x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
თალიბებმა ოჯახის თვალწინ მოკლეს სნაიპერი,რომელიც ბრიტანეთის სპეცრაზმში მსახურობდა
image

28 წლის მსროლელი, რომლის დანაყოფიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იყო ქვეყნის შეიარაღებაში, ქაბულში იმალებოდა.



ავღანელი სნაიპერი, რომელიც ბრიტანულ სპეცრაზმელებთან ერთად მსახურობდა, თალიბებმა დახვრიტეს, იტყობინება Times, გაერთიანებული სამეფოს არმიის პენსიაზე გასული პოლკოვნიკის- ეშ ალექსანდრე -კუპერზე დაყრდნობით.


"ის იმალებოდა ... მაგრამ თალიბებმა იპოვეს იგი. მათ რამდენჯერმე ესროლეს, ესროლეს მისი ოჯახის თვალწინ", - ამბობს ყოფილი სამხედრო პირი.



გამოცემის თანახმად, სნაიპერი იყო იმ ავღანელთა სიაში, რომელთაც სურდათ ევაკუაცია გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ ის ვერცერთ ბორტზე ვერ მოხვდა.

ეშ ალექსანდრე-კუპერმა სნაიპერის მკვლელობას პროგნოზირებადი უწოდა და დარწმუნებულია, რომ ასე დაემართება ავღანეთში დარჩენილ ყველა სამხედროს. მისი აზრით, ახალი მთავრობის განცხადება ამინისტიის შესახებ, ვინც უცხოელ სამხედროებთან თანამშრომლობდა, ბლეფია.


აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" წევრებმა ახალგაზრდა ქალი ცოცხლად დაწვეს ჩრდილოეთ ავღანეთში მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მომზადებული საჭმელი არ მოეწონათ. ამის შესახებ უფლებადამცველმა, ყოფილმა მოსამართლემ ნაჯლა აიუბიმ ტელეკომპანია Sky News- ის ეთერში განაცხადა.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბანმა აკრძალა მუსიკა და ქალების მუშაობა ადგილობრივ რადიოსადგურებზე ღაზნის ცენტრალურ პროვინციაში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რადიკალებმა გამოაცხადეს ნადირობა იმ ავღანელებზე და მათ ოჯახებზე, რომლებიც თანამშრომლობდნენ ნატოსა და შეერთებულ შტატებთან.

0
734
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
734
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0