x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კალიფორნიაში კორონავირუსით გარდაცვლილ წყვილს ამქვეყნად 5 შვილი დარჩა, მათ შორის ერთი ახალშობილი
მასიასები


დანიელ და დევი მასიასები პანდემიის გამოცხადების დღიდან უკიდურესი სიფრთხილით იცავდნენ ყველა ნორმას, რათა კოვიდ-19-ით არ დაავადებულიყვნენ: ისინი სპირტით წმენდდნენ ყველა იმ ზედაპირს, რასთანაც შეხება ჰქონდათ და სამსახურის შემდეგ ყოველთვის იღებდნენ შხაპს, ხოლო პროდუქტების საყიდლად მიტანის სერვისით სარგებლობდნენ, თუმცა ეს ყველაფერი ვირუსის თავიდან აცილებაში მათ მაინც ვერ დაეხმარა.


კორონავირუსი თავდაპირველად დევი მასიასს აღმოაჩნდა. ეს მოხდა აგვისტოს დასაწყისში, როცა ახალგაზრდა ქალი მეხუთე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. ოდნავ მოგვიანებით კოვიდ-19 მის ქმარსაც დაუდასტურდა.


ექიმებმა მძიმედ ავადმყოფი დედის მუცლიდან 7 თვის ნაყოფი საკეისრო კვეთით ამოიყვანეს. ამ დროს 37 წლის ქალი უკვე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული და სიკვდილს ებრძოდა.



38 წლის დანიელ მასიასი იმავე საავადმყოფოში ებრძოდა კორონავირუსს, სადაც სულ ცოტა ხნის წინათ მისი მეუღლე მოათავსეს. მან საავადმყოფოში შეიტყო, რომ გოგონა შეეძინა. მედდებმა მას ახალშობილი ქალიშვილის ფოტო უჩვენეს, რის შემდეგაც ავადმყოფი მალევე დაიღუპა.


წყვილი ვაქცინირებული არ იყო. ისინი ზედმიწევნით იცავდნენ წესებს, მაგრამ ვაქცინა არ გაუკეთებიათ. 26 აგვისტოს ცოლი გარდაიცვალა, ხოლო 9 სექტემბერს - ქმარი.


მათი ბავშვებიდან, რომლებსაც უკვე აღარც დედა ჰყავთ და აღარც მამა, ყველაზე უფროსები - 8 წლის ბიჭი და 5 წლის გოგონა აცნობიერებენ, რომ მათი მშობლები ცოცხლები აღარ არიან, თუმცა ბოლომდე მაინც არ სჯერათ, რომ დედა და მამა სახლში აღარასოდეს დაბრუნდებიან.


გარდაცვლილი მასიასების 3 წლის გოგონა ამბობს, რომ მისი ოცნებაა, მამიკო სახლში მალე დაბრუნდეს. ის ვერ ხვდება, რომ მისი მამა მკვდარია. მან ჯერ არ იცის, რა არის სიკვდილი...


თუ ეს სტატია მოგწონთ და სურვილი გაქვთ, გაეცნოთ კიდევ უფრო მეტ სიახლეს ჩემგან, გადადით ლინკზე და მოიწონეთ ჩემი ფეისბუკ-გვერდი ან გახდით ჩემი გამომწერი. დიდ მადლობას გიხდით წინასწარ

0
271
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0