x
image
Lerato
იცით რა სარგებლობის და ზიანის მოტანა შეუძლია თხილეულს? რეცეპტი ხერხემლის ჯანმრთელობისთვის
image


თხილეულის სასარგებლო თვისებების შესახებ ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ უძველეს წარსულში იცოდნენ. მედიცინის მამა ჰიპოკრატე თვლიდა, რომ მისი მიღება განსაკუთრებით მათთვის არის აუცილებელი, ვისაც კუჭი, ღვიძლი და თირკმელები აწუხებს. თუმცა ისევე როგორც ბევრი სხვა პროდუქტის, თხილეულის მიღება უხვი რაოდენობით დაუშვეებელია, რადგანაც მას შეუძლია როგორც დიდი სარგებლობის მოტანა ჩვენი ორგანიზმისთვის, ასევე, როგორც აღმოჩნდა, ზიანისაც.


კაკალი – სასარგებლოა გულისთვის


image


ყველა თხილეული შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, მაგრამ კაკალში გაცილებით დიდი რაოდენობითაა ალფა-ლინოლენური მჟავა, რომელიც ეხმარება გულის არითმიისას, ასევე რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის – ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას, ამისათვის დღეში რვა ცალი კაკალი უნდა მიირთვათ. ის ძალიან მდიდარია ისეთი ვიტამინებით, როგორიცაა: A1, B1, B2, E, PP, C და ასევე, შეიცავს იოდს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, კობალტს, რკინას, თუთიას, მაგნიუმს... ზოგადად კაკალს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიანემიური, ბაქტერიოციდული, ანტისკლეროზული და თქვენ წარმოიდგინეთ, ონკოლოგიური დაავადებების შემაფერხებელი თვისებებიც კი.


მიწის თხილი ანუ არაქისი – სასარგებლოა ტვინისთვის



image


სინამდვილეში მიწის თხილი პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა, მაგრამ ბევრი მას თხილეულს მიაკუთვნებს. არაქისში არის ნიკოტინის მჟავა, რომელიც ასე საჭიროა ჩვენი ტვინისთვის, რადგან ხელს უწყობს დაზიანებული უჯრედების აღდგენას, რაც დამატებით დაცვას წარმოადგენს ალცჰეიმერის დაავადებისა და ასაკობრივი კოგნიტური დარღვევების განვითარების წინააღმდეგ. არაქისი ძალიან კარგი არჩევანია ვეგეტარიანელებისა და ფეხმძიმე ქალებისთვის. ამას გარდა, ისევე როგორც სხვა თხილეული, დიდი რაოდენობით შეიცავს ტვინისათვის სასარგებლო ცხიმოვან მჟავებსა და ვიტამინ E-ს.


პეკანი – ცუდი არჩევანი მათთვის, ვინც დიეტაზეა


image

ეს ამერიკული ჯიშის კაკალი ყველაზე კალორიულია, ცილების დაბალი შემცველობით. თუმცა, არ ღირს მაშინვე მისი რაციონიდან გამორიცხვა. თუ ზომიერებას დაიცავთ და მიირთმევთ მხოლოდ ნედლი სახით ან უცხიმოდ მოხალულს, ამით თქვენს ორგანიზმს და სხეულს ზიანს არ მიაყენებთ.


ნუში – ყველაზე სასარგებლოა მათთვის, ვისაც გახდომა უნდა


image


თითქმის ყველა თხილეული ერთნაირი რაოდენობის კალორიებს შეიცავს, მთავარია მათი ზომიერი რაოდენობით მიღება ორგანიზმს სარგებელი რომ მოუტანოს. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები და ცილები ხელს უწყობენ მადის დაქვეითებას. ზუსტად ამ თვისებითა და დაბალკალორიულობით გამოირჩევა ნუში. ამას გარდა, მდიდარია E ვიტამინით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ხელს უშლის სიმსივნურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. ნუში კალციუმისა და B ჯგუფის ვიტამინების წყაროა.


ბრაზილიური კაკალი – სასარგებლოა მამაკაცებისთვის


image

ბრაზილიური კაკალი სელენის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რომელიც ებრძვის პროსტატის კიბოსა და სხვა მამაკაცურ დაავადებებს. ერთი კაკალი ამ მინერალს დღიურ ნორმაზე მეტი რაოდენობით შეიცავს, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო მისი მიღებისას – შესაძლოა II ტიპის დიაბეტის განვითარება გამოიწვიოს. ასევე, პოზიტიურად ზემოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და აუმჯობესებს იმუნიტეტს. ის მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებითა და მიკროელემენტებით.


თხილეულისა და ხილის ნაზავი


image


დღეს სუპერმარკეტებსა თუ მაღაზიებში თხილეულისა და ხილის ნაზავის დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი. უპირატესობა მიანიჭეთ ნედლ თხილეულს ან ცხიმის გარეშე მოხალულს, იმ მიზნით რომ მაქსიმალური სარგებლობა მოუტანოს თქვენს ორგანიზმს. თავი აარიდეთ შაქრიანს ან შოკოლადიანს. ყურადღება მიაქციეთ საერთო კალორიულობასა და ნახშირწყლების შემცველობას რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.


თხილეულისა და ჩირის ნაზავი – სასარგებლოა ხერხემლისთვის


თუ თქვენ ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემებით იტანჯებით, შემოგთავაზებთ უნიკალურ რეცეპტს, რომლის გამოცდის შემთხვევაში, თავად დარწმუნდებით მის ეფექტურობაში:


5 ცალი გარგრის ჩირი (კურაგა)

5 ცალი ქიშმიში

1 ცალი ლეღვის ჩირი

1 ცალი შავი ქლიავის ჩირი

5 ცალი ნიგოზი

5 ცალი ნუში

1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი


ალბათ დამეთანხმებით, ძალიან მარტივი რეცეპტია თქვენი ხერხემლის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მიიღეთ ყოველდღიურად ძილის წინ ვახშმობიდან ორი საათის მერე 1 თვის მანძილზე, შემდეგ დაისვენეთ. ყველა ამ პროდუქტში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობენ მალთაშუა დისკების ქსოვილების აღდგენას და ხერხემლის მალებს უფრო მეტ ელასტიურობას ანიჭებენ.


ასევე დაგაინტერესებთ:


ნაყინი საუზმეზე? თუ რატომ უნდა მივირთვათ, იაპონელი მეცნიერები გვეტყვიან


ამ საშუალებამ მისი სიცოცხლე იხსნა – როგორ დაამარცხა ირლანდიელმა დენ მაქ დონალდმა მე-4 სტადიის სიმსივნე


რა გავლენას ახდენს ლოცვა ჩვენს ჯანმრთელობაზე – სამეცნიერო კვლევის შედეგები


9 მარტივი საშუალება ძვლოვანი სისტემის გასაძლიერებლად – როგორ ვებრძოლოთ ოსტეოპოროზს


5 სასმელი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას უწყობს ხელს


მეცნიერების მტკიცებით ოხრახუშს შეუძლია განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება



0
321
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0