x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მსოფლიო რეკორდი ვაქცინაციაში: ჩინეთში ორივე დოზით მილიარდზე მეტი ადამიანი აიცრა
image
მილიარდზე მეტმა ადამიანმა დაასრულა კორონავირუსის ვაქცინაციის კურსი ჩინეთში. ინფორმაცია გაავრცელა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, მი ფენი, რომლის პრესკონფერენციის ჩანაწერიც გამოქვეყნდა დეპარტამენტის ვებგვერდზე.
”15 სექტემბრის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის 2, 16 მილიარდი დოზა იქნა ათვისებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქედან 1, 01 მილიარდმა ადამიანმა დაასრულა ვაქცინაციის სრული პროცესი, ” - განაცხადა მი ფენგმა.
ჩინეთის მოსახლეობის 76% -ზე მეტმა მიიღო COVID-19 ვაქცინის ორი დოზა. პეკინის ზრდასრული მოსახლეობის 97% ვაქინირებულია, ხოლოა ტიანძინის, შანხაის და ჯეძიანის პროვინციის მკვიდრთა 80% სრულად აცრილია, მათ შორის 12 წლიდან მოზარდებიც. ბოლო აღწერის მონაცემებით, ჩინეთში სულ 1, 41 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
ჩინეთმა დააჩქარა ვაქცინაციის ტემპი ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით ბოლოდროინდელი ლოკალური აფეთქებების შემდეგ. აგვისტოს ბოლოს, The Global Times– მა დაწერა, რომ ჩინეთში ვაქცინაცია მობილური ვაქცინაციის სადგურების მესვეობით, რომელიც საშუალებას აძლევს აცრები ჩატარდეს თუნდაც მაღალმთიან რაიონებსა და სოფლებში.
ჩინეთში პირველი ვაქცინა დამტკიცდა 2020 წლის დეკემბერში. "სინოფარმის" ეფექტურობა შეფასებულია 79.3%-ით. იმავე კომპანიის მეორე წამალი გამოიყენეს მიმდინარე წლის თებერვალში, ხოლო აპრილში იმავე კომპანიის მესამე ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყეს. წინა ვაქიცინებისგან განსხვავებით, ("სინოფარმი" და "სინოვაკი") რომლებიც დაფუძნებული იყო ინაქტივირებულ („მოკლულ“) ვირუსზე, ახალი არის ვექტორული.


ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში დაფიქსირდა კორონავირუსული ინფექციის 80 ახალი შემთხვევა.2021 წლის აპრილიდან მოყოლებული ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქისირებულა(ნახე ცხრილი)


საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში დაფიქსირდა 95, 413 ინფექციის შემთხვევა და 4, 636 გარდაცვალება.


სრულად აცრილი ქვეყნების ლიდერთა სია კი ასე გამოიყურება:


image

0
128
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0