x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 სულელური მითი, რომლისაც ფილმების გამო გვჯერა
ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ის, რაც ფილმებში ხდება, ყოველთვის სიმართლე არ არის. თუმცა, ზოგიერთ კინომითს ყველა შეცდომაში შეჰყავს, რადგან მისი გამეორება, სხვადასხვა ფილმში, არაერთხელ მომხდარა.

აქ წარმოგიდგენთ კინოს რამდენიმე ფსევდოფაქტს, რომელიც აქამდე სიმართლე გვეგონა:


წამებით ყოველთვის შეიძლებ უტყუარი ინფორმაციის მოპოვება


image


ის, რომ ადამიანის ფიზიკური წამებით სიმართლის გაგება შეიძლება – რეჟისორების მოგონილი ფსევდოფაქტია. მეცნიერული თვალსაზრისით, ინფორმაციის გამოძალვის მსგავსი მეთოდი, შედეგს არ იძლევა. სავარაუდოდ, ნაწამები და შეშინებული ადამიანი, ოღონდ კი, წამება დასრულდეს და იმას იტყვის, რისი მოსმენაც მისგან უნდათ.
წამება — ეფექტური საშუალება არ არის, სიმართლის გასაგებად.



პოლიცია ზარის განხორციელების ადგილს 3 წუთში ადგენს


image


ფილმების მიხედვით, დამნაშავეს რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა აიძულო საუბარი, რომ პოლიციამ მისი ადგილ-მდებარეობა დაადგინოს – ეს რეალური ფაქტია, თუ საუბარი სტაციონალური ტელეფონით განხორციელებულ ზარს ეხება, რომელიც 1970 წლამდე, კომუტატორის დახმარებით მუშაობდა. კომუტატორების გაუქმების შემდეგ, უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ ამ ხრიკს ფილმებში ისევ იყენებენ.

რეალურად, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ზარი და საუბარი მობილური ტელეფონით ხორციელდება, ობიექტის მდებარეობის დადგენა, დროის მოკლე შუალედში – პრაქტიკულად, შეუძლებელია. გამონაკლის მხოლოდ მოწყობილობა წარმოადგენს, აქტივირებული GPS-ით, რომელსაც დამნაშავე აუცილებლად გათიშავდა და ეს რომ არც გაეკეთებინა, ამ სისტემიდან მონაცემის მისაღებად, მინიმუმ 30 წუთი მაინც არის საჭირო და დამნაშავე ამ ხნის მანძილზე, ერთ ადგილზე ნამდვილად არ გაჩერდება.


გაჩერებული გულის ამუშავება დეფიბრილატორის გამოყენებით შეიძლება


image


დეფიბრილატორით გაჩერებული გულის ამუშავება და მომენტალურად მკვდრეთით აღდგომა, – ჩვეულებრივი სიტუაციაა, რომელსაც ფილმებში ძალიან ხშირად იყენებენ. მაგრამ, ეს მხოლოდ კინომითია.

რეალურად, ადამიანის რეანიმირება, თუ მას გული გაუჩერდა, უკვე შეუძლებელია. ეს ხელსაწყო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ადამიანს გულის რითმი აქვს დარღვეული, რამაც შემდგომში, შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს. გულის რითმის დარღვევის შემთხვევაში, მონიტორზე არასტაბილურად მოძრავი ხაზი ჩნდება და არა სწორ ხაზი, როგორც ეს ფილმებშია.
ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, დეფიბრილატორს არ შეუძლია გაჩერებული გულის ამუშავება.


ქლოროფორმით ადამიანის დაძინება შეიძლება


image


ესეც ფსევდოფაქტია კინოდან. მომენტალურად ადამიანის დაძინება შეუძლებელია. იმისთვის რომ ის ეფექტი მიიღონ, რასაც ფილმებში აჩვენებენ, ადამიანმა მინიმუმ 5 წუთი მაინც უნდა ისუნთქოს ამ პრეპარატით. მხოლოდ ამის შემდეგ, შეიძლება გაითიშოს, მაგრამ მალევე მოდის გონზე. რაც შეეხება ღრმა ძილს, ამისთვის საჭიროა, რომ ქლოროფორმი მუდმივად ხვდებოდეს სასუნთქ ორგანოებში. თუმცა, ამ შემთხვევაში, შეიძლება ადამიანი, ამ ტოქსიკური პრეპარატით მოიწამლოს და გარდაიცვალოს.
ამრიგად, ადამიანის ქლოროფორმით, დიდი ხნით დაძინება, შეუძლებელია.


ორი იარაღით ერთდროულად სროლა, მტრის დამარცხების გარანტიაა


image


ე. წ. ბოევიკებში, მთავარი გმირები ხშირად მიმართავებ მტრებთან ბრძოლის ამ მეთოდს. ისინი ერთდროულად ორი იარაღიდან ისვრიან და ირგვლივ გვამების ცვენა იწყება.

