x
მეტი
  • 06.12.2021
  • სტატია:115425
  • ვიდეო:352832
  • სურათი:489353
თაღლითი 11 წელი უსხლტებოდა ხელიდან პოლიციას ტყუპისცალი ძმის წყალობით
image

"სულიერი გურუ " პოლიციას ცხვირწინ უსხლტებოდა ხელიდან.


რით არის ცნობილი ინდური კინო? დაკარგული და ნაპოვნი ძმების და დების ჩახლართული ისტორიებით, რომლებიც წარმოიშობა დაუჯერებელი გარემოებების ფონზე! ახლა კი მსგავსი ბოლივუდური ამბავი მოხდა თავად ინდოეთში, სადაც ადგილობრივი "ოსტაპ ბენდერი"11 წლის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებს აბითურებდა.


ამ ისტორიის გმირი არის რამ სინგ პორტე ჩატისგარჰის შტატიდან. ის პირველად პოლიციის ყურადღების ცენტრში მოექცა 2012 წელს, როდესაც მან მოატყუა ერთი ქალი და ყალბი სამკურნალო მცენარე მიყიდა. ქალბატონს აწუხებდა უცნობი დაავადება და ექიმებმა ვერ შეძლეს მისი დიაგნოზის დასმა.



პორტემ "შეიცოდა" საწყალი ქალი და უთხრა მას, რომ ჰქონდა წვდომა ასტრალურ სივრცეებზე, სადაც სულები კარნახობენ, სწორად როგორ უმკურნალოს დაავადებას.

- ეს არამზადა თავს ასაღებდა საიდუმლო მედიცინის მცოდნე გურუდ და ხალხს მედიკამენტების საფარქვეშ ასაღებდა ჩვეულებრივ მწვანილს. განუცხადა გამოცემა Vice-ს ადგილობრივმა პოლიციის ინსპექტორმა ჰარიშ საჰუმ. -

ბრალდებული თავად მოქმედებდა როგორც გურუ და არწმუნებდა უცნობი სენით დაავადებული ადამიანების ოჯახებს, რომ მათი ნათესავები "დემონებით შეპყრობილნი" იყვნენ და მათ სჭირდებოდათ მისი დახმარება, რათა "გაეთავისუფლებინა"


"გურუს" წამალი ძალიან ძვირი ღირდა - დაახლოებით ორი ათასი დოლარი, მაგრამ სასოწარკვეთილი ადამიანები მზად იყვნენ ყველაფერი გაეკეთებინათ საყვარელი ადამიანების დასახმარებლად. თუმცა, ინდოეთში, ასეთი თაღლითები ძალიან ხშირია, რადგან მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ჯერ კიდევ სჯერათ მაგიისა და ექიმბაშების ნათითხნი წამლების.


პორტე მარტო არ მუშაობდა, არამედ სამ თანამზრახველთან ერთად: რაჯმალთან, საურანგთან და რახულთან . მის თანამზრახველებს გაცილებით ნაკლებად გაუმართლათ - ყველა დააპატიმრეს 2012 წლიდან 2015 წლამდე და მხოლოდ მხოლოდ პორტე ვერაფრით დააკავეს ერთი პატარა საიდუმლოს წყალობით.


ფაქტია, რომ მას ჰყავდა ტყუპი იდენტური ძმა, რომელსაც პოლიცია დამნაშავის ნაცვლად მუდმივად მას აკავებდა. ჯერჯერობით უცნობია რამდენჯერ დააპატიმრა ხელისუფლებამ ნამდვილი პორტე და რამდენი - მისი "ასლი", რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიციელი ჩნდებოდა კარის ზღურბლზე, დაკავებული ყვიროდა, რომ ეს შეცდომაა და იგი ტყუპისცალია.

image

-ჩვენ შევძელით ნამდვილი პორტეს დაკავება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისმა ერთმა ახლობელმა გვითხრა, რომ დამნაშავე მოვიდოდა ადგილობრივ დღესასწაულზე, - განაცხადეს პოლიციაში. - ჩვენ ის პირდაპირ წვეულებაზე ავიყვანეთ და შევძელით აღიარებითი ჩვენების ჩამორთმევა.



პორტე ახლა სასამართლო პროცესს იზოლატორში ელოდება. მისი ტყუპისცალი ძმა გაათავისუფლეს. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოები ფხიზლად უნდა იყვნენ, რათა თაღლითმა არ მიწვიოს თავისი ძმა ციხეში.მისგან ყველაფერი მოსალოდნელია და შეიძლება კიდევ სცადოს პოლიციის მოტყუება.

0
210
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0