x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ამერიკელმა გენერალმა ფარულად შეზღუდა ტრამპის მიერ ბირთვული დარტყმის შესაძლებლობა
image
ამერიკელმა გენერალმა, აშშ -ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ მარკ მილიმ, კაპიტოლიმის შტურმის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, ფარულად მიიღო ზომები აშშ -ის მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ, ბირთვული დარტყმის ბრძანების შეზღუდვის მიზნით. წერს ვაშინგტონ პოსტი ჟურნალისტ ბობ ვუდვორდისა და რობერტ კოსტას წიგნებზე დაყრდნობით.




გამოცემის თანახმად, მილიმ, ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომისიის გაერთიანებული შტაბის უფროსთან ლი ზცოჩენთან სატელეფონო საუბრისას, ის დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები არ განახორციელებდა ბირთვულ დარტყმას. პირველი ზარი იყო 2020 წლის 30 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ხოლო, მეორე იყო 2021 წლის 8 იანვარს, კაპიტოლიუმის შტურმიდან ორი დღის შემდეგ.




იმ დროს პეკინს სჯეროდა, რომ შეერთებული შტატები თავდასხმისთვის ემზადებოდა.


"გენერალ ლი, ჩვენ ხუთი წელია ვიცნობთ ერთმანეთს. თუ თავდასხმას დავაპირებთ, წინასწარ დაგირეკავთ. ეს არ იქნება სიურპრიზი."- განაცხადა მილიმ.




მან გააცნობიერა, რომ ჩინეთს შეეძლო თავდასხმა მოეწყო შეერთებული შტატებზე შესაძლო საფრთხის შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით, მილიმ დაურეკა ადმირალს, რომელიც ხელმძღვანელობს აშშ-ს შეიარაღებული ძალების ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობას და რეკომენდაცია გაუწია სწავლების გადადებას, ნათქვამია წიგნში. ადმირალი დაემორჩილა.




მილიმ მოუწოდა ოფიცრებს გადახედონ ბირთვული იარაღის გაშვების პროცედურას და თქვა, რომ მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია ასეთი ბრძანების გაცემა, მაგრამ, რაც მთავარია, მან თავად უნდა მიიღოს მონაწილეობა ამაში.



შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს აშშ -ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა ბრბო კაპიტოლიუმში შეიჭრა არჩევნების შედეგების პროტესტის ნიშნად. არეულობების შედეგად მოკლეს დემონსტრანტი და პოლიციელი, ხოლო კიდევ სამი დაიღუპა მიზეზებით, რომლელიც არ იყო დაკავშირებული ძალადობასთან.

0
183
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0