x
მეტი
  • 20.10.2021
  • სტატია:115096
  • ვიდეო:354150
  • სურათი:488943
რელიგიის როლი ქალთა უფლებების კუთხით
ეპოქა დაუსრულებელი ცნებაა, რომელიც მუდმივად განიცდის პროგრესსა თუ სიახლეს. იყო დრო, როდესაც რელიგია, როგორც ცალკე მიმართულება არ არსებობდა, ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამდა თუ გამოხატავდა სიმპათიას ამა თუ იმ კერპისადმი. კერპები მალევე იმსხვრევა და მსოფლიო ასპარეზზე ქმედებებისა და იდების ახალი სისტემა ჩნდება, რომელიც რწმენას ეფუძნება, სწორედ ამ სისტემაში ერთიანდება ისლამიც, ბუდიზმიც და ქრისტიანობაც.

ყველა რელიგია სპეციფიკურად აღიქვამს და იაზრებს ადამიანის უფლებებს ინდივიდუალურ დონეზე და სწორედ ამ დროს ვაწყდებით მთავარ კითხვას, როგორ ან რანაირად არის დაცული რელიგიური კონტექსტის გათვალისწინებით ქალთა უფლებები??

რელიგია და ქალთა უფლებები :

მსოფლიოს რუკაზე ბევრი გადაადგილება თუ ცვლილება ხდება ხოლმე. ერთადერთი, რაც ხელშეუხებელი ინსტიტუტიაა რელიგია, რელიგია, რომელიც ცოტა „გადიდკაცებულია“ და ხშირ შემთხვევაში ქალთა უფლებების სტანდარტებსაც უგულებელყოფს. ჩემი ყურადღება ერთმნიშვნელოვან ფაქტზე მინდა შევაჩერო და ერთი რიტორიკული კითხვა დავსვა : მუსლიმი ქალებისთვის თავსაბურავის ტარება არის თუ არა მათი უფლებების დარღვევა საერთოშირისოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა კონვენციების მიხედვით?! ქალები საუკუნეების განმავლობაში არაერთ პრობლემასა თუ ბარიერს აწყდებოდნენ, იბრძოდნენ საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. რელიგია ერთ-ერთი ის ინსტიტუტია, რომელიც ქალებს ჩარჩოებში აქცევს და არ აძლევს მთავარს- განვითარების უფლებას, თითქოს რელიგიასაც სურს ყველა მას დაემსგავსოს ერთი ადგილის ტკეპნაში. მოდით ამ პატარა გადახვევის შემდგომ ჩემს რიტორიკულ კითხვას დავუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ ვუპასუხოთ მას, პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ ევროპის ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქალთა უფლებების აღიარება და დაცვა მნიშვნელოვანია ისეთი თავსაბურავების ტარება, როგორიცაა ბურქი და ნიქაბი აკრძალულია საჯარო სივრცეში, ანალოგიურ შემთხვევებს ვაწყდებით ბელგიაში, ლატვიაში, ბულგარეთსა და დანიაშიც. მსგავსი მიდგომით ამ ქვეყნებს სურთ ებრძოლონ ისლამურ სახელმწიფოებში გაბატონებულ პატრიარქალურ ხედვებსა და სამუდამოდ დაამსხვრიონ ის.

გარდა ამისა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავსაბურავების საჯარო ჩამოხსნის ცერემონიები იქცა მთავარ თავისუფლების აქტად მსოფლიოში, სადაც ქალები გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს იმ უფლებების შეზღუდვის გამო, რომელსაც მათ რელიგია ჩადრის ტარებით უწესებდა.



რელიგია - მალალა და სორაია

რელიგიამ პირდაპირ თუ ირიბად ბევრი ქალის უფლებებზე მოახდინა გავლენა. სამწუხაროდ, ამ გავლენას ხშირ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ პოზიტიურს, რადგან ბევრი ქალის სიცოცხლის მოსწრაფის მთავარი ბერკეტი სწორედ რელიგია გამხდარა.