ორი იარაღით სროლა, ძალიან ეფექტურია ეკრანზე, სანახაობრივი თვალსაზრისითის. მაგრამ რეალურად, ორი იარაღით ერთდროულად დამიზნება და სროლა შეუძლებელია. უფრო, მეტიც ორი იარაღით სროლის დროს, დამიზნება ერთი იარაღითაც შეუძლებელია.


წამლის პირდაპირ გულში შეყვანა – ჩვეულებრივი სამედიცინო პროცედურაა


image


ასეთი პრაქტიკა ნამდვილად არსებობს, მაგრამ არის უფრო ეფექტური – ინექცია ვენაში. ბუნებრივია, გულში გაკეთებული წამალი უფრო მალე იმოქმედებს, ვიდრე ვენაში. მაგრამ, გულში ჩხვლეტა ძალიან სახიფათოა, რადგან შეიძლება, გაჩენილი ნახვრეტიდან, სისხლდენა დაიწყოს.
გულში ჩხვლეტა, მედიცინაში, პრაქტიკულად არ გამოიყენება.


დახრჩობა ხმაურით ხდება


image


ფილმებში, ადამიანი, წყლიდან რამდენიმე წამით ამოყვინთვის მომენტში, შველას ითხოვს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ კინომითია. რეალურად – ადამიანები უხმოდ, ხმის ამოუღებლად იხრჩობიან, რადგან მოგუდვის მომენტში, რაიმე სახის ბგერის გამოცემა, ფაქტიურად, შეუძლებელია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს წყალში მოხვედრის გამო სტრესი აქვს ან პანიკაშია არის ჩავარდნილი, ეს უკვე შეშინაბაა და არა დახრჩობა. მას ამ შემთხვევაში, შეუძლია იყვიროს და დახმარება ითხოვოს.
ხმამაღალი ყვირილი, დახრჩობის მომენტში, უბრალოდ შეუძლებელია.


მაყუჩიანი პისტოლეტი – უხმაუროა


image


ეს სიმართლე არ არის. ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს ასეთი ტიპის იარაღთან, კარგად იცის, რომ მაყუჩი სროლის ხმას ამცირებს, მაგრამ სრულად არ აქრობს, როგორც ეს ფილმებშია ნაჩვენები.
მაყუჩი ხმას მხოლოდ ამცირებს, მაგრამ არ ახშობს.


თავის შეურაცხადად მოჩვენება ადვილია


image


სერიულმა მკვლელმა თავი შეშლილად მოაჩვენა და მას მხოლოდ შინაპატიმრობა მიუსაჯეს. არც ეს არის სიმართლე. ჯერ-ერთი, შეურაცხადობას დამტკიცება სჭირდება, – ეს კი რთული და ხანგრძლივი პროცესი არის. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავეს შეურაცხადად ცნობენ, მას სახლში არავინ გაუშვებს, თუნდაც შინაპატიმრობით. ის აუცილებლად მოხვდება გისოსებს მიღმა, სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელსაც მოიხდის და იმკურნალებს კიდეც.
შეურაცხადობა — სასჯელისთვის თავის არიდების საუკეთესო საშვალება არ არის.


დახურული ფანჯრიდან გაქცევა


image


როდესაც ოთახის კარებიდან გასვლის შესაძლებლობა არ არსებობს, კინოგმირები ფანჯრიდან ხტებიან და ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტი ეფექტის მოსახდენად, ეს ფანჯარა დახურული არის. შედეგად – მინა ჩამსხვრეულია, გმირი გადარჩენილია, თან ყოველგვარი ნაკაწრის და დაზიანების გარეშე.

ასეთი ილეთის გაკეთება საზიანო შედეგების გარეშე, მხოლოფ ფილმებშია შესაძლებელი, რადგან ფანჯარაში, ჩვეულებრივი მინის ნაცვლად, – შაქრით გაკეთებული, საკონდიტრო ფირფიტა არის ჩასმული, რომელსაც გატეხვის შემთხვევაში, ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც მინას, მაგრამ სახიფათო არ არის ჯანმრთელობისთვის.

imageimageimageimageimageimageimage






3
2285
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2285
  
2021, 29 სექტემბერი, 14:08
რუსულ იარაღს ВСС Винторез-ს ხმა საერთოდ არა აქვს. კომპიუტერის მაუსის დაკლიკების ხმა აქვს ფაქტიურად.
2021, 26 სექტემბერი, 14:30
მაყუჩანი პისტოლეტს ნამდვილად დაბალი ხმა აქვს, თუმცა სნაიპერული შაშხანის დაბალი ხმა გამორიცხულია, საპრესორი სროლის დროს შეუძლებალია მსროლელის ადგილმდებარებობის დადგენა
2021, 26 სექტემბერი, 0:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3