x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
საღამოს 6 საათის შემდეგ ამ პროდუქტების მიღება მავნეა!
საკვების ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის გამომუშავება, თუმცა ადამიანები ზოგჯერ მას იყენებენ კვებით სიამოვნების მისაღებად.



image



საკვები შეიცავს ისეთ ნივთიერებებებს, როგორიცაა ნახშირწყლები, ცხიმი, ცილები, ვიტამინები და მინერალები, რომელიც ზომიერი დოზით სასარგებლოა ორგანიზმისათვის. მაგრამ გადამეტებით საკვების მიღებას შეუძლია მავნებლობა. ასევე არსებობს პროდუქტები, რომლებიც დღის გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარ უნდა მივირთვათ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ და წარმოგიდგენთ 5 ტიპის პროდუქტს, რომელთა მირთმევა საღამოს 6 საათის შემდეგ მავნეა.



საღამოს 6 საათის შემდეგ ამ პროდუქტების მიღება მავნეა!




1. სითხეები.image


საღამოს საათებში სითხის მიღება იწვევს შეშუპებას. თუ დილით ადექით, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რომ შეშუპებული ხართ, არ შეგეშინდეთ, ეს იმ სითხის ბრალია, რომელიც გასულ საღამოს მიიღეთ. საღამოს საათებში მიღებული სითხე ადვილად ვერ გამოიდევნება ორგანიზმიდან, ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ მაქსიმუმ 19-20 საათი, მას შემდეგ არ მივიღოთ არანაირი სითხე, გარდა მწვანე ჩაისი, რომელიც არაჩვეულებრივი შარდმდენია და სითხეს ორგანიზმში არ შეაკავებს.






2. ალკოჰოლი.image

ცნობილია, რომ ალკოჰოლი არის თირკმელების მთავარი მტერი. და თუ საღამოს კვებას თან ახლდა მარილიანი და ცხიმიანი საკვების გამოყენება, მაშინ თირკმელებზე დატვირთვა იქნება კოლოსალური. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კატეგორიულად უნდა თქვათ უარი ალკოჰოლურ სასმელებზე, მაგრამ რეკომენდებულია მათი დალევა ძილამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.






3. "სწრაფი" ნახშირწყლები: ფქვილი და ტკბილეული.image

ფქვილი და ტკბილეული არის "სწრაფი" ნახშირწყლები, რომლებიც ორგანიზმის მიერ შეიწოვება რამდენიმე საათში. ამიტომ ძილამდე ადრე მათი მირთმევით თქვენ რისკავთ ნაწლავების დატვირთვას "მკვდარი მასით" მთელი ღამის განმავლობაში. ასევე, ამ პროდუქტების გამოყენება იწვევს რეგულარულ შეკრულობას.






4. მარილიანი... image
მარილი ხელს უშლის ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას. ამიტომ, შეშუპების ალბათობა მეორე დილით საღამოს მწნილის ჭამის შემდეგ ძალიან მაღალია.






5. ცხიმიანი საკვები.image
ცხიმიანი საკვების გადამუშავება-მონელებისთვის ორგანიზმს სჭირდება რამდენიმე საათი. ამიტომ, თუ ღამით აპირებთ რაიმე ცხიმიანის მირთმევას, გახსოვდეთ, რომ ნახევარი ღამე მოგიწევთ იტანჯოთ და ამავდროულად განიცადოთ კოშმარები და შემაშფოთებელი სიზმრები.




0
156
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0