მალალა, ეს იყო გოგო, რომელმაც სიჩუმეს ლაპარაკი ამჯობინა, ჩაკეტილობას თავისუფლება, რეგრესს პროგრესი, მონოლითურობას მრავალფეროვნება. ხშირად ასაკი მხოლოდ ციფრები რომ არის ამას 14 წლის პატარა, მაგრამ ბევრზე გაბედული და ძლიერი მალალაც ადასტურებს. ეს იყო გოგო, რომელიც შეულამაზებლად, ღიად და მკაფიოდ დაუპირისპირდა საკუთარ საზოგადოებაში არსებულ წესებს, რომელიც მას არ აძლევდა საკუთარი მთავარი განათლების უფლების მიღებისა და გავრცლების შესაძლებლობას. რა თქვა მალალამ? მალალამ თქვა მთავარი საკუთარი ბრძოლით, ის დაუპირისპირდა თალიბების უმკაცრეს ცენზურას და დოგმებს, მას არ შეეშინდა იმის, რისიც ბევრს ეშინოდა და სამწუხაროდ ეშინია დღესაც სამართლიან დაპირსპირებოდა რელიგიას. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ მას სურდა მთავარი საკუთარი პიროვნების განვითარება, რომლის მთავარი იარაღი განათლებაა, მალაზე საუბრის დროს ერთი ინგლიური ფრაზა მახსენდება : “ You have the right to go to school”, ეს სურდა მალალასაც სკოლაში სწავლა და რელიგიის, როგორც ქალთა დისკრიმინაციისკენ მიმართული ინსტიტუტის ნგრევა.

მალალა ერთადერთი არ იყო. ზოგადად სამართლიანობის ბრძოლას დიდი ისტორია აქვს, ქალებიც ხომ ყოველთვის სამართლინად იბრძოდნენ და ხშირ შემთხვევაში ძალიან პრინციპულადაც კი უპირისპირდებოდნენ რელიგიას, რომელიც ვაკუუმში ამყოფებდა მათ უფლებებს. ვინ იყო სორაია? ეს იყო ქალი, რომლის ისტორიამაც მსოფლიო გააოცა, გაოგნა, გააკვირვა და შეძრა. ის ქმარმა გაწირა, მისი მსხვერპლი გახდა და რატომ? იმიტომ, რომ ამ ქალმა უარი თქვა საკუთარ საზოგადოებაში ფესვგადგმულ მრავალცოლიანობაზე, მან გაიბრძოლა და გაილაშქრა ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რის შედეგადაც მისმა ქმარმა მას სრულიადაც ტყუილად ღალატი დააბრალა, რადგან მას ეს ყველაფერი გამოეყენებინა მისი დისკრეტიდაციისთვის, ყველაფერი გააკეთა რელიგიის თუ საზოგადოების უცოდნირობის გამო, რომ სორაია ჩაექოლათ. დიახ აქაც კარგად იკვეთება მთავარი, რომ საზოგადოება არასდროს უნდა იქცეს ბრბოდ არც რელიგიური ფანატმისა თუ სხვა მიზეზების გამო, სწორედ ეს ბრბო და რელიგიურ ფანატიზმი უშლის ხელს სხვადასხვა საზოგადოებას აღიაროს და დაიცვას ყველა მოქალაქის და მათ შორის ქალების უფლებები.

ირანის ისლამური რევოლუცია

ისლამი ყველაზე ახალგაზრდა რელიგია, თუმცა უკვე დიდი ისტორიით, 1979 წელი, წელი, რომელმაც თავდაყირა დააყენა ირანის ისტორია, თითქოს ცუნამივით გადაუარა ირანს და ყველაფერი კარგი წალეკა და ამ წალეკილზე სრულიად განსხვავებული ირანი დაბადა.

ირანი ისლამურ რევოლუციამდე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იყო განვითარებული, აქ ქალთა უფლებები მაქსიმალჯურად იყო დაცული, რაც გამოიხატებოდა იმაშიც, რომ მათ შეეძლოთ ფაბრიკა - ქარხნებში ემუშავათ, მაქსიმალურად მიეცათ საკუთარი ნიჭისთვის გზა ფართე, რომელიც დაეხმარებოდათ პროფესიულ თუ პიროვნულ ზრდაში. რევოლუციამდელი ირანი ნათელი მაგალითია წარმატებული სახელმწიფოში, სადაც ქალები გვევლინებიან მამაკაცის თანასწორად, ისინი გამოირჩეოდნენ განსხვავებული დასავლური ჩაცმის სტილით, მათ ამ კუთხითაც განსაკუთრებული თავისუფლება ქონდათ, ემუშავათ იქ, სადაც სურდათ და ჩაეცვათ ის, რაც სურდათ.

