x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
დღის საუკეთესო დრო სწავლისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად

როგორ ფიქრობთ, დღის რომელი მონაკვეთი არის საუკეთესო გმნიშვნელოვანი ადაწყვეტილების მისაღებად — დილა, თუ საღამო? ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას საკუთარი გამოცდილება და მოსაზრება აქვს!


image


თუმცა, ნეირომეცნიერება, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხობს, რომ ეს — დილა არის. ძილის დროს თავის ტვინში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და მათ შორის, ერთ-ერთი — დღის მანძილზე მიღებული ინფორმაციის კონსოლიდაცია არის.

ღამე ნერვული სისტემა განსხვავებულად მუშაობს, რადგან არ არსებობს ყურადღების გაფანტვის ფაქტორები, ის ყველაზე მოსახერხებელ მოკლე გზას პოულობს ნეირონებში იმპულსების მოძრაობისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მაშინაც ვაგრძელებთ ფიქრს, როდესაც გვძინავს. ამიტომ, როდესაც ვიღვიძებთ, აზრები უკვე დალაგებულია და დილით მიღებული გადაწყვეტილება ბევრად უფრო კარგად არის მოფიქრებული.

საუკეთესო დრო გადაწყვეტილების მისაღებად კი, გაღვიძებიდან, 1-3 საათის პერიოდია, როდესაც ადამიანი დასვენებულია და თავს უფრო მხნედ გრძნობს, ვიდრე დღის დანარჩენ მონაკვეთში.

და კიდევ, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყველაზე კრეატიულები, სამუშაო საათების შუა ნაწილში, — 11-დან — 15 სთ-მდე პერიოდში ვართ. დროის ამ მონაკვეთში, ყველაზე კარგი იდეები შეიძლება რომ დაიბადოს.

გარდა ამისა, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, აქვე აღვნიშნავთ, რომ საუკეთესო დრო ახალი რამის შესასწავლად, მაშინ არის, როდესაც ტვინი ინფორმაციის შეგროვების რეჟიმში იმყოფება. ეს დრო კი, როგორც წესი, 10-00–დან — 14-00 საათამდე, ხოლო შემდეგ — 16-00 – 22-00 საათებს შორის დგება.

რაც შეეხება ღამის საათებში მეცადინეობას და მუშაობას, ვიდრე მაგიდას საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად მიუჯდებით, გახსოვდეთ, რომ ტვინის მიერ, ინფორმაციის აღქმის დონე, ყველაზე დაბალი, დილის 4-00–დან — 7-00 სთ–მდეა.

image

არხის სხვა სიახლეები:


თუ ფიქრობთ, რომ იღბალმა ზურგი გაქციათ... ეს ფოტოები ნახეთ და მიხვდებით, რომ თქვენზე ცუდ დღეში სხვები არიან


ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის


ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქვეყანაში ბანანის დეფიციტი შეიქმნა


«ვაქცინა მხოლოდ 6 თვის მანძილზე მოქმედებს» – განაცხადა ისრაელის COVID–მენეჯერმა


30 სასაცილო და საინტერესო ფოტო, გუნება–განწყობის ასამაღლებლად


ჩაიწერეთ და სულ თან ატარეთ – სამყაროს 8 უნივერსალური კანონი


პენსიაზე 22 წლის გოგონას სხეულით – მეცნიერებმა მარადიული ახალგაზრდობის «ელექსირს» მიაგნეს

0
99
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0