x
მეტი
  • 21.01.2022
  • სტატია:116348
  • ვიდეო:353102
  • სურათი:490186
მე კი ჩემი სინანულიც მაქვს ნიკოსთან... უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას

image
ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას შესახებ, რომელიც ორიდე დღის წინ მოკლეს, ემოციურ პოსტს აქვეყნებს.


Nico Khvaratskhelia მეორე დღეა ადგილს ვერ ვპოულობ.
არ არსებობს იმაზე დიდი უსამართლობა რაც ამ ბიჭის მკვლელობაა.
მე კი ჩემი სინანულიც მაქვს ნიკოსთან... უკვე ვეღარ მოვასწრებ შეცდომის გამოსწორებას, მაგრამ ვისწავლი, რომ არასდროს გადავდო მიცემული პირობის შესრულება.
ცოტახნის წინ დამიკავშირდა და მთხოვა მისი პლატფორმის მომხმარებელი გავმხდარიყავი და იქ მეწერა, ფბთან ერთად ან თუნდაც ფბ-ის ნაცვლად. შემომთავაზა დიდი აუდიტორიისთვის კოვიდთან დაკავშირებულ კითხვბზეც მეპასუხა იმავე პლატფორმიდან. ვერ ვინელებ რომ ინტერივიუზე დროის სიმცირის გამო ვუთხარი უარი. მოვუბოდიშე, სოციალურ ქსელში აქტიურობას ისედაც ვერ ვახერხებ ჩემი გრაფიკის გამო და ორი პლატფორმიდან წერა გამირთულდებათქო. ანგარიში შევქმენით, მაგრამ მასთან აქტიურობა ვეღარ მოვასწარი ???? ფბმა მთლიანად შთანთქა ჩემი თავისუფალი დრო.
ვერ ვინელებ, რომ სათანადოდ ვერ დავაფასე მისი მონდომება, ქართული, სრულიად განსხვავებული და საინტერესო პლატფორმა განევითარებინა უმოკლეს დროში.
ჩემს სინანულს უკვე აზრი აღარ აქვს. დამაგვიანდა... ვეცდები მისი თხოვნა დაგვიანებით მაინც შევასრულო.
ესეც ჩემი ანგარიში Feedc-ზე. უახლოეს დღეებში ავითვისებ Feedc-ის წესებს და აუცლებლად დავწერ მისთვის.
მაპატიე, მომავლის ბიჭო, რომ ასე დამაგვიანდა. ვერ ვისარგებლე შენთან ურთიერთობის შესაძლებლობით.
ალბათ რამდენს ვისწავლიდი შენგან"-წერს ლელა გეგეჭკორი.
imageროგორც ცნობილი გახდა, მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელია ქართული პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
დღეს რუსთავი -2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რის მიხედვითაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის სავარაუდო მოტივად ვენდეტა სახელდება, რომელიც 20 წლის წინ, მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან არის კავშირში. მაშინ საკუთარ ავტომობილში ხელნაკეთი ბომბით ქართველი კანონიერი ქურდი, - დავით კაკულია, მეტსახელად, დათო "ტბილისკი" ააფეთქეს.

0
667
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0