x
მეტი
  • 23.10.2021
  • სტატია:115193
  • ვიდეო:354174
  • სურათი:489008
ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს უჩივლა და 5 მილიონ დოლარს ითხოვს
image

Netflix -ის ფილმი "ლაზიერის გამბიტი", რომელიც ამ კვირის ბოლოს "ემის" დაჯილდოვების 73-ცერემონიაზე ერთ-ერთი მთავარ ფავორიტად მოიაზრებდნენ გახდა "პაიკი" ლეგალურ თამაშში.


საქმე იმაშია ნონა გაფრინდაშვილი სასამართლოში უჩივის Netflix და კომპენსაციის სახით ითხოვს 5 მილიონ აშშ დოლარს მასზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის.



“ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ მისივე სქესია, თუმცა რუსეთში მას ეს უნიკალურად არ აქცევს. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის არის ქალი მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ”-ასე ამბობს ფილმის დასკვნით ნაწილში "თამაშის დასასრული" მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის კომენტატორი .როდესაც ფიქტიურ ბეტ ჰარმონიზე საუბრობს.




"მტკიცება, რომ გაფრინდაშვილი" არასოდეს შეხვედრია მამაკაცებს "აშკარად მცდარი, უხეშად სექსისტური და დამამცირებელია", აღნიშნულია გაფრინდაშვილის 25-გვერდიან საჩივარში.



1968 წლისთვის, როდესაც ეს ეპიზოდი ხდება, იგი ასპარეზობდა სულ მცირე 59 მოჭადრაკე მამაკაცთან (28 მათგანთან ერთდროულ სეანსში), მათ შორის ათამდე დიდოსტატთან: დრაგოლიუბ ველიმიროვიჩი, სვეტოზარ გლიგორიჩი, პოლ კერესი, ბოიანი. კურაჯიცუ, ბორის სპასკი, ვიშვანათან ანანდი და მიხეილ ტალი. ბოლო სამი იყო მსოფლიო ჩემპიონი თავის კარიერის განმავლობაში. ”-ციტირებს გამოცემა Deadline-ი.




"Netflix -მა თავხედურად და შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევებზე, რომელიც მიზნად ისახავდა იაფფასიანი და ცინიკურ ხერხით დრამის გაძლიერებას "ვითომდა რომ მისმა გამოგონილმა პერსონაჟმა შეძლო ისეთი რამის გაკეთება, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებიათ"-აღნიშნულია Rufus-Isaacs Acland & Grantham LLP-ის ადვოკატების განცხადებაში.



ლაზიერის გამბიტი — 2020 წლის ამერიკული ისტორიული დრამატული მინისერიალია, რომელიც ეფუძნება უოლტერ ტევისის 1983 წლის ამავე სახელწოდების რომანს. მისი სათაური მომდინარეობს საჭადრაკო პარტიის საწყის სვლათა კომბინაციიიდან „ლაზიერის გამბიტი“. Netflix-ისათვის სერიალი შექმნეს ალან სკოტმა და სკოტ ფრენკმა. ეს უკანასკნელი სერიალის რეჟისორი და სცენარისტია.



მინისერიალი, რომელშიც მოქმედება 1950-იან და 1960-იან წლებში ვითარდება, მოგვითხრობს ობოლი მოჭადრაკე, გამოგონილი პერსონაჟის, - ბეტ ჰარმონის (ასრულებს ანია ტეილორ-ჯოი) ცხოვრების შესახებ, რომელიც ალკოჰოლიზმისა და ნარკოდამოკიდებულების მიუხედავად, საჭადრაკო სამყაროში ერთ-ერთი მოწინავე ფიგურა ხდება.



„ლაზიერის გამბიტი“ გამოვიდა 2020 წლის 23 ოქტომბერს. ოთხ კვირაში „ლაზიერის გამბიტი“ იქცა Netflix-ის ყველაზე ნახვად სერიალად.კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა ანია ტეილორ-ჯოის მიერ შესრულებულმა ბეტ ჰარმონის როლმა. სერიალმა მიიღო დადებითი შეფასება საჭადრაკო საზოგადოებაში. მათი აზრით სერიალი ხელს უწყობს ხალხის ინტერესის გაღვივება ჭადრაკის მიმართ.

1
177
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
177
  
17 სექტემბერი, 17:15
გამარჯვებას გისურვებთ ქალბატონო ნონა, ჭკუა ასწავლეთ ნეტფლიქსელ აფერისტებს.
0 1 1