x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
შეიძლება თუ არა იძულებით ვაქცინაცია? დადებითი და უარყოფითი მხარეები
image

იმისდა მიუხედავად, რომ სავალდებულო აცრა უკვე ორი საუკუნეა არსებობს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დამაჯერებელი სამეცნიერო კვლევა, რომელიც ამართლებს მსგავს ღონისძიებას .ძალზე მცირე რაოდენებით არსებობს.


თუმცა ზოგადად, წარსული ეპიდემიების გამოცდილება გვასწავლის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია შეიძლება იყოს ეფექტური საშუალება კოროვირისუსით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ძალიან ბევრი დამატებითი გაურკვევლობის ფაქტორები არსებობს, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას თავდაჯერებული პროგნოზები გავაკეთოთ.



გაკვეთილები წარსულიდან





სავალდებულო ვაქცინაციის ისტორია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. კანონი, რომელიც მასაჩუსეტსის მაცხოვრებლებს ავალდებულებდა ჩუტყვავილას წინააღმდეგ აცრას, მიღებულ იქნა 1809 წელს. ექსპერიმენტი წარმატებული იყო, ინფექციის გავრცელება შეწყდა - და მალე მსგავსი მოთხოვნების შემოღება მეზობელ სახელმწიფოებშიც დაიწყო. თუმცა, საკანონმდებლო ჩარჩოს პარალელურად, გაიზარდა რიგითი ამერიკელების უკმაყოფილება. ბევრმა მათგანმა კატეგორიულად უარი თქვა ვაქცინაციაზე და ამტკიცებდა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არღვევს მათ კონსტიტუციურ „სიცოცხლის უფლებას, თავისუფლებას და ბედნიერებისკენ სწრაფვას“. ამ მოთხოვნის კანონიერება რეგულარულად გასაჩივრებული იყო სასამართლოში და სასამართლო ხშირად იდგა მოქალაქის მხარეს.


შედეგად, შვიდი შტატი იძულებული გახდა გაეუქმებინა სავალდებულო ვაქცინაცია, რადგან და სასამართლო პროცესებს არ ჰქონდა დასასრული.



1905 წელს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ. ხელისუფლების მოთხოვნა სავალდებულო ვაქცინაციაზე აღიარებულ იქნა როგორც კანონიერი და სამართლიანი, ვინაიდან პირი, რომელიც უარს ამბობს აცრაზე, ზიანს აყენებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მის გარშემო მყოფებსაც.



ამრიგად, მასობრივი ვაქცინაცია სასარგებლოა საზოგადოებისთვის. სასამართლომ კი დაადგინა: "საერთო სიკეთის სახელით, ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეული სახის შეზღუდვას"



ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი სარგებელი აშკარაა: მასობრივი ვაქცინაცია არის ყველაზე იაფი და ამავდროულად ყველაზე ეფექტური გზა ნებისმიერი ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ინფექციების პრევენციის თვალსაზრისით, ის მხოლოდ მეორეა ეფექტურობის მხრივ სუფთა სასმელი წყლის შემდეგ.


ინგლისის Public Health (ინგლისის ეპიდემიოლოგიური სამსახური) შეფასებები აჩვენებს, რომ მას შემდეგ რაც 1968 წელს დაიწყო ინგლისელი ბავშვების წითელას საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია, ქვეყანამ მოახერხა ამ დაავადების დაახლოებით 20 მილიონი შემთხვევის თავიდან აცილება, რის შედეგადაც მინიმუმ 4500 სიცოცხლე გადაარჩინა. თუმცა, მიუხედავად ექიმების მხრიდან ღრმა დარწმუნებისა, ყველა სათანადოდ დამოწმებული ვაქცინაციის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ, იძულებითი ვაქცინაცია შეუძლებელია, რადგან ის ეწინააღმდეგება სამედიცინო ეთიკის ძირითად პრინციპებს, რაც მოითხოვს პაციენტის ინფორმირებულ თანხმობას ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე. იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური იმუნიტეტის შესანარჩუნებლად, აცრილი მოსახლეობის პროპორცია უნდა იყოს თანმიმდევრულად მაღალი, ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს ხალხი ვაქცინაციაზე მათრახის და თაფლაკვერის მეთოდით .



მათრახი ამ შემთხვევაში ნიშნავს ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა უფლებების შეზღუდვას (ეს არის არსებითად ლეგალიზებული დისკრიმინაცია), ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში - ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება თაფლაკვერს შეიძლება იყოს ფულადი ჯილდო ან სხვა სტიმულაციები.




კანონის სიმკაცრე და მათი შესრულება


დღეს 100 -ზე მეტ ქვეყანაში კანონის მიხედვით ვაქცინაცია სავალდებულოა მინიმუმ ერთი დაავადების წინააღმდეგ მაინც . მათგან 62 ქვეყანაში ანონი ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო - ძირითადად ეს სკოლის მოსწავლეებზე ვრცელდება, ზოგიერთ ქვეყანაში ფულადი ჯარიმაა: - მაგალითად, ჩეხეთში ან იტალიაში. ამ ქვეყნებში, წითელას გარდა, სავალდებულოა ვაქცინაცია დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ჰემოფილური ინფექციის, ჩუტყვავილას, ყბაყურას და წითურას საწინააღმდეგოდ. ანალოგიური მდგომარეობაა (მხოლოდ ჯარიმების გარეშე) ევროპის სხვა ქვეყნებში.


