x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მისი ყველას ეშინოდა-ყველაზე გავლენიანი,სასტიკი და დაუნდობელი მაფიოზის ისტორია სსრკ/ რუსეთში
image

27 წლის წინ, 1994 წელს მოსკოვში მანქანაში ააფეთქეს, ყველაზე გავლენიანი და სასტიკი მაფიოზი სსრკ-ს და რუსეთის ისტორიაში სერგეი ტიმოფეევი, მეტსახელად "სილვესტრი".მან ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ძალიან ბევრი მტერი შეიძინა, მისი ყველას ეშინოდა და ამასთანავე ყველას სძულდა.მკლელობა კი შეეძლო შეეკვეთა იაპონჩიკს, ბორის ბერეზოვსკის, მისავე მოკლულ კვანტრიშვილის ან "გლობუსის" ხალხს და ა.შ.



ერთ-ერთ ყველაზე სისხლიანი მაფიოზის ისტორიას ქვემოთ გაეცნობით.



სერგეი ტიმოფეევი დაიბადა 1955 წლის 18 ივლისს ნოვგოროდის რაიონის სოფელ კლინში მოშენსკში (1961-1963 წლებში ბოროვიჩსკის სოფლის რაიონში). ეროვნებით რუსი. სწავლობდა სოფელ ფილისტოვოს (მდინარე უვერის მახლობლად) საშუალო სკოლაში, სადაც, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, მუშაობდა ტრაქტორისტად კოლექტივში. ამის გარდა უყვარდა სპორტი და ბევრს ვარჯიშობდა .. 1973 წელს იგი გაიწვიეს ჯარში. მსახურობდა მოსკოვში, კრემლის ელიტარულ პოლკში. 1975 წელს ტიმოფეევი თანაკლასელთან ერთად საბოლოოდ გადავიდა მოსკოვში, სადაც ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში ორეხოვო-ბორისოვოს რაიონში და მუშაობდა მექანიზაციის სამმართველოში.



მოსკოვში ტიმოფეევი დაინტერესდა ხელჩართული ბრძოლით და გახდა სპორტული ინსტრუქტორი გლავმოსტროის საბინაო და კომუნალური მომსახურების სამმართველოში. მალე ტიმოფეევი დაქორწინდა და დასახლდა შიპილოვსკაიას ქუჩაზე. ტიმოფეევმა განაგრძო ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება, დაინტერესდა კარატეთი.


ის ოფიციალურად ზეინკლად იყო გაფორმებული და ამავე დროს კერძო გადაზიდვებს ასრულებდა, თუმცა სასურველი შემოსავალი ვერ მოჰქონდა.




1980-იანი წლების შუა ხანებში ტიმოფეევი დაუკავშირდა ორეხოვოს შპანას და წამოიწყო სათითეებით თამაშის ბიზნესი. 1989 წლის ივლისში ტიმოფეევი დააკავეს მოსკოვის კრიმინალური საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მის ბანდასა და აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლებს შორის მასობრივი ჩხუბის შემდეგ .

image

თუმცა, "მურის " ხელმძღვანელობის მოთხოვნის მიუხედავად, აღეძრათ ტიმოფეევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, გამომძიებელმა ვლადიმერ ნოვიკოვმა, საქმის ფაქტობრივი მასალების საფუძველზე, გადაწყვიტა ტიმოფეევის გათავისუფლება.



მოგვიანებით ტიმოფეევმა მოსკოვის სამხრეთ გარეუბანში დაიმორჩილა ყველა კერძო გადამზიდავი, სათითეებით მოთამაშე თაღლითები და მანქანის ქურდები.


თანდათანობით, ტიმოფეევმა სულ უფრო და უფრო მეტი გავლენა მოიპოვა შპანას შორის, მისი უმცროსი ძმა, "ივანოვიჩ უმცროსი", რომელმაც მოგვიანებით საკუთარ თავზე აიღო ბანდის ნაწილის ხელმძღვანელობა, აქტიურად ეხმარებოდა მას ამ საქმეში.



გორბაჩოვის "კოოპერატივების კანონის" მიღების შემდეგ, ტიმოფეევმა შექმნა საკუთარი დაჯგუფება, რომლის ხერხემალი შედგებოდა ყოფილი ახალგაზრდა სპორტსმენებისგან. მათი მთავარი პროფესია რეკეტი იყო.



