x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აბსურდული არგუმენტები და განცხადებები სასამართლო სხდომაზე, რამაც ბრალდებულები ციხისგან მართლა იხსნა

კრეატიულ ადვოკატზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? მას ხომ ისეთი აბსურდული მიზეზების მოფიქრება შეუძლია თავისი კლიენტისთვის, რომ გარანტირებული ციხეც შეიძლება აარიდოს. წარმოგიდგენთ სასამართლო სხდომებზე ყველაზე აბსურდულ განცხადებებს, რომლებიც ბრალდებულებს მართლა დაეხმარათ:

1. იაპონელი ქალი სერენა კოზაკურა, რომელიც საცურაო კოსტუმების მოდელად მუშაობდა დაკავებამდე, გაასამართლეს კერძო საკუთრებაში შეჭრისა და ქონების განზრახ დაზიანებისთვის. კერძოდ, პროკურორებმა მოითხოვეს, რომ მოდელი 14 თვით დაესაჯათ იმ მიზეზით, გოგონამ შეყვარებულის ღალატზე გამოჭერის მიზნით, მისი ბინის კედელში ხვრელი გააკეთა, შიგნით შეაღწია და რაც გზაზე შეხვდა ყველაფერი დალეწა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა მოწმემ დაინახა და დაადასტურა გაცეცხლებული ქალის ქმედება, მაგრამ სერენას დასაცავად კიდევ ორი მოწმე წარსდგა. სერენამ თავის დასაცავად თქვა, რომ მისი შთამბეჭდავი ბიუსტის გარშემოწერილობა დაახლოებით 100 სანტიმეტრია, რითაც უბრალოდ ფიზიკურად ვერ გადაძვრებოდა 70 x 20 სმ ზომის ხვრელში. ხანგრძლივი გაზომვების, საგამოძიებო ექსპერიმენტებისა და მათემატიკური გამოთვლების შემდეგ, სასამართლომ მიიღო ასეთი პიკანტური არგუმენტი და გოგონა გაათავისუფლა.image

2. ტორონტოში წვეულების დროს, როდესაც ყველა დათვრა და გაითიშა, ერთ-ერთმა გოგონამ გაიღვიძა და აღმოაჩინა მასზე მწოლიარე უცნობი მამაკაცი, რომელიც მის გაუპატიურებას ცდილობდა. პოლიციამ მოძალადე იან ლუდეკი დააპატიმრა, თუმცა ციხისგან თავის დაძრომა მაინც შეძლო. ლუდეკმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მთელი ამ “პროცესის" დროს ეძინა და “სველი სიზმარი ჰქონდა", გარდა ამისა, მანამდე დალია და ჰალუცინოგენური სოკოებიც მიირთვა, რის გამოც მხოლოდ საშხაპეში გამოფხიზლდა და ვერ მიხვდა პრეზერვატივი საიდან აღმოჩნდა მასზე. მისი სიტყვები რატომღაც მედიკოსმაც დაადასტურა და ლუდეკი მთვარეულად შერაცხა. ამგვარად, პროკურორის პროტესტისა, მამაკაცი საბოლოოდ უდანაშაულოდ სცნეს.image

3. აფექტის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული შემამსუბუქებელი გარემოებაა სასამართლოში. ეს მიზეზი გამოიყენეს ქალის ჯენ პეინტერის ადვოკატებმა, ქალს ბრალად ედებოდა მეუღლის მოკვლა ბასრი იარაღით. ლივერპულის სასამართლომ გააუქმა ქალის წინააღმდეგ მკვლელობის ბრალდება მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა თქვა, რომ ჯენმა დანაშაული მძიმე პრემენსტრუალური სინდრომის დროს ჩაიდინა და იმ ფაქტმა, რომ მისმა ქმარმა საფულედან ფული უკითხავად აიღო, იმდენად გაანაწყენა, რომ მან დანა აიღო და რამდენჯერმე ჩაარტყა.

ასევე, იგივე მიზეზით გაათავისუფლეს აშშ-ში ქალი სახელად გერალდინ რიხტერი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია დაკავებისას. image

0
646
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
646
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0