x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ლიბანელმა პოლიტიკოსმა უკრაინელი და რუსი ქალები დაამცირა
image
ლიბანის გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ვიამ ვაჰაბმა, თოქ-შოუს დროს შეურაცხყო რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები და დააკავშირა ისინი ქვეყანაში პროსტიტუციის თემას.




როგორც თავად ვაჰაბი ამბობს, ლიბანის პრეზიდენტ მიშელ აუნთან ერთად განიხილავდა ქვეყანაში ტურისტული ბიზნესის აღორძინებას, ისევე როგორც მასან დაკავშირებულ პროსტიტუციის თემას. მან შესთავაზა პრეზიდენტს, რომ ამისთვის ჩამოიყვანოს ქალები რუსეთიდან ან უკრაინიდან.



-მე მას ვუთხარი, თუ ჩვენ ვართ პროსტიტუციის ქვეყანა, მაშინ მოდით, ათი ათასი რუსი და უკრაინელი ქალი შემოვიყვანოთ. - განაცხადა მან.

ვაჰაბმა დასძინა, რომ პრეზიდენტმა, მოულოდნელი წინადადების მოსმენის შემდეგ გულიანად გაიცინა.



მოგვიანებით პოლიტიკური პარტია "ალ ტავჰიდ ალ არაბი", რომელის ლიდერიც არის ვაჰაბი, ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და თქვა, რომ ის მხოლოდ სლავების სილამაზეს გულისხმობდა და პოლიტიკოსის სიტყვები არასწორად იქნა გაგებული.


თუმცა ბეირუთში უკრაინის საელჩომ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაგმო ლიბანელი ყოფილი მინისტრის საქციელი და მოითხოვა მისგან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში.


"ლიბანის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩო მკაცრად გმობს "ალ ტავჰიდ ალ არაბის" პარტიის თავმჯდომარის, ვიამ ვაჰაბის შეურაცხმყოფელ განცხადებებს და უკრაინის მოქალაქეების ღირსების დამცირებას ტელეკომპანია "ალ ჟადიდას" ეთერში და ითხოვს საჯარო ბოდიშს უკრაინელი მოქალაქეების მიმართ. "-ნათქვამი განცხადებაში.

image

0
651
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0