სხვათაშორის, ისლამური რევოლუციის შემდგომი მოვლენების ასაღწერად ქართველი მწერლის მურმან ლებანიძის სიტყვებს მოვიხმომ : „მაგრამ უცაბედად მატლი არეულა, ბორბალი უკუღმა დატრიალებულა.“ დიახ, ასე მოხდა ირანში რევოლუციის შემდგომ, ყველაფერი გაფერკმრთალდა, ქალთა უფლებებმა სრული ფიასკო განიცადა, შეიზღუდა, თან ისე შეიზღუდა, რომ ყველაფერი საპირისპორად დატრიალდა, ქალების დასავლური ჩაცმის სტილი სახეზე დაფარულმა ჩადრმა შეცვალა, სამეწარმეო ქარხნებში ვეღარსად ნახავდით ქალებს იქ მხოლოდ ჩაით ხელში მამაკაცები დაგხვდებოდნენ, თითქოს საქმის ხარისხსაც დაეტყო ეს ცვლილებები. თავისუფლებისა და გამოხატვის უფლება ქალებს წაერთვათ რელიგიებისა და ტრადიციების სახით მათ ფუნდამენტალური უფლებები შეეზღუდათ.
ირანის ისლამური რევოლუცია ნათელი მაგალითია იმის თუ როგორ გავლენას ახდენს რელიგია უფლებების კუთხით და როგორ ზღუდავს ის ქალებს გენდერული ნიშნით.

რევოლუციამ საკუთარი შედეგი ვერ გაამართლა, არადა რევოლუცია ხშირ შემთხვევაში იმიტომ ხდება, რომ რაღაც ცუდი უკეთესით შეიცვალოს, თუმცა რელიგიურმა რევოლუციამ კარგი ცუდით შეცვალა.


რელიგია, როგორც სიახლის მოშიშე

ზემოთ ვსაუბრობდით თუ რა გავლენა მოახდინა რელიგიურმა რევოლუციამ ქალთა უფლებებზე და როგორ შეიცვალა თანასწრუფლებიანი საზოგადოება უთანასწორო საზოგადოებად. აქედან გამომდინარე, მინდა ვისაუბრო რელიგიაზე, როგორც სიახლის მოშიშეზე, რელიგია დაბადებიდან თითქოს და საფუძველშივე რაღაც კუთხით ეფუძნება უთანასწორობას, მაშინ, როდესაც რელიგია ამბობს, რომ ქალი კაცის ნეკნისგან შეიქმნაო, ეს ფრაზა ხომ ცოტა ტრაგიკომედიაა, ტრაგიკული იმიტომ, რომ რელიგიური ინსტიტუსი რაღაც ნაწილი ამ იდეის ავტორებად და მიმდევრებად გვევლინებიან, ხოლო კომედიად იმიტომ, რომ ეს ყველაფერი სასაცილო და ალოგიკურია. მსგავსი ტიპის მიდგომებს საბაზის დონეზე ყველა რელიგიაში ვაწყდებით, მაგრამ არ ვსაუბრობთ, რატომ? იმიტომ, რომ გვეშინია კრიტიკის, არადა რეალურად რელიგიას ეშინია სიახლის და მუდმივად საჭიროებს ის პროგრესს, რატომ? იმიტომ, რომ პირველ რიგში მოხდეს ყველა ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქალთა როლის ზრდა რელიგიური იდეების გათვალისწინებით. რელიგიური ინსტიტუტები არ უნდა იქცნენ ქალთა უფლებების შემზღუდავ მექანიზმად, პირიქით, ისინი უნდა გვევლინებოდნენ, როგორც ჰუმანურ, ტოლერანტულ, თანასწორ და თავისუფალ იდეებზე მდგომნი.

ქართული სამღვდელოება და ქალთა უფლებები

საქართველოში ქართული სამღვდელოება ყოველთვის იყო და სამწუხაროდ დღესაც არის ის, რომელიც თავად უწყობს ქალთა უფლებების შეზღუდვას, ეს ყველაფერი იმაშიც გამოიხატება, რომ პატრიარქი და სამღვდელო პირები მუდმივად სვამენ აქცენტს თითქოსდა ქალს საკუთარი მეუღლის მორჩილება ევალება. რა თქმა უნდა სამღვდელოების მხრიდან გაკეთებული მსგავსი ტიპის განცხადებები ხდება ხშირ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ჩვენივე საზოგადოებაში შეიქმნას უთანასწორო გარემო . ქართული სამღვდელოება ამგვარ დამოკიდებულებას აფუძნებს პავლე მოციქულის წერილებს სხვადასხვა სახით, რომელიც ეპოსტოლის სახით არის წარმოდგენილი. პავლე მოციქულის ეპისტოლეში ცალსახად იკვეთება ის ფაქტორები, რომელიც ზღუდავას ქალთა უფლებებს, თუნდაც მისი ეპისტოლედან ამონარიდი : „პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა. თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ იდგება რწმენაში, სიყვარულში და სიწმინდეშიკდემამოსილებით.“ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქართული სამღვდელოება ამგვარი დისკრიმინაციული მიდგომების გამავრცლეებლად ითვლება. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის რელიგიური მიდგომები ხშირ შემთხვევაში ხდება ისეთი რადიკალური ჯგუფებისთვის, როგორიც ქართული მარშია ინტერპრეტაციის მიზეზი. ამ თემის მიმოხილვის დროს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არა თუ ტრადიციებმა ან რომელიმე ეპისტოლემ უნდა განსაზღვროს ქალთა უფლებები, არამედ ეს მათი უფლება იცხოვრონ და აკეთონ ის რაც მათ სურთ ყველანაირი შეზღუდვების გარეშე.


