x
მეტი
  • 20.10.2021
  • სტატია:115096
  • ვიდეო:354153
  • სურათი:488942
დედამ შვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა ეფექტური კადრის გამო(ვიდეო)
image

თვალწარმტაცი კადრების გულისთვის, ახალგაზრდა ქალმა ჩაიდინა სრულიად უგნური ქმედება, რისთვისაც საზოგადოებამ იგი დაგმო ინტერნეტსივრცეში.



სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომლის ყურებაც საკმაოდ ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ. კადრებში დედას ხელჩაკიდებული მიყავს თავის პატარა პიჭი კლდის ნაპირზე, ბავშვს ეშინია და დედას ტირილით მიყვება, დედა რაღაცას ეუბნება ბიჭუნას (გაურკვეველია, არ ისმის). შემდეგ კი ამაყად პოზირებს კლდის კიდეზე და ბავშვი მუხლებზე უზის . ქალი მშვიდად გამოიყურება და როგორც ჩანს სიამოვნებს ეფექტური კადრები.ბიჭუნა კი დედაზე მაგრად არის ჩახუტებული. სავარაუდოდ ეშინია სიმაღლის.



საშინელი კადრები გადაღებულია ყირიმში, იუწყება kp.ru. ამ სანახაობამ გამოიწვია აღშფოთების ტალღა ინტერმეტმომხარებლებში.


წერენ, რომ დედა საფრთხეს უქმნიდა საკუთარი შვილის სიცოცხლეს, რომელსაც მხოლოდ ისღა დარჩენოდა შიშით ჩახუტებოდა დედას .

ასევე, მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ მშობელი, რომელიც ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდ ეფექტური კადრები ჰქონოდა, კი არ მიჰყავდა, არამედ ძალით მიათრევდა შეშინებულ ბავშვს კლდის პირას.



"ბავშვს ეშინია. შეხედე როგორ ეხვეწება დედას. მხოლოდ თუ რამე მოხდება, დედა, სამწუხაროდ, ვერ დაიცავს"


"ვაითუ კლდის ეს ნაწილი ჩამოიშალოს, სადაც ისინი სხედან, შეხედეთ ბზარია"


"შემდეგ კი ახალ ამბებშიი: ქალი ბავშვთან ერთად კლდიდან გადმოვარდა ... ამისთვის მას დედობა უნდა ჩამოერთვას!"


"რატომ ხვდებათ ბავშვებს ასეთ მშობლები? ამ ვიდოზე ნახვისას გული გამოიჩერდა ... და ვინ გადაიღო? ეგეც კაი უტვინოა"

(კომენტარებიდან)



კომენტარებში ისიც აღნიშნეს, რომ თუ ასე ძალიან უნდოდა ქალს კლდის პირას თვალწარმტაცი კადრი გადაეღო, საერთოდ რატომ მიაღებინა ბავშვს ამაში მონაწილოება? განა მის გარეშე არ შეეძლო?რატომ ჩააგდო არა მარტო ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში, არამედ ფსიქოლოგიურადაც სტრესულ მდგომარეობაში ამყოფა? მომხმარებელებმა გამოლანძღეს ვიდეოს ავტორიც, რომელიც დათანხმდა მონაწილეობა მიეღო ამ უგუნურ წამოწყებაში.



0
384
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0