x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
პატარა სახლი სამი საძინებლით, რომლის ფარათი სულ რაღაც 28 კვ. მ.–ია

პაწაწინა სახლებში ყველაზე მეტად გამოირჩევა ის ელემენტი, რომელიც მისივე სახელშია მითითებული: ფაქტი, რომ ეს სახლები ნამდვილად მცირე ზომისაა ჩვეულებრივ სტანდარტულ სახლებთან შედარებით. თუმცა, გააჩნია ერთი მახასიათებელი, რომელიც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზემოთ ხსენებული ფაქტი – პაწაწინა სახლები სწორედ დაპროექტების შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმოუდგენლად ოპტიმიზირებული და უნივერსალური და ამასთან ისეთი ფუნქციონალური, როგორც კი შესაძლებელია. სტატიაში გთავაზობთ 28 კვ.მ. ფართის Payette მოდელის სახლს Tru Form Tiny – გან.


image

სახლს აქვს სოფლის სტილის ექსტერიერი ჰორიზონტალური ხის შემოფიცვრით.


image

წინა კარს შევყავართ თაღოვან მისაღებ ოთახსა და სამზარეულოში.


ეს უნივერსალური პაწაწინა სახლი, რომლის ფართი სულ 28 კვ. მ., სოფლის სახლის სტილშია შექმნილი ღია და მუქი ხის ფიცრების გამოყენებით. ლითონის სახურავი და უბრალო ფანჯრები თანამედროვე დიზაინის ელფერს აძლევს.



image

სხვენში განთავსებულ საძინებელში ასვლა კიბეებითაა შესაძლებელი, რომელშიც სათავსოებია ჩაშენებული.


image

დივანი პანორამული ფანჯრის წინ დგას, რომელიც სახლის ფოკუსს წარმოადგენს.


შიგნით არსებული სივრცე კარგად არის ოპტიმიზირებული, რაც შესაძლებელს ხდის 3 საძინებელი განთავსდეს. პირველი საძინებელი მთავარ სართულზეა გასაწევი კარის უკან. მაშინ როდესაც დანარჩენი 2 საძინებელი სხვენზეა მარჯვენა და მარცხენა მხარეს; იქ მოხვედრას კიბეების მეშვეობით შეძლებთ, სადაც ადგილის დაზოგვის მიზნით სათავსოებია დამონტაჟებული. სხვენის კედრის დახრილი ჭერი მასში ჩაშენებული ფანჯრით მყუდრო ატმოსფეროს ქმნის სახლში.


image

მისაღები ზონის მარჯვენა მხარეს მთავარი საძინებელია, რომელიც გასაწევი კარით იკეტება.


image

სახლის იატაკი არყის ხისგან არის შავ ფერში, ხოლო ჭერი – კედრის.


image

კედელზე თეთრი ჰორიზონტალური ფიცრები მისაღებ ოთახს ვიზუალურად უფრო ფართოს აჩენს და სოფლის სახლის სიმყუდროვეს სძენს.


image

სარეცხის მანქანა ჭკვიანურად არის დამალული კიბეების ქვეშ.


image

სხვენზე განთავსებულ საძინებელს დაბალი ჭერი აქვს მასში ჩამონტაჟებული ფანჯრით და ამასთან ოთახში რამდენიმე პატარა ფანჯარაა, რაც ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს.


image

სხვენის ზონიდან მთელ სახლზე კარგი ხედი იშლება.


ძირითადი სართულის დარჩენილი ნაწილი უკავია მისაღებ ოთახს, სამზარეულოს უჟანგავი მოწყობილობებით და ჩაშენებული თეთრი კარადებით, საკმაოდ ფართო სააბაზანო შეკვეთით დამზადებული საშხაპეთი. ინტერიერის დიზაინი მთლიანობაში სოფლის სტილშია გადაწყვეტილი, რომელიც ავსებს ამ პაწაწინა სახლის ექსტერიერს და მას თბილსა და მყუდროს ხდის.


image

სააბაზანო მოიცავს დაკვეთით გაკეთებულ ორიგინალურ საშხაპეს.


image

ამ პაწაწინა სახლის ფართი 306 კვ. ფუტს შეადგენს (28 კვ. მ.).



ასევე დაგაინტერესებთ:


ააშენეთ სააგარაკე სახლი იაფად და მარტივად


როგორ გადავაქციოთ პატარა აივანი ყველაზე მყუდრო და კომფორტულ ადგილად – პრაქტიკული და საინტერესო რჩევები


თანამედროვე აივნების ფანტასტიური დიზაინი – 55 პრაქტიკული რჩევა


ფანჩატურის მოწყობის 45 საოცარი იდეა


საძინებელის რომელი ფერებია დღეს ყველაზე ტრენდული


თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ


როგორ გამოვიყენოთ პლასტმასის ბოთლები – 50 საოცარი იდეა


აცმა თავისი ოცნების სახლი თვე–ნახევარში 9000 $ ააშენა


1
311
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
311
  
2022, 10 მაისი, 22:00
როგორი დიდი ჩანს, მშვენიერია :)
0 1 1