x
მეტი
  • 17.10.2021
  • სტატია:115027
  • ვიდეო:354126
  • სურათი:488889
"დაგასპოილეროთ? რაც მოხდება - ნამდვილად გაგაოცებთ" - რა პოსტს ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების შესახებ საგანგებო პოსტს ავრცელებს და "ჰაკიმ ფაშას" სახელით მისთვის გაგზავნილი ფაილების მონაცემებს აზიარებს: "დაგასპოილეროთ? გინდათ გითხრათ მე რომელმა პროფილმა გამომიგზავნა სუსიდან გამოჟონილი ფაილები და როდის?! რაც მერე მოხდება - ნამდვილად გაგაოცებთ. 12 სექტემბერი, 20:46 წთ, ჩემთან ეს ლინკები და ინფორმაცია ჰაკიმ ფაშამ გამოაგზავნა ! დედა მყავდა ცუდად და მეორე დღეს ვნახე ! (11:34) ჰაკიმ ფაშა ვისი ფსევდონიმია იცით ხო?! ჰოდა, რაის ნაცები? და თუ ნაცები - გამოიძიეთ. კრებსების სკანდალი - დღე მესამე. ვნახეთ, წავიკითხეთ, გავბრაზდით, აღვშფოთდით, და?! უნდა უსმენდეს თუ არა სუსი? ცხადია ! უნდა ყავდეს თუ არა აგენტები? ცხადია! უნდა ამუშავებდეს თუ არა ოპერატიულ ინფორმაციას? დიახ ! მაგრამ... ყველა მონაცემი უნდა იყოს დაცული, მათ შორის, პირადი ცხოვრების მასალები განადგურებული ! რას ერჩით იმ ხალხს, ვინც თქვენთან თანამშრომლობდა? რაც გამჟღავნდა და მომავალში უნდა გამჟღავნდეს? ხვდებით მაინც რამდენ ადამიანს დაუნგრიეთ ცხოვრება? რამდენი ადამიანი ცხოვრობს შიშით?! ეს იცის სამსახურში ყასბების, კაფელჩიკების, ნათესავების და არაპროფესიონალების დანიშვნამ ! საშიშროების სამსახური გახდით! რაც მოხდა ცხადია არის უდიდესი სისტემური კრახი ! სუსის უფროსი, მოადგილეებით, დეპარტამენტების უფროსების და ოტოს სრული შემადგენლობის ჩათვლით უნდა წავიდეს სახლში(ზოგიც ციხეში).ზედამხედველ პროკურორთან ერთად ! სისტემაში უნდა დაბრუნდეს ამ წლებში სამსახურიდან წასული ყველა პროფესიონალი ! ერთი პლუსი აქვს ლუსტრაციის პროცესს-ადგილობრივ არჩევნებზე სუსი როგორც გამწევი ძალა, პარალიზებულია! ხედავთ ბ-ნო ბიძინა? გინდა შინაური დანიშნე უფროსად და გინდა გარეული-ოპერი მაინც ოპერია ! დაგკრებსეს, დაგაფაილეს და დაგაარქივეს ! მასპინძელიც დაგარქვეს ნიკად ! დარწმუნებული ვარ გისმენდნენ კიდეც და კაცმა არ იცის სად ამოყოფს თავს ეს ჩანაწერები !"- წერს ელისო კილაძე. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა "ჰაკიმ ფაშას" სახელით მიიღეს, სათაურით - "სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ". ქართული მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში სასულიერო პირების სავარაუდო ბიზნეს საქმიანობებზე, ინტიმურ კავშირებზე, სექსუალურ ორიენტაციასა და წარსულ საქმიანობაზე, მათ შორის სავარაუდო ნარკოდამოკიდებულებაზეა საუბარი. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, ხათუნა გოგორიშვილმა ევროპული საქართველოდან და მამუკა ხაზარაძემ ლელოდან სასულიერო პირებთან, ჩანაწერებში ნახსენები თავიანთი საუბრების ავთენტურობა დაადასტურეს.



0
1143
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1143