამიანებზე და მათი აზრის გამო შიშით ცხოვრებას <...> არასოდეს მიგრძვნია უხერხულობა სიშიშვლის გამო. თუ გყავთ შვილი, სიშიშვლე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ეს ფოტო არის მშვენიერი მომენტი, რომელიც გადაიღო ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა. თუ ფიქრობთ, რომ ეს არის პორნო ან ჰაიპი, სირცხვილია თქვენი და არა ჩემი".(ელზა ჰოსკი)




შემდეგ ელზა დამატებით განმარტებას ბავშვის გარშემო, რომლის უსაფრთხოებაზეც ზოგიერთი მომხმარებელი აღელდა:




" ჩემი შვილის გვერდით შიშველი ყოფნა ჩემთვის ყველაზე ლამაზი და უსაყვარლესი რამაა. <...> მე ვიზრდებოდი შვედეთში და სულ შიშველი დავდიოდი: სანაპიროებზე, სახლში, საზოგადოებაში ... ეს ასე ბუნებრივი იყო და ჩვენ არ გვასწავლეს, რომ სხეული უნდა დაგვემალა მხოლოდ იმიტომ, რომ რას იფიქრებდნენ უცხო ადამიანები"

image

0
559
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0