x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ არასდროს არ მკითხაობენ ბოშები ბოშებს
image


ყველა ჩვენგანისთვის ბოშები მკითხაობასთან ასოცირდებიან. ის რომ ამ ერის ქალები ფულს წინასწარმეტყველებითა და მომავლის განჭვრეტით შოულობენ, ამის შესახებ სიმღერებშიც მღერიან და წიგნებშიც ნათქვამია, ხოლო ამაში კიდევ ერთხელ რომ დარწმუნდეთ საკმარისია უახლოეს ბაზრამდე ან მატარებლის სადგურამდე ფეხით გაისერნოთ. თუ ბოშებს შემთხვევით სადმე გადააწყდებით, ალბათობა იმისა, რომ ისინი მკითხაობას შემოგთავაზებენ ძალიან მაღალია, თუმცა თქვენ ვერსად ნახავთ ბოშებს, რომლებიც საკუთარ თანამემამულეებს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მოდით, ვნახოთ რასთან არის ეს დაკავშირებული.


image


არსებობს მოსაზრება, რომ ბოშები, რომლებიც თავისი მანიპულაციებით და სიცრუისკენ სწრაფვით არიან ცნობილი, მაგიას უბრალოდ არ ცნობენ, მაგრამ ეს ასე არ არის - ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ძალიან ცრუმორწმუნენი არიან და წინასწარმეტყველების, ბედისწერისა და სხვადასხვა მისტიკური ნიშნების ძალიან სჯერათ. თავად ბოშები დარწმუნებულები არიან, რომ ამ საოცარი ნიჭისა და იდუმალი ცოდნის მქონე ადამიანი თავის მომსახურებას "გაჯოს" ბაზარზე, ანუ უცნობებს არასდროს შესთავაზებს.





ვერსია 1: ბოშური წესიერება


image


ამბობენ, რომ ბოშების წრეში საკუთარი ხალხის მოტყუება მიღებული არ არის, შესაბამისად აღნიშნული წესი მკაცრად არის დაცული. მკვლევარი ბაკლენდ რაიმონდი თავის წიგნში "ბოშები. ცხოვრების საიდუმლოებები და ტრადიციები" წერს, რომ ამ ხალხისთვის მომავლის განჭვრეტა მიუღებელია და ითვლება, რომ ასეთ ცოდნას კარგის მოტანა არ შეუძლია. ბოშები მიჩვეულები არიან ერთი დღით ცხოვრებას - მათ ეს მრავალსაუკუნოვანმა გაჭირვებამ და დევნამ ასწავლა.




ვერსია 2: ბოშები პრაგმატიკოსები არიან


image


არსებობს უფრო მარტივი ახსნაც. სავარუდოდ, ბოშები ყველა სახის მკითხაობას უფრო სკეპტიკურად უყურებენ, რაც მათთვის მხოლოდ ფულის შოვნის საშუალებაა. ცნობილია, რომ მომავლის განჭვრეტისას, ტაბორის მკითხავები ძირითადად, ფსიქოლოგიის ცოდნასა და ჰიპნოზის ელემენტარულ უნარებს იყენებენ.


image


შეიძლება ითქვას, რომ ბოშები ადამიანს უბრალოდ ატყუებენ, რომელიც ფსიქოლოგიურად მზად არის რომ მოტყუვდეს. ისინი მას იმას ეუბნებიან, რისი მოსმენაც სურს და ამაში ზებუნებრივი არაფერია. ბოშები მშვენივრად ხვდებიან რომ თავისივე თანამოქალაქეებისგან ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებენ, რადგან ეს არაკეთილსინდისიერია, და მეორეც, მათ შორის არც იმდენი გულუბრყვილო ადამიანია. ამრიგად, ისინი ასეთ "არაკომერციულ" მკითხაობაში აზრს ვერ ხედავენ.





ვერსია 3: მისტიკური


image


ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბოშები საკუთარ თანამემამულეებს მომავალს სწორედ ეზოთერული თვალსაზრისით არ უწინასწარმეტყველებენ. თუკი მომავლის განჭვრეტის უნარი - ღვთის მიერ ნაბოძები საჩუქარია, მაშინ უნდა არსებობდეს გარკვეული აკრძალვები და შეზღუდვები. საკუთარი თავისთვის, ახლობლებისა ან მეგობრებისთვის მომავლის განჭვრეტა შეიძლება ბოშებმა როგორც "გაცემა" ისე შეაფასონ.


image


ბოშები ცრუმორწმუნე ნაცნობებისთვის მომავლის განჭვრეტისთვის მიღებულ რაიმე სახის კარმულ სასჯელს სამყაროს კანონებში ჩარევად განიხილავენ. უცხო ადამიანი მკითხავთან კი მოგეხსენებათ, რომ მჭიდროდ დაკავშირებული არ არის და მიღებულ ინფორმაციაზეც პასუხისმგებელი შესაბამისად, მხოლოდ თავად არის, თუმცა ბოშებს საკუთარი თანამემამულეებისთვის საფრთხის შექმნა ნაკლებად სავარაუდოა რომ სურდეთ.



0
567
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
567