x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კიმ კარდაშიანი Met Gala-ზე თავიდან ფეხებამდე დემნა გვასალიას შავი ტყავში გამოწყობილი მივიდა
imageკიმ კარდაშიანი ჩავიდა ნიუ იორკში, Met Gala– ზე - კოსტუმების ინსტიტუტის ყოველწლიური ჩვენების გახსნაზე, სადაც ქართული წარმოშობის დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი სამოსში იყო გამოწყობილი.



კიმ კარდაშიანმა Instagram- ზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ტყავის შავი ქურთუკი, მაღალქუსლიანი შავი ჩექმები აცვია და ტყავის შავი ნიღაბი უკეთია. მას უკვე გამოეხმაურნენ წამყვანი მოდის გამოცემები - მაგალითად, Vogue- მ აღნიშნა, რომ კარდაშიანი "თავიდან ფეხებამდე დემნა გვასალიას ტყავში გამოწყობილი მივიდა".

image

image
image


Met Gala არის ერთ -ერთი ყველაზე მდიდრული და მნიშვნელოვანი მოვლენაა ნიუ იორკის სოციალურ ცხოვრებაში. ის ასევე არის ერთ -ერთი ყველაზე ხელსაყრელი ღონისძიება მსხვილი ფინანსური ფონდების მიზიდვისთვის.



ამ ორიოდე დღის წინ MTV Video Music Awards-ზე პოპ-მომღერალი ჯასტინ ბიბერი დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი სამოსით წარდგა, რამაც ძალზე გაამხიარულა სოციალური ქსელის მომხმარებლები:


" მხოლოდ მეგრელს შეუძლია, ერთ დროს ყველაზე პოპულარული თინეიჯერი და დღეს უკვე შემდგარი ვარსკვლავი, მოსკოველ ბომჟს დაამსგავსოს და ამაში ფული აიღოს."-წერენ სოცქსელში.

image

დემნა გვასლაია დაიბადა 1981 წელს სოხუმში, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში ხელოვნების ფაკულტეტზე, ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. მან საქართველოს 2000 -იანი ლწების დასაწყისში დატოვა.ამჟამად ის არის ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი. 2014 წელს დემნამ შექმნა პოპულარული ურბანული, ქუჩის სტილის ბრენდი VETEMENTS, 2016 წელს გამოცემამ Business of Fashion-მა დემნა გვასალია წლის პერსონად აღიარა. 2016 წლის Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე დემნა გვასალიამ აიღო წლის მზა ტანსაცმლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო, ხოლო Vetements გახდა წლის საერთაშორისო ქალაქური ლუქს კლასის ბრენდი.

0
279
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0