ტიმოფეევის, (უკვე მეტსახელად "სილვესტრი") ბრიგადას, შეტაკება ჰქონდა ჩეჩნებთან იუჟნის პორტის ბაზარზე.


image

კავკასიელებთან საბრძოლველად სილვესტრი შეხვდა სოლცევსკაიას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერს სერგეი მიხაილოვს (მიხასი) და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტიმოფეევი და მიხაილოვი ერთად მუშაობდნენ.



1989 წელს სერგეი ტიმოფეევი, სერგეი მიხაილოვი, ვიქტორ ავერინი და ევგენი ლიუსტარნოვი (ლიუსტრიკი) დააპატიმრეს კოოპერატივი "ფონდიდან" ფულის გამოძალვის ბრალდებით. მაგრამ ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა კოლექტიური შეთქმულების არსებობა, რის გამოც მხოლოდ ტიმოფეევი წავიდა ციხეში.


სილვესტრმა სასჯელი მოიხადა ბუტირკას ციხეში და გაათავისუფლეს 1991 წელს.



გათავისუფლების შემდეგ, სილვესტრმა მოახერხა ერთიანი კრიმინალური სტრუქტურის შექმნა, რომელიც მისი მმართველობის ქვეშ აერთიანებდა ორეხოვო-ბორისოვოს არეალში მოქმედ მცირე დაჯგუფებებს. მოკლე პერიოდში ტიმოფეევმა ხარკი დაუწესა მოსკოვის სამხრეთით მდებარე ყველა მსხვილ ორგანიზაციასა და საწარმოს, ასევე კაფეების, რესტორნების, ღამის კლუბების და ინდმეწარმეების უმეტესობას.



ორეხოვოს ორგანიზებული კრიმინალური ბანდა მუდმივი ომით ართმევდა ტერიტორიებს სხვა დაჯგუფებებს, რამაც გამოიწვია გაჭიანურებული კრიმინალური გარჩევები. ზოგიერთი ცნობით, იმ დროს რამდენიმე "სლავური წარმოშობის" ქურდმა სილვესტერს შესთავაზა კანონიერი ქურდი გამხდარიყო, მაგრამ მან უარი თქვა.

image


ცოტა მოგვიანებით, სილვესტერმა შეიძინა გავლენიანი ნაცნობები, რაც დაეხმარა მას სწრაფად მოქცეულიყო კრიმინალური იერარქიის მწვერვალზე. ის მეგობრობდა ყველაზე ცნობილ და გავლენიან ქურდებთან.


ერთი ხანობა, ორეხოვოს ბანდა სოლნცევოს დაჯგუფთანაც კი გაერთიანდა, რათა მოსკოვში სხვა ეთნიკურ ჯგუფებს უფრო ეფექტურად დაპირისპირებოდნენ.


კონფლიქტების მოგვარებისას ტიმოფეევი ზოგჯერ მიმართავდა "იზმაილოვცევის", "გოლიანოვცევის", "ტაგანცევის", "პეროვცევის" დახმარებას. ტიმოფეევს ასევე ჰქონდა კავშირი ეკატერინბურგის დაჯგუფებასთან, რომლებმაც დომოდედოვოს აეროპორტიდან მიღებული შემოსავლის წილის სანაცვლოდ მას ურალის ბიზნესის ნაწილი დაუთმეს, მათ შორის აქციები უმსხვილეს პრივატიზებულ მეტალურგიულ საწარმოებიდან.


1992 წელს ტიმოფეევი ხელმეორედ დაქორწინდა ოლგა ჟლობინსკაიაზე და მიიღო ისრაელის მოქალაქეობა. მოგვიანებით, ოლგა ჟლობინსკაია ხელმძღვანელობდა მოსკოვის სავაჭრო ბანკს, სადაც 1994 წელს ბორის ბერეზოვსკის კომერციულმა სტრუქტურამ, "რუსულმა საავტომობილო ალიანსმა" განათავსა სახსრები. ბანკმა ბერეზოვსკის ფული აღარ გადაუხადა, რამაც დაძაბა ურთიერთობა სილვესტერს და ბერეზოვსკის შორის .


1994 წლისთვის სილვესტერი კონფლიქტში იყო მოსკოვის სხვა კრიმინალური დაჯგუფებების მნიშვნელოვან ნაწილთან, მათ შორის ეთნიკურ დაჯგუფებებთან.