ამავდროულად, პარადოქსია, მაგრამ ფაქტი.დასავლეთის მდიდარ ქვეყნებში აცრის მოწინააღმდეგენი ხშირად უფრო მეტნი არიან, ვიდრე მესამე სამყაროს ქვეყნებში.


არა და ფაქტი ერთია: რაც უფრო იზრდებოდა აცრილი მოსახლეობის წილი, იქ საშიში დაავადებების გავრცელება თანდათან ქრებოდა - სანამ რაღაც მომენტში ისტორიის ქანქარა არ გადატრიალდა საპირისპირო მიმართულებით.


მათ ცხოვრებაში არასოდეს უნახავთ რეალური ეპიდემია, ადამიანებმა უფრო მეტად დაიწყეს ვაქცინების გვერდითი ეფექტებზე საუბარი, ვიდრე იმ დაავადებებზე, რომელთაგანაც ის მათ იცავს.



ასე მაგალითად, ჩეხი მშობლების ჯგუფს მცდელობა ჰქონდათ სკოლამდელი ასაკის ბავშვების სავალდებულო ვაქცინაცია არაკანონიერად ეღიარებინათ. თუმცა, ისევე როგორც საუკუნეზე მეტი ხნის წინ შეერთებულ შტატებში, მათი ინიციატივა წარმატებით არ დასრულდა .


სულ რამდენიმე თვის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება: დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქის პირადი ინტერესები არ შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე მისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.



თავად შეერთებულ შტატებში, სკოლანდელი ბავშვების სავალდებულო ვაქცინაცია ახლა უკვე აუცილებელი პირობაა 50 – ივე შტატში. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 1963 წელს მხოლოდ 20 შტატს ჰქონდა მსგავსი კანონი. თუმცა, დაავადების სტატისიტიკა იმდენად განსხვავდებოდა, რომ დანარჩენი შტატები ზედიზედ იღებდნენ კანონებს სავალდებულო აცრების შესახებ და 1980 წლისთვის საბოლოოდ დასრულდა.


დღემდე, იმ ქვეყნებში, სადაც კანონები უფრო მკაცრია, წითელას და სხვა ინფექციური დაავადებებზე, ავადობა უფრო ნაკლებია- რაც იმაზე მეტყველებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციებს უფრო დიდი ეფექტი აქვთ,


ავსტრალიამ დიდი ხანია შეუწყვიტა ბავშვებზე დაწესებული ფინანსური დამხარება იმ მშობლებს, ვინც არ უკეთებს ბავშვებს აცრებს ან აყოვნებს ვაქცინაციას. 2016 წლის იანვრიდან იკრძალება სავალდებულო ვაქცინაციაზე უარის თქმა(სამედიცინო მიზეზით გამოკლებული. ექვსი თვის განმავლობაში თითქმის 150 ათასმა ბავშვმ მიიღო გამოტოვებული ვაქცინაცია, ხოლო 2020 წლისთვის ქვეყანაში აცრილთა რაოდენობა გაიზარდა სამი პროცენტით (92% -დან 95% -მდე).


ერთი წლით ადრე, რელიგიური შეხედულებების მოტივით. კალიფორნიაში ვაქცინაცია აიკრძალა მოხდა, ის, რომ წითელა მასობროვად გავრცელდა.ჯერ ადგილობრივ დისნეილენდში და დაზარალდა აშშ -ის ათამდე შტატი, ასევე მექსიკა და კანადა.



ქმედება დაძალების სახით იწვევს უკურეაქციას


ინტუიცია გვკარნახობს, რომ ადამიანებს თუ აიძულებთ რაიმეს გაკეთებას, ზოგიერთ მათგანში ვლინდება წინააღმდეგობის ბუნებრივი რეაქცია - განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა განსაკუთრებით არ ენდობა ხელისუფლებას. მეცნიერული მტკიცებულება ამ ვარაუდს ადასტურებს.


ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მიერ ამ წლის დასაწყისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც განიცდიან ზეწოლას თავიანთი დამსაქმებლისგან - იქნება ეს პირდაპირი ბრძანება თუ რბილი, ან მკაცრი რეკომენდაციები, მათ ეწყებათ უკურეაქცია ეწყებათ და უმეტეს შემთხვევაში ისინი უარს ამბობენ აცრაზე.

”მედმუშაკებთან და განსაკუთრებით სოციალურ მუშაკებთან საუბარი აჩვენებს, რომ თანამშრომლების იძულებით აცრამ შეიძლება პარადოქსულად უკურეაქცია გამოწვიოს, რაც აძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას ვაქცინაციის მიმართ”, -გვაფრთხილებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, სკოლის პროფესორი სანდრა მუნიერ-ჯეკი.


2020 წლის დეკემბრში შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი წინააღმდეგობა მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკებში არ არის . როდესაც რესპონდენტები იგებდნენ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობის შესახებ, ეწყებოდათ უკურეაქცია და ამბობდნენ, რომ არა მარტო კორონავირუსის საწინააღმდეგოს, არამედ არც ჩუტყვავილას და მათთან დაკავშირებულ დაკავშირებულ აცრებს არ გაიკეთებდნენ.



P.S.საინტერესო ფაქტი: აშშ-ში თუ პირის გარდაცვალება ვაქცინაციამ გამოიწვია, ოჯახს კომპესაციის სახით 250 000 $ გადაეცემა.

0
144
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0