ავტორისეული ხედვა

ყველა ადამიანი იბადება, იზრდება, ვითარდება და განიცდის სოციალიზაციის პროცესს, ეს ხომ ინდივიდისთვის განუყოფელი ნაწილია, სოციალიზაციის პროცესის დროს ის აწყდება არაერთ სიახლეს, მარცხს, პროგრესსა თუ წარმატებას. ჩემი აზრით, რელიგიაც უნდა დაემსგავსოს ადამიანს ანუ რას ვგულისმობ ისევე, როგორც ადამიანი ვითარდება, ასევე უნდა განვითარდეს რელიგიაც. როდესაც რელიგიები მაქსიმალურად დაუახლოვდებიან პიროვნების სოციალიზაციის პროცესს, მაშინ ის იქნება ყველაზე წარმატებული და რაც მთავარია თანასწორი. დღევანდელი რელგიები საჭიროებს გადახედვას და რეფორმირებას, კი ადამიანებსაც ეშინიათ რელიგიის რეფორმირებაზე სუაბარი, ეს ძალიან ვრცელი და დიდიხნის პროცესია, მაგრამ იმისათვის, რომ ქალებმა შეძლონ რელიგიური კონტექსტის გათვალისიწენბითაც საკუთარი უფლებების ბოლომდე დაცვა, გაზიარება, გაანალიზება და ყველანაირ საზოგადოებრივ - პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა აუცილებელია რელიგის საძირკველში არსებული დისკრიმინაციული მიდგომების აღმოფხვრა.

ბევრ თემას შევეხე აქედან გამომდინარე მინდა შემოგთავაზოთ ყველა საკითხისადმი საკუთარი ხედვა:

1. მოვა დრო, როდესაც რელიგიას აუცილებლად დაუდგება ცვლილებების საჭიროება და რაც მთავარია ეს ცვლილებები მიმართული იქნება იმისაკენ, რომ ქალთა უფლებების განვითარება მოხდეს. ყველა რელიგიაში არსებობს კონკრეტული ნაწილი, რომელიც იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ჩანაწერებზე მსჯელობა და განხილვა, რადგან ვიღაცისთვის ეს არ გახტეს ადამიანის უფლებების შეზღუდვის მიზეზი;


2. ისლამურ სახელმწიფოებში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა. მნიშვნელოვანია ასეთ სახელმწიფოში ჰუმანური და რაციონალური ნაბიჯების გადაგმა რელიგიური კუთხითაც, რათა ქალთა უფლებები დაუბრუნდეს იმ გზას, რომელიც ისლამურ რევოლუციამდე არსებობდა;


3. ქართული სამღვდელოების რაღაც ნაწილი აიფონ 12-ის გამო სხვის უფლებებს თვალდაუხუჭავად შელახავს ან ჯიპის სანაცვლოდ შეიძლება ქალზე მიმართ განხორციელებული ძალადობაც გაამართლოს. დიახ, ეს კატატროფაა, კატასტროფა, რომელიც მოითხოვას საუბარს, დიახ მსგასი ტიპის ქმედებებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, რადგან არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც ამბიონიდან დაწყევლეს კონკრეტული პირი ან თუნდაც გაუმართლებიათ სექსიზმიც. იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის მიდგომებისგან განიწმინდოს ქართული ეკლესია ის საჭიროებს სრულ რეფორმაციას და რეორგანიზაციას. რადგან ეკლესია და რელიგია უნდა იყოს ყველა ქალის და ჩაგრულის უფლებების დამცველი;

4. ყველაზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ წარსულის გამოცდილება და დავიცვათ ყველა ქალის უფლება, ყველაფერთან ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.



0
3
შეფასება არ არის
ავტორი:ვანო გომურაშვილი
ვანო გომურაშვილი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0