x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კიდნეფინგის ეროვნული მახასიათებლები: რატომ იტაცებენ ბავშვებს ჩინეთში

image


ჩინეთი - შედარებით უსაფრთხო ქვეყანაა. საღამოს ქუჩებსა და პარკებში სეირნობისას ნაკლებად შეხვდებით აგრესიულ ხულიგნებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს. ყველაზე მეტად კი ქვეყნის მცხოვრებლებს და სტუმრებს ჯიბის ქურდები აღიზიანებთ, თუმცა ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზრდასრულებისთვის ციურ იმპერიაში ცხოვრება სრულიად უსაფრთხოა, თუმცა აი, რაც შეეხება ბავშვებს მათზე კი სერიოზულად უნდა გეშინოდეთ. ქვეყანაში პატარების გატაცება დიდი ხანია რაც სერიოზულ პრობლემად იქცა და ამ მხრივ სიტუაცია წლებთან ერთად მხოლოდ უარესდება.

image


იმის გასაგებად, თუ რამდენად სერიოზულია ჩინეთისთვის ეს პრობლემა, ღირს რომ თვალი სტატისტიკას გადავავლოთ. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 20, 000 ბავშვი იკარგება, რაც კვირაში 400 გატაცებას უტოლდება. მეტიც, იპარავენ არა მხოლოდ ჩვილებს, არამედ დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს და მოზარდებსაც კი.

image


დამნაშავეები ბავშვებს უშვილო ოჯახებზე გასაყიდად, პროსტიტუციისთვის ან უბრალოდ მონური შრომისთვის იტაცებენ. ზოგჯერ ისინი თავიანთ მსხვერპლებს ასახიჩრებენ და მათხოვრობას აიძულებენ. ბოლო წლებში კრიმინალური ბიზნესის კიდევ ერთი ფორმა გაჩნდა, ყველაზე მომგებიანი - გატაცება ტრანსპლანტაციის მიზნით.

image


ქვეყნის მონათა ბაზარზე ბიჭების ფასი გოგონებთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალია, და ის დაახლოებით 100, 000 იუანს შეადგენს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ სიბერეში მამაკაცი ოჯახის გამოკვებას შეძლებს. ჩინელებისთვის, ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში პენსიები მხოლოდ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთათვის არის გათვალისწინებული.


image


კიდნეფინგი პრობლემა ციურ სამეფოში უკვე დიდი ხანია, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80 -იანი წლებიდან არსებობს. ბავშვებზე მოთხოვნის მიზეზი სახელმწიფო პოლიტიკის "ერთი - ოჯახი ერთი შვილი"-ს ყოლაში მდგომარეობდა. ბავშვები, განსაკუთრებით კი ბიჭები, ქვეყანაში ნამდვილ დეფიციტად იქცნენ და მათზე ჩინეთის ქალაქებსა და სოფლებში ნამდვილი ნადირობა დაიწყო.


image


რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ეს უკანონო ბიზნესი იმდენად განვითარდა და გაძლიერდა, რომ ახლაც კი, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ის აყვავებას კვლავ განაგრძობს. დამნაშავე დაჯგუფებებისთვის და კანონის ცალკეული დამრღვევებისთვის ეს მარტივი ფულია. ბავშვის მოპარვა და დაინტერესებულ პირებზე გაყიდვა მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს. მოგეხსენებათ, პატარები რამდენად დაუცველები არიან, ხოლო ამ უზარმაზარ, მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში დიდ სირთულეს არა თუ ბავშვის, არამედ ზრდასრული ადამიანის პოვნაც კი წარმოადგენს.


image


დამნაშავეები სხვადასხვა მეთოდებსა და ხრიკებს იყენებენ, მაგრამ ყველაზე ხშირად ისინი ბავშვებს ქუჩაში იჭერენ, მანქანებში ტენიან და უგზო-უკვლოდ მიჰყავთ. ბავშვები, რომლებიც ბებია - ბაბუის მეთვალყურეობის ქვეშ არიან ასევე საფრთხე ემუქრებათ. ხშირად მათ მოხუცებს ხელიდან სტაცებენ, რომლებიც გამტაცებლების დაჭერას ვერ ახერხებენ.

image


ახალშობილებსაც კი იპარავენ სამშობიაროებიდან, ხშირად ასეთ გატაცებებში სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებიც მონაწილეობენ. ასაკით ცოტა უფროსებს იზოლირებულ ადგილებში იტყუებენ, და ნარკოტიკებისა ან მედიკამენტების საშუალებით აძინებენ. ხშირია ასევე მოზარდების სახლიდან გატაცების შემთხვევებიც. ამ დროს, დამნაშავეებს შეუძლიათ კარიც კი შეამტვრიონ, და იქიდან ყველაზე ძვირფასი - ბავშვი წაიყვანონ. პატარებს არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ტაივანშიც იტაცებენ, მაგრამ ყველაზე ცუდი რეპუტაციით ამ მხრივ ჩინეთის პროვინცია ჰენანი სარგებლობს, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირად დანაშაული სწორედ იქ ხდება და ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში დაკავებულ გამტაცებლებს შორისაც ყველაზე მეტად, რატომღაც ჰენანელები ჭარბობენ.


image


მთელ ამ დანაშაულებრივ ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გამტაცებელი 70 წლის ჰენანელი ბებია გახლავთ, რომლის ანგარიშზეც ასზე მეტი გატაცებული ბავშვია. დამნაშავე შემდეგი პრინციპით "მუშაობდა", ერთი შეხედვით, უწყინარი მოხუცი ქალი ქუჩაში ბავშვებს უახლოვდებოდა და მათ ნარკოტიკით გაზავებული ტკბილეულით უმასპინძლდებოდა, შემდეგ კი ხელჩაკიდებულ პატარებს თანამონაწილეებს გადასცემდა. ბებიის გარეგნობა, რომელსაც მძინარე ბავშვი ხელით მიჰყავდა, ეჭვს არავის უჩენდა, ამიტომ ქალი ამ სფეროში დიდი ხნის განმავლობაში და საკმაოდ ეფექტურადაც "მუშაობდა".


image


ჩინეთში გატაცებებს სხვადასხვა გზით ებრძვიან. საბავშვო ბაღები გარშემორტყმულია მაღალი ღობეებით, ვიდეოკამერებით, ბინები და სახლები აღჭურვილია უსაფრთხოების "ჭკვიანი" სისტემებით, ხოლო შეძლებული ჩინელები პირად დაცვასაც კი ქირაობენ. ერთი სიტყვით, ჩინეთის მკვიდრისთვის ბავშვი არა მხოლოდ ბედნიერებას, არამედ მუდმივი შიშის ფაქტორს წარმოადგენს. ადამიანების გატაცება, მათ შორის ბავშვებისაც მხოლოდ ჩინეთის პრობლემა არ არის. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც ამ საშინელ ბიზნესზე არიან სპეციალიზირებულნი.






0
309
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
309