x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134489
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ისტორიული ფოტოები, რომლებსაც კარგად უნდა დააკვირდეთ, რამეს რომ მიხვდეთ

ისტორია მხოლოდ შთაგონების წყაროდ კი არა, შეიძლება, გაკვირვების მიზეზიც გახდეს. დღეს ბევრს ჰგონია, რომ წარსული მხოლოდ, ძველი ფოტოებივით, «შავ–თეთრი» იყო. მაგრამ, ასეთი აზრი, — უხეში შეცდომაა: ადამიანები წინა საუკუნეებში საინტერესოდ ცხოვრობდნენ და ისეთ აღმოჩენებს აკეთებდნენ, რომელზეც ჩვენ ვერც კი ვიოცნებებთ.

აქ წარმოგიდგენთ 10 ფოტოს, რომელიც, ალბათ, ბევრს არ უნახავს. მათზე ასახულია ჩვენი წარსულის საინტერესო მომენტები, რომლის დახმარებით, შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ ადამიანების ცხოვრებაზე, ათობით წლის წინ.


1. «Flying Black Nats»–ის მონაწილეები ივ. უნგერი და გლ. როი მაგიდის ჩოგბურთს თამაშობენ აფრენილი თვითმფრინავის ფრთებზე (1925 წ.)image


2. პროფესიონალ მყვინთავს კ. ბრაუნს ბაგირზე «ტიტანიკის» შემცირებული მოდელი აქვს გამობმული. კადრი ფილმიდან – «ამოიღეთ ტიტანიკი!» ( «Raise the Titanic», 1980 წ.)image


3. ამერიკელი ჯარისკაცები სუფრასთან მშვიდად ისხდნენ, ვიდრე ერთ–ერთმა მაგიდაზე ცხენით გადახტომა არ გადაწყვიტა.image


4. ორი მამაკაცი გზაზე მიდის. რატომ დადიოდნენ ასე? — საუკუნის საიდუმლოა. საფრანგეთი, გასული საუკუნის 30–იანი წლები.image


5. მოსასმენი მოწყობილობა, რომელსაც რადარების გამოგონებამდე, თვითმფრინავების აღმოჩენისთვის იყენებდნენ. ვაშინგტონი, 1921 წ. image


6. გოგონა ჩიკაგოს კანონის დარღვევის გამო დააკავეს, რომლის მიხედვით, პლაჟზე მოკლე ქვედაბოლოთი სიარული აკრძალული იყო. 1922 წ. image


7. ელვინ კელი ცნობილი, თავისი ექსტრემალური შოუებით გახდა. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე, ის მანჰეტენის «Chanin Building»–ის ცათამბჯენის 54–ე სართულზე დონატებს მიირთმევს და ყავას აყოლებს. 1939 წ.image


8. ეს მარსელები არ გეგონოთ, — მექანიკოსები და ინსპექტორები არიან, თვითმფრინავის ნაწილებით ხელში. ლაგუარდიას აეროპორტი, ნიუ-იორკი, 1941 წ. image


9. კაპიტანი რიჩარდ ბერდი ტყავის ჩაფხუტით პოზირებს, რომელიც სპეციალურად მისთვის, ჩრდ. პოლუსზე გადაფრენისთვის შექმნეს. 1926 წ. image


10. გოგონა, გასული საუკუნის 40–იან წლებში პოპულარულ მოწყობილობას იმაგრებს — ითვლებოდა, რომ ამ ნივთის ტარების შემთხვევაში, მის პატრონს ცხვირი დაუპატარავდებოდა.imageimageimageimageimageimageimageimage







0
739
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
739
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0