x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
12 მსოფლიო ვარსკვლავი, რომელიც იმაზე დაბალია ვიდრე თქვენ გგონიათ
image


ჩვენს წარმოდგენაში მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი სახეები იდეალურები - მაღლები, სპორტულები და ლამაზები არიან, თუმცა ჩვენი ეს წარმოსახვა ყოველთვის როდი შეესაბამება სინამდვილეს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ტაბლოიდური ჟურნალებისგან განსხვავებით, პაპარაცულ ფოტოებზე ჰოლივუდის ერთი შეხედვით, სრულყოფილი ლამაზმანები და "მაჩოები" არც ისეთი იდეალურები არიან. საიდუმლოს არავისთვის წარმოდგენს ის ფაქტი რომ გავლენიანი გამოცემის გვერდებზე განთავსებული სელებრითების უნაკლო სურათები - პროფესიონალების მუშაობის შედეგია, რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იციან თუ სად და როგორ დააყენონ კამერა ისე რომ კადრში ისინი კიდევ უფრო ეფექტურად და უნაკლოდ გამოიყურებოდნენ. დღევანდელ სტატიაში გაგიმხელთ 12 ვარსკვლავის საიდუმლოს, რომლებიც იმაზე დაბლები არიან ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.




1. დენი ტრეხო


image


დენი ტრეხოს, რომელიც ორმეტრიან, ბრუტალურ მონსტრად გვეჩვენება, რეალურად საკმაოდ მოკრძალებული სიმაღლე აქვს, ამერიკელი მსახიობი არც მეტი, არც ნკლები - 167 სმ -ია.




2. კიმ კარდაშიანი


image


კიმი, რომლის ფიგურითაც ყველა ასეთი აღფრთოვანებულია, ალბათ, სიმაღლეში ცოტა გაზრდაზე უარს ნამდვილად არ იტყოდა. სკანდალური ტელევარსკვლავის სიმაღლე მხოლოდ - 159 სმ -ია.




3. რიზ უიზერსპუნი


image


ჰოლივუდის მშვენიერი მსახიობი და პროდიუსერი, რიზ უიზერსპუნი ბუნებამ მხოლოდ 156 სმ - ის სიმაღლით დააჯილდოვა.




4.მადონა


image


პოპ - მუსიკის დედოფალი მადონა საკუთარ მოცეკვავეეზე ყოველთვის უფრო მაღალი ჩანს, რაც საგანგებოდ შერჩეული კადრების დამსახურებაა. მომღერლის სიმაღლე მხოლოდ - 163 სმ-ია.




5. პაბლო პიკასო


image


უდიდესი ესპანელი მხატვარი და ქალების გულთამპყრობელი, პაბლო პიკასო არ გახლდათ მაღალი. გენიოსი სულ რაღაც 160 სმ-ის იყო.




6. ალისა მილანო


image


მომხიბვლელი ალისა მილანო ძალიან მინიატურულია - მისი სიმაღლე სულ რაღაც 157 სმ - ია.




7. ჰილარი დაფი


image


მილანოს მსგავსი სიმაღლე აქვს (157 სმ) ცნობილ ამერიკელ მსახიობს ჰილარი დაფსაც.




8. სალმა ჰაიეკი


image


სალმა ჰაიეკი - არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე 157 სმ სიმაღლე განსხვავებულად გამოიყურებოდეს.




9. ლედი გაგა


image


ეპატაჟური ლედი გაგა, თავისი 155 სმ - ის სიმაღლით, სულაც არ გამოიყურება პატარად. შეიძლება ნიჭი ვიზუალურად კიდევ რამდენიმე სანტიმეტრს ამატებს?




10. ნიკოლ რიჩი


image


და ისევ 157 სმ-ი, ამჯერად, საუბარია შესანიშნავ მსახიობსა და მომღერალ ნიკოლ რიჩზე. როგორც ჩანს, აღნიშნული სიმაღლე შემთხვევით არ ეძლევათ ნიჭიერ ქალბატონებს.




11. დასტინ ჰოფმანი


image


ოსკაროსანი დასტინ ჰოფმანის სიმაღლე კი სულ რაღაც 166 სმ-ია.




12. ევა ლონგორია


image
სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი თავისი 157 სმ -ის გამო არასდროს კომპლექსდებოდა, მეტიც, ის არა მხოლოდ წარმატებული მსახიობი და მოდელი, არამედ რესტორატორი და ტელეპროდიუსერიც გახდა.






0
2478
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2478