x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტოებზე ასახული 10 ფაქტი, რომლის ახსნაც შეუძლებელია

ფოტოაპარატის გამოგონების შემდეგ, ადამიანები, ალბათ ფიქრობდნენ, რომ მათ, მომხდარი ფაქტის აღბეჭდვის შემთხვევაში, არაფერზე ფიქრი არ დასჭირდებოდათ. ბოლოს და ბოლოს, გამოსახულებაზე ხომ ის ფიქსირდება, რაც ფოტოგრაფის თვალწინ ხდება?.. და სამკითხაოც არაფერია! თუმცა, ამ ლოგიკური ვარაუდის მიუხედავად, ზოგიერთ ფოტოსურათს ახსნა არა აქვს! ეს ფოტოები უკვე ათწლეულებს ითვლიან, მაგრამ ახლაც კი, რთული კი არა, შეუძლებელია, იმის ახსნა, რაც მათზეა ასახული. შედეგად, ამ ფოტოების ირგვლივ, უამრავი გამოცანა და მითი გაჩნდა და ახლა უკვე რთულია, იმის გარკვევა, სად ტყუილია და სად მართალი...


1. მონსტრი ავსტრალიის წყლებში. 1964 წ, კუინზლენდი, ავსტრალია

image


როგორც ცნობილია, ავსტრალიაში უამრავი გველი და სახიფათო მწერია. მაგრამ, არც მისი სანაპირო წყლებია უსაფრთხო... და ვიდრე გაქცევით თავს უშველიდნენ, გაბედულმა ადამიანებმა ეს სურათი გადაიღეს.
ფოტო ფრანგი ფოტოგრაფის მიერ არის გადაღებული და მასზე, სავარაუდოდ, ასახულია უზარმაზარი გველია, რომლის სიგრძე, დაახლოებით, 24–25 მ. იქნება.


2. თანამგზავრი, რომელიც არავის ეკუთვნისimage


შავი რაინდი – ასე ეძახიან ამოუცნობ თანამგზავრს, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მოძრაობს. წლების წინ, ის პირველად რომ დააფიქსირეს, კოსმოსურმა ქვეყნებმა ერთმანეთში გაიკითხედ და მისი პატრონი ვერ იპოვეს.

ზოგი იმასაც ამბობს, რომ თანამგზავრი უცხოპლანეტელებს ეკუთვნის და მას ისინი, ჩვენზე დაკვირვებისთვის იყენებენ.


3. ჰესდალენის ნათება, ნორვეგიაimage


როგორც ცნობილია, ნორვეგია საუკეთესო ადგილია ჩრდილოეთის ციალზე დასაკვირვებლად. ხოლო, ჰესლადენის (ტრონფეიმის მახლობლად) იდუმალი ნათება, კიდევ ერთი მიზეზია სკანდინავიაში ჩასასვლელად.
ეს უცნაური ნათება, წელიწადში, დაახლოებით, 20–ჯერ ჩნდება. მაგრამ, ციალისგან განსხვავებით, მეცნიერებმა ამოვლენის ახსნა ვერ შეძლეს.



4. დინოზავრი სამოქალაქო ომის დროს. 18611865 წწ. აშშimage


ითვლება, რომ დინოზავრები, პლანეტაზე ადამიანების გამოჩენამდე, დიდი ხნის წინ ამოწყდნენ. თუმცა, ამ ფოტოზე, რომელიც სამოქალაქო ომის დროს არის გადაღებული, ჩანს რომ ჯარისგაცები რაღაც არსებასთან დგანან, რომელიც პტეროდაქტილს (ლათ. Pterodactylus) გვახსენებს.


