x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ნახეთ, როგორ მზადდება ნივთი, რომელიც ყველა ჩვენგანს გამოუყენებია- წარმოუდგენელია!
რა არის ის ნივთი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღე იყენებს, ან უბრალოდ ცხოვრებაში არაერთხელ გამოუყენებია? ალბათ გიჭირთ წარმოდგენა, თუ რა შეიძლება იყოს. არც საწოლია ეს, არც კბილის ჯაგრისი და არც სკამი. ეს არის ფანქარი. დიახ, ფანქარი.



image


ფანქარი — არის ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს სამაგრს, რომელშიც მოთავსებულია ნახშირი, გრაფიტი ან მშრალი საღებავი. გამოიყენება საწერად, სახატავად და ხაზვისთვის.



დღეს პოპულარული ფანქრის პირველი სახე გაჩნდა XIV საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არსებობდა სპეციალურ სამაგრზე დამაგრებული მასალა (ძირითადად, ვერცხლის ან ტყვიის), XIV საუკუნეში გაჩნდა თიხის მსგავსი შავი ფიქალი. გრაფიტული ფანქრები გაჩნდა XVI საუკუნეში. ხის ფანქარი პირველად ნახსენებია 1683 წლის ერთ-ერთ დოკუმენტში. 1719 წელს გერმანიაში, ნიურნბერგთან დაიწყო გრაფიტული ფანქრების გამოშვება.




General Pencil არის მსოფლიოში უძველესი საოფისე აღჭურვილობის კომპანია. 1889 წლიდან იგი აწარმოებს სხვადასხვა ფანქრებს, ცარცებს და სხვა აქსესუარებს. ფოტოგრაფი კრისტოფერ პეინი ეწვია General Pencil-ის ერთ -ერთ ქარხანას და გადაიღო ფანქრების დამზადების პროცესი. მოდით, ვნახოთ თუ როგორ მზადდება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკანცელარიო ნივთი.



imageასე გამოიყურება ნედლეული, საიდანაც ფანქრები მზადდება. ეს არის გადამუშავებული გრაფიტი.






შემდეგ ნედლეული თბება სპეციალურ ღუმელში, რათა მათგან ტენიანობა ამოაშრონ.imageimage





შემდეგ საფეხურზე კი უკვე გამყარებულ ნედლეულს ათავსებენ პერფორირებულ სათლებში არსებულ ცხელ ცვილში, რის შემდეგაც უკვე ცალკე განათავსებენ გასაგრილებლად. imageimage




ასე მზადდება ფერადი ნედლეული და ის ისეთი რბილი და მყიფეა, რომ ხელით ხდება მისი ჩაწყობა. imageimage




გრაფიტის ნედლეულს ფანქრებში სპეციალური დანადგარის საშუალებით ათავსებენ და ფანქრის ნახევრების შეერთება ხდება წებოს დახმარებით. imageimage




მზა ნაწარმს კი ეძლევა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფორმა. image





მზა ფანქრები კი იფარება საღებავის ოთხი ფენით.image





მომდევნო ეტაპია ფანქრის ბოლოებზე ლითონის ფორმების დამაგრება საშლელებისთვის და რა თქმა უნდა, თავად საშლელებიც... image





შემდეგ, უკვე მზა ფანქრები ითლება. image




ამ პროცესის ბოლო ეტაპია ფანქრების გაწმენდა და შეფუთვა წარმოებაში გაშვებისთვის. imageimage


1
627
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
627
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1