სილვესტრი სათითაოდ იღებდა კონტროლს ბანკებზე და იშორებდა ყველას, ვინც მის გზაზე გადაუდგებოდა. ტიმოფეევი ასევე დაინტერესდა ნავთობის ბიზნესით, რის გამოც მას ჰქონდა კონფლიქტი რუსი სპორტსმენების პარტიის ხელმძღვანელთან, ოთარი კვანტრიშვილთან. მათ ვერ გაიყვეს ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა.

image

1994 წლის 5 აპრილს კვანტრიშვილი სნაიპერმა მოკლა. ეს გახმაურებული მკვლელობა ორგანიზებული იყო სილვესტრის ბრძანებით მედვედკოვსკაიას ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერის, გრიგორი გუსიატინსკის (გრინია) და სერგეი ბუტორინის (ოსია) მიერ.


1993 წლის დასაწყისში ტიმოფეევს უთანხმოება ჰქონდა კავკასიური მაფიის ცნობილ მფარველთან, კანონიერ ქურდ "გლობუსთან" (ბაუმანის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი)მათ კლუბი "არლეკინო"-ზე კონტროლი ვერ გაიყვეს.ალბათ, ეს კლუბი მხოლოდ ფორმალური მიზეზი იყო, რომლის მიღმა იმალებოდა კავკასიურ და სლავურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების შემდეგი რაუნდი. სილვესტერმა გადაწყვიტა "გლობუსის" მოშორება.


1993 წლის 9 აპრილის ღამეს გლობუსი იმ დროს მოკლეს, როდესაც ЛИС’С-ის დისკოთეკიდან გამოდიოდა ოლიმპიისკის პროსპექტზე.


1994 წლის 17 იანვრის საღამოს, მოკლეს კრიმინალური ავტორიტეტი ვლადისლავ ვანერი, მეტსახელად ბობონი, გლობუსის მარჯვენა ხელი.


სილვესტერი თვალის დაუხამხამებლად იშორებდა კონკურენტებს.


1993 წლის ზაფხულში (სხვა ვერსიით - 1994 წლის ზაფხულში) სილვესტერი გაფრინდა შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვდა იაპონჩიკს. სავარაუდოდ, მან ნება მისცა ტიმოფეევს, რომ ემართა მთელი მოსკოვი. თუმცა, ეს ინფორმაცია ბევრმა უარყო.


1994 წლის 7 ივნისს, სეილვესტერმა ხელი აღმართა ამჯერად ბერეზოვსკიზე. ნოვოკუზნეცკაიას ქუჩაზე, "ლოგოვაზის" შენობასთან, როდესაც ბერეზოვსკიმ გაიარა დანაღმული მანქანა აფეთქდა . აფეთქების შედეგად დაიღუპა ბერეზოვსკის მძღოლი, თავად ბერეზოვსკი კი დაიჭრა.



ბერეზოვსკის მკვლელობის მცდელობამ აჟიოტაჟი გამოიწვია მედიაში, პრეზიდენტმა ელცინმა გამოაცხადა, რომ რუსეთში "დანაშაულებრივი უკანონობა სუფევდა".ამის შემდეგ სილვესტრის სავაჭრო ბანკმა დაუბრუნა თანხები ბერეზოვსკის .



1994 წლის 14 ივნისს სილვესტერის ცოლი ოლგა ჟლობინსკაია და ტიმოფეევის კრიმინალური ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს.


17 ივნისს "გაერთიანებული ბანკის" ოფისში აფეთქდა ბომბი, რომლის მთავარი აქციონერი იყო "ლოგოვაზი."



1994 წლის 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ტიმოფეევი ბიზნესმენ ანდრეი ბოკარევის საკუთრებაში მყოფი Mercedes-Benz 600SEC მანქანაში აააფეთქეს როგორც კი სილვესტერი მანქანაში ჩაჯდა და ტელეფონზე დაიწყო საუბარი, მოხდა აფეთქება, აფეთქების ტალღამ მობილური ტელეფონის კორპუსი 11 მეტრში გადააგდო.

image

სილვესტერის მკვლელობამ კოლოსალური დარტყმა მიაყენა ორეხოვსკაიას ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს.

სერგეი ტომოფეევს დარჩა ვაჟი და ქალიშვილი.

რაც შეეხება ტიმოფეევის უმცროს ძმას.პროტოკოლის თანახმად 2008 წლის მისი ძმა ხანძარმა იმსხვერპლა.


image

0
2751
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2751
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0