5. ადამიანი, რომელიც უცხოპლანეტელებს შეხვდა. 1967 წ. ტეხასის შტატი, აშშimage


ხანგრძლივი დროის მანძილზე, ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ უცხოპლანეტეებთა ჰქონდათ კონტაქტი. თუმცა, მათ არავინ უჯერებდა... და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტეფან მიხალაკმა მტკიცებულება წარადგინა, ადამიანებმა ყურადღების გამახვილება დაიწყეს ამ ფაქტებზე.
რაც შეეხება აღნიშნულ შემთხვევას, საავადმყოფოში მიხალაკის გამოკვლევის შემდეგ, ექიმებმა დაადგინეს, რომ პაციენტის მუცელზე, გარკვეული სქემით განლაგებული ნიშნები დამწვრობის შედეგად იყო მიღებული. მაგრამ, როგორ და რატომ – ვარ დაადგინეს.


6. გოლიათის მუმიფიცირებული თითი image


ფულის ბანკნიტის მოცილების შემთხვევაში, ადამიანი იფიქრებს, რომ ეს ჩვეულებრივი მუმუფიცირებული თითია. თუმცა, ეს, დღევანდელი რეალობისთვის, წარმოუდგენლად დიდი თითია, რომელმაც სერიოზული კითხვები გააჩინა, როდესაც მესაფლავეებმა იპოვეს.
არსებული ინფორმაციის თანახმად, თითი 1985 წელს აღმოაჩინეს და მისი სიგრძე 38 სმ–ია. ხოლო, ასეთი თითის პატრონის სიმაღლე, მინიმუმ, 3, 5 მ. მაინც უნდა ყოფილიყო.


7. «დამბო» ხეზეimage


ამ ფოტოს შესახებ, არაფერია ცნობილი. როგორ მოხვდა საწყალი სპილო ფრინველის ბუდეში, – ვინ და რატომ ჩასვა იქ... ან იქნებ ეს ვინმეს ხუმრობაა? ამას, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ. მაგრამ, არასდროს დაგვავიწყდება, რომ ფრინველის ბუდეში სპილო ვნახეთ.


8. მობილური ტელეფონი, მის გამოგონებამდეimage


შესაძლებელია, ეს ფოტო მუნჯი კინოს მოყვარულებისთვის ცნობილი იყოს, რადგან ის, ჩარლი ჩაპლინის მიერ, 1928 წელს გადაღებული ფილმის ერთ–ერთი კადრია. ფოტოზე, თითქოს ყველადფერი ლოგიკურია, ეტლში შებმული ზებრის გარდა. თუმცა, ასე არ არის. კიდევ უფრო დიდი «ამოვარდნა», უკანა ფონზე მიმავალი ქალია, რომელიც მობილურ ტელეფონზე საუბრობს.


9. უცხოპლანეტელების «შემოსევა». 1997 წ. ფენიქსი, აშშimage


ეს მოვლენა უამრავმა ადამიანმა დააფიქსირა და როდესაც მსგავს რამეს ხედავ, ერთადერთი, რაც თავში მოგდია, – უცხოპლანეტელები არიან.

მსგავსი ამბავი 50–იან წლებშიც მოხდა. მაშინ აშშ–ს ხელისუფლებამ, ეს ფაქტი, ცაში სამეცნიერო ზონდების გაშვებით ახსნა. 1997 წ. მომხდარი ფაქტის ახსნა კი, არავის უცდია.


image


10. ბაბუა მისალოცად მივიდა...image


ყოველგვარი კონტექსტის გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ხანდაზმული ქალბატონის ფოტოსურათ, რომლის უკანა ფონზე, ვიღაც შემთხვევით მოხვდა. თუმცა, ამ სურათის გადაღების მომენტისთვის, ქალი უკვე 13 წლის ქვრივი იყო, ხოლო, ადამიანი უკანა ფონზე, – მისი გარდაცვლილი მეუღლე იყო...
სურათის გადაღების დროს, ის კადრში მარტო იყო. მაგრამ, როდესაც ფოტო გაამჟღავნეს, მასზე გარდაცვლილი მეუღლის მოჩვენებაც აღმოჩნდა. იმ დღეს ქალს დაბადების დღე ჰქონდა და როგორც მისი შვილიშვილები ხუმრობდნენ, ბაბუა მისალოცად მივიდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


imageimageimageimage




0
885
